ნაჩო:„„ბარსელონას“ დამარცხებით „რეალმა“ ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა“

ნაჩო ფერნანდესმა „ბარსელონასთან“ მატჩში შესანიშნავად ითამაშა და გუნდი გაშვებულ გოლს არაერთხელ გადაარჩინა.


„გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. „ბარსელონსა“ დამარცხება რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიამოვნებაა, მაგრამ პაექრობას სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.“

„ზოგადად „ბარსელონას“ ბურთის ფლობა ძალიან უყვარს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენმა კონტრ-შეტევებმა გაამართლა. ზიდანის ტაქტიკა ნამდვილად სამაგალითო იყო, გუნდმა ძალიან სწრაფად განახორციელა რამდენიმე შეტევა და პირველ ტაიმში 2 ბურთიანი სხვაობით დაწინაურდა.“

„როდესაც მენდისა და ბრაითუეტის მომენტს ვნახავ, კომენტარს შემდეგ გავაკეთებ. მე რაც დავინახე ის იყო, რომ ბურთი მოედნიდან გადავიდა.“

„გუნდი საკმაოდ დიდ რესურსს ფლობს, რომელსაც ზინედინ ზიდანი შესანიშნავად ითვისებს. „ლივერპულის“ დამარცხება შევძელით, რამაც დიდი ენერგია მოითხოვა, ახლა კი „ელ კლასიკოში“ საოცარი ტემპი გვქონდა. დიდი იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლას მოვახერხებთ.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)