„რეალმა“ „ლივერპულთან“ ლიგის მატჩისთვის მზადება დაიწყო

დასვენების დრო არის. გამომდინარე იქედან, რომ სამეფო კლუბს „ენფილდზე“ ვიზიტი მალე უწევს, ზიდანმა გუნდი არ დაასვენა და აღდგენითი ვარჯიში გამართა.


ფეხბურთელები, რომლებიც „ბარსელონასთან“ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, დღეს აღდგენითი პროცესით დაკავდნენ, დანარჩენებმა კი 100%-იანი დატვირთვა მიიღეს.

დანიელ კარვახალი კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს, თუმცა დატვირთვებს იღებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ესპანელი „ლივერპულთან“ თამაშს.

ვერ ივარჯიშეს ვასკესმა და ფედერიკო ვალვერდემ. ორივე მოთამაშემ „ელ კლასიკოში“ დაზიანება მიიღო.

სერხიო რამოსი აღდგენით კურსს აგრძელებს, კაპიტანი მოედანს ჯერ-ჯერობით ვერ უბრუნდება.

სესიაზე ზიდანმა დიდი ყურადღება დაუთმო ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას, პრესინგს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშსა და კარში დარტყმებს.

ხვალ „რეალი“ კიდევ ერთ სამწვრთნელო სესიას გამართავს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)