რამდენადაა მზად „მადრიდის რეალი“ მაურინიოს დასაფინანსებლად?

„მადრიდის რეალის“ მწვრთნელად ჟოზე მაურინიოს დანიშვნასთან დაკავშირებით ბევრი კითხვებია, მაგრამ ერთ–ერთი უმთავრესი მათ შორის , სწორედ ზემოთხსენებული კითხვაა, ანუ მაურინიო აუცილებლად მოითხოვს სახსრებს კლუბის ისე მოსაწყობად, როგორც მას სურს და კითხვა, რომელიც ყველას გაუჩნდება არის, თუ რამდენადაა „მადრიდის რეალი“ ამისთვის მზად?


იტალიური პრესის მიხედვით მაურინიოს გეგმა კლუბს 100 მლნ. ევრო დაუჯდება. აქედან უმეტესობა დაცვითი სტილის ფეხბურთელების შეძენაზე დაიხარჯება. ბოლო დღეებია იკლო, მაგრამ ადრე სულ ვრცელდებოდა ხმები „მილანის ინტერის“ მარჯვენა მცველის დუგლას მაიკონის „გათეთრების“ (კანის ფერს როდი ვგულისხმობ) შესახებ. ასევე ხმები ვრცელდება „ლაციოს“ მარცხენა მცველის ალექსანდრე კოლაროვის „რეალში“ გადმოსვლაზე. არც ისე ხშირად, მაგრამ ასევე ითქვა „რომას“ ფეხბურთელის დე როსის და/ან „ლივერპულელი“ სტივენ ჟერარდის გამადრიდისტების შესახებ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით „თეთრებს“ ჟოზეს ყიდვა 8 მლნ. ევრო დაუჯდა, მაშინ როცა ნარაძურის მენეჯმენტში ამტკიცებენ, რომ ფასი მიახლოებით 10 მლნ. ევრო იყო და არა 8 მლნ. ევრო. ამ 10 მლნ. ევროს დაემატება მომავალში მისაღები 6 მლნ. ევრო, როცა ჟოზე „რეალიდან“ სხვა კლუბში გადავა. ამას დამატებული 5 მლნ. ევრო, რომელიც „მადრიდის რეალმა“ ჟოზე მაურინიოს წინამორბედ მანუელ პელეგრინს კომპენსაციის სახით გადაუხადა. საერთო ჯამში ვღებულობთ, რომ ჟოზეს ტრანსფერი „რეალს“ დაუჯდა...

ეს ძალიან დიდი თანხებია, მაგრამ წინა ზაფხულთან შედარებით არაფერია. ფლორენტინო პერესმა საკუთარი კლუბშ დაბრუნების აღსანიშნავად რამდენიმე დღის შუალედით ორი სატრანსფერო რეკორდი დაამყარა.
პირველად მან იყიდა კაკა „მილანისგან“ 56 მლნ. ფუნტად, რომელსაც სულ რაღაც რამდენიმე დღეში მოყვა „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ გადახდილი 80 მლნ. ფუნტი კრიშტიანო რონალდუს სანსაცვლოდ. საერთო ჯამში „მადრიდის რეალმა“ 250 მლნ. ევრო დახარჯა, აქ შედის ხაბი ალონსოს, კარიმ ბენზემას და რაულ ალბიოლის ტრანსფერიც.


რამდენადაა მზად „მადრიდის რეალი“ მაურინიოს დასაფინანსებლად?


UEFA–ს პრეზიდენტმა მიჩელ პლატინიმ სერიოზული აღშფოთება გამოხატა ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან „ასეთი ხარჯები საფრთხეს “fair play”-is იდეას და ფინანსურ დისბალანსს იწვევენ.“ ამას მოყვა FIFA–ს პრეზიდენტის ბლატერის განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ეს საფეხბურთო ბიზნესში არულობას გამოიწვევდა.

როგორც კოვერტნის უნივერსიტეტის პროფესორმა სიმონ ჩადვიკმა განაცხადა: „მადრიდის რეალი ხელს უწყობს ინფლაციის წარმოშობას სატრანსფერო ბაზარზე. ეს ძალზედ სერიოზული საკითხია, ვინაიდან ესაა ის, რისგანაც კლუბებს არ შეუძლიათ თავის დაღწევა, როცა ბევრი კლუბი ასეთ პოლიტიკას მიმართავს.“

პერესმა ყველაფერი თავისებურად ახსნა: „ჩვენ ძალიან რთულ პერიოდში გვიწევს საქმიანობა, მსოფლიოს ფინანსური კრიზისის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა შევძლოთ ახალი ფეხბურთელების მოზიდვა. სწორედ ამიტომაა, რომ კლუბს ვალები აქვს.“

ხო, რა თქმა უნდა, ვალები. სიმართლეა, ის ფაქტი, რომ „რეალის“ ვალები ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს „მადრიდის რეალის“ სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. „ჩვენ გვჯერა, რომ შევძლებთ ჩვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას სამი რამით–ბილეთების გაყიდვების ზრდით, ბანკებიდან სესხების ზრდით და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებით.“–განაცხადა პერესმა მოგვიანებით.


რამდენადაა მზად „მადრიდის რეალი“ მაურინიოს დასაფინანსებლად?


მიუხედავად ყველაფრისა, „მადრიდის რეალი“ იძლებული გახდა ბანკიდან დამატებით 151,5 მლნ. ევროს სესხი გამოეტანა. ძირითადად მსესხებლები გახდნენ „Caja Madrid“–ის და „Banco Santander“–ის ბანკი. ეს სესხი ფეხბურთელთა შეძენაზე დაიხარჯა.

ეს ძალზედ გასაოცარი იყო, ვინაიდან იმ პერიოდში , როცა კლუბმა ასეთი ოდენობის სესხი აიღო, ესპანეთში რეცესია მძვინვარებდა, უმუშევრობის მაჩვენებელი 20%–თან ძალზედ ახლოს იყო, ერთი სიტყვით, ქვეყანაში ცუდი ეკონომიკური სიტუაცია იყო. მაგრამ , როგორც გამოჩნდა, ქვეყნის შიდა სიტუაცია , როცა საქმე „მადრიდის რეალს“ ეხება, მხედველობაში არ მიიღება.

გარდა ამისა საპროცენტო განაკვეთი ძალზედ დაბალია (Euribor–ზე დაყრდნობით) , ხოლო ის შენატანი, რომელსაც უნდა უზრუნველყო ამ კრედიტის უსაფრთხოება არ კონკრეტდება. როგორც აცხადებენ, მათ მომავალში კლუბის სატელევიზიო შემოსავლების ზრდის იმედი აქვთ.

ეს ზემოტხსენებული სესხები მოკლევადიანებია, რომლებიც ექვს წელიწადში უნდა დაიფაროს. აქაც „მადრიდის რეალს“ გარკვეული შეღავათები გაუკეთდა, მათ პირველი სამი წლის მანძილზე დაბალი გადასახდელები დაუწესდათ (25 მლნ. ევრო 2010 წელს, 16 მლნ. ევრო 2011 და 2012 წლებში), რასაც შემდეგ ძალზედ მაღალი გადასახადი მოსდევს 42,170 მლნ. ევროს ოდენობით 2013 წელს და 25-25 მლნ. ევროები სესხის დაფარვის ბოლო ორი წლის მანძილზე. თუ ყველაფერს გავითვალისწინებთ, ეს ძალზედ მისაღები შეთანხმება უნდა ყოფილიყო.

მაგრამ ერთი წუთით.. „მადრიდის რეალის“ ვალები არის თუ არა ღამის კოშმარი? სხვა ყველაფერთან ერთად, იყო ბრალდებები, რომ კლუბის ვალები 700 მლნ. ევროს აღწევდა. სამწუხაროთ შეთქმულების თეორიის მაძებრებისთვის, სიმართლე სულ სხვანაირია: ეს ჩვენი მეგობარი მედიის წარმომადგენლები არიან, რომლებიც აპელირებენ კლუბის მაღალი ვალებით იმისთვის, რომ საკუთარი ინფორმაციის გაყიდვადობა უზრუნველყონ.

საერთოდ ვალების რამდენიმე სახე არსებობს, მაგრამ ერთი, რომელსაც ყველაზე მეტად იყენებენ ფინანსური ექსპერტები, მიღებულია UEFA–ს მიერ დაკანონებულ ფინანსურ „Fair Play“–ის პრინციპებში: „რეალური ვალი განისაზღვრება, როგორც კლუბის მიერ სახსრების სესხება ფულადი საშუალებებისა და მათი ეკვივალენტების გამოკლებით. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, რეალური ვალი თავის თავში არ მოიცავს კრედიტებს, რომლებიც აღებულ იქნა ფეხბურთელთა ტრანსფერებისთვის და კრედიტორული დავალიანებების დასაფარავად.“


რამდენადაა მზად „მადრიდის რეალი“ მაურინიოს დასაფინანსებლად?


როგორც სურათიდან ჩანს, „მადრიდის რეალის“ წმინდა ვალი უეფას მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით , შეადგენს 38 მლნ. ევროს, მას შემდეგ, რაც 150 მლნ. ევროიან საბანკო სესხს გამოვაკლებთ 112 მლნ. ევროს ფულად საშუალებებს.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ „მადრიდის რეალის“ წარმომადგენელთა გათვლები უჩვენებენ წმინდა ვალის მზარდ ტემპს, კერძოდ აქ ნაჩვენებია 327 მლნ. ევროს დავალიანება, რომელიც მოიცავს 219 მლნ. ევროს სხვა კლუბებისთვსი ტრანსფერის სახით გადასახდელ თანხას და 81 მლნ. ევროს სტადიონში ინვესტიციის ჩასადებად და La Cuidada–ს ახალი საწვრთნელი კომპლექსის ასაშენებლად.

„რეალური ბიზნესზე“ ეს ძალზედ ნათელ სურათს იძლევა. როგორც ვხედავთ, „მადრიდის რეალს“ უკვე განხორციელებული ტრანსფერების გამო მოუწევს 113 მლნ. ევროს შოვნა 2010 წლისთვის და 63 მლნ. ევროს გადახდა 2011 წლისთვის, რაც აუცილებლად იქონიებს გავლენას კლუბის ფულად სახსრებზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთხსენებულ ციფრებში არ შედის რონალდუს ტრანსფერისთვის გადასახდელი თანხა, ვინაიდან იგი გასულ ზაფხულს მთლიანად ანაზღაურდა.


სხვა ჟურნალისტები მიუთითებდნენ 683 მლნ. ევროიან ვალზე, მაგრამ აქ ჩართული იყო სავაჭრო კრედიტორები, გადავადებული გადასახადები და ა.შ. ზოგიერთი ჟურნალისტის ანგარიში ამ მხრივ ძალზედ ზედაპირული იყო, მაგალითადი, როგორიც იყო მარტში გამოქვეყნებული BBC–ის ჟურნალისტის ანგარიში.

„ესპანური წყაროები ეჭვის თვალით უყურებე იმ ციფრებს , რაც მართებს „მადრიდის რეალს“. პერესმა სეზონის დასაწყისში განაცხადა, რომ „მადრიდის რეალს“ მხოლოდ 327 მლნ. ევრო აქვს ე.წ. „გაწითლებული“. ესაა ციფრი, რომელიც მან დაადასტურა, როცა საკუთარი ბიუჯეტი წარადგინა. მიუხედავად ამისა, სხვა ანალიტიკოსები, რომლებმაც მოახდინეს ყველაფრის ანალიზი, ირწმუნებიან, რომ ეს წიფრი 80 %–ით უფრო მაღალია პერესის მიერ დასახელებულზე. ასეა თუ ისე, საქმე ძალიან დიდ რიცხვებს ეხება

პერესმა კლუბის გენერალურ ასამბლეას წარუდგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც კლუბს თავისუფლად შეეძლო თავი კომფორტულად ეგრძნო 2009/10 წლების სეზონის განმავლობაში. მისი გეგმის მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა ვალის შემცირება 100 მლნ. ევროზე მეტი ოდენობით, ეს ყველაფერი კი შემოსავლების ზრდით იქნებოდა განპირობებული.


რამდენადაა მზად „მადრიდის რეალი“ მაურინიოს დასაფინანსებლად?


როგორც ჩანს, „მადრიდის რეალი“ თავისუფლად ჯდება უეფას მიერ დადგენილ წესებში (კლუბის წმინდა ვალი მის შემოსავალზე ნაკლები უნდა იყოს). მაგრამ რაც შეეხება სხვა წესებს?

სინამდვილეში, კლუბის პოლიტიკაც ამ წესებთანაც აბსოლიტურად მოდის შესაბამისობაში, ვინაიდან კლუბი მომგებიანია. 2008/2009 წლებში კლუბის მოგება გადასახადების გადახდამდე შეადგენდა 24,9 მლნ. ევროს (21,2 მლნ. ფუნტი). შეიძლება ეს მაჩვენებლები შეიცვალოს ამორტიზაციისა და გადასახდელი ხელფასების გათვალისწინებით, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, „მადრიდის რეალს“ მოგება მოაქვს.

ეს დაკავშირებულია მის წარმოუდგენელ უნარ–ჩვევებთან მოახდინოს შემოსავლების გენერირება. „მადრიდის რეალი“ ხუთი წლის მანძილზე ედგა სათავეში „Deloittes Money League“–ის სიას და ამ სეზონში გახდა პირველი კლუბი, რომლის 400 მლნ. ევროზე მეტ შემოსავალს ღებულობს. ბოლო ათი წლის მანძილზე შემოსავლები 118 მლნ. ევროდან 401 მლნ. ევრომდე გაიზარდა. საშუალო ზრდის მაჩვენებელი 26%–ს შეადგენს. ამ ზრდის უფრო დიდი ნაწილი მოდის ადრეულ წლებზე, მაგრამ „მადრიდის რეალმა“ წინა სეზონში შეძლო შემოსავლების 11%–ით გაზრდა.

ეს მიუხედავად იმისა, რომ კლუბი წარუმატებლად გამოიყურებოდა მოედანზე. „მადრიდის რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2002 წელს მოიგო და ბოლო ექვსი წელია, რაც მეოთხედფინალშიც არ გასულა. მათ ლა ლიგა ბოლო ოთხი წლის მანძილზე ორჯერ მოიგეს, მაგრამ უკვე ორი წელია, რაც მათი მეტოქე „ბარსელონა“ „თეთრებს“ აშკარად ჯობნის.


რამდენადაა მზად „მადრიდის რეალი“ მაურინიოს დასაფინანსებლად?


„მადრიდის რეალის“ შემოსავლების კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა არის ის, თუ რაოდენ თანაბრადაა იგი განაწილებული სამ სახეს შორის: მატჩის დღეს შემოსული თანხები, სატელევიზიო უფლებები და კომერციული მხარე. შემოსავლების ასეთი თანაბარი განაწილება უზრუნველყოფს კლუბის უსაფრთხოებას მომავალში გაუთვალისწინებელი მოვლენების დროს.

მატჩის დღის შემოსავლები შეადგენს 100 მლნ. ევროს, რაც ძალზედ კარგი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მოხდა 25 სახლში გამართული შეხვედრის შედეგად (ინგლისური ტოპ–კლუბები ასეთ შემოსავლებს 30 მატჩში ღებულობენ). თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალო დასწრება 71 800–ია, რაც ევროპის მაშტაბით ერთ–ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, მაშინ ასეთ შემოსავალს უნდა მოელოდე წესით. ერთადერთი რამ, რაც გარკვეულ უკმაყოფილების გრძნობას იწვევს არის ის, რომ წინა წლების ანალოგიური მაჩვენებელი 6%–ით მაღალი იყო და შეადგენდა საშუალოდ 76 200–ს , რაც 80 000–იანი სტადიონის მხოლოდ 90 %–ია. წინა სეზონთან შედარებით ეს შემოსავალიც გარკვეულად გაზრდილად. გამოიყურება. უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის დღის შემოსავლებმა 19 მლნ. ევროთი მოიმატეს , რაც განპიორბებულია „ბერნაბეუს“ გარკვეული რეკონსტრუქციით (ადგილები იგულისხმება) , რამაც დასასწრები ადგილების გაზრდა გამოიწვია.

„მადრიდის რეალის“ სატელევიზიო შემოსავლები ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება, კლუბს კონტრაქტი გაფორმებული აქვს Mediapro–სთან , რომელიც შვიდი წლის მანძილზე 2013/14 წლების სეზონამდე „თეთრებს“ 1,1 მლრდ.–ის შემოსავალს პირდება. „რეალმა“ სატელევიზიო უფლებების გაყიდვით იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე ნებისმიერმა საფეხბურთო კლუბმა. ამ ტიპის შემოსავლებმა 137 მლნ. ფუნტი შეადგინა, რაც „არსენალის“ ანალოგიური ტიპის 76 მლნ. ფუნტის შემოსავალზე
80 %–ით მეტია.


რამდენადაა მზად „მადრიდის რეალი“ მაურინიოს დასაფინანსებლად?


სატელევიზიო შემოსავლები უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა „ჩემპიონთა ლიგიდან“ გამოვარდნა. სადაც „მადრიდის რეალმა“ მხოლოდ 20 მლნ. ევრო მიიღო, რაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ მიღებული ანალოგიური ტიპის შემოსავლის, 38 მლნ. ევროს თითქმის ნახევარს წარმოადგენს. ეს ცუდი თამაშის ჩვენებით იყო განპირობებული, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივს გარკვეული უპირატესობა ინგლისურ კლუბებს ენიჭებათ, ვიდრე ესპანურს. საინტერესოა, რომ „მადრიდის რეალი“ „ლიონმა“ გამოაგდო, მიუხედავად იმისა, რომ „თეთრები“ იმაზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე მთლიანად საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის კლუბები ერთად აღებულნი. მიუხედავად ამისა, „თეთრების“ კარგი სატელევიზიო შემოსავლიანობა უზრუნველყო ამხანაგურმა შეხვედრებმა და საკუთარმა სატელევიზიო არხმა Real Madrid TV–მ.

ამასთანავე კლუბის სატელევიზიო შემოსავლების ზრდა განაპირობა კლუბის უნარმა გაეზარდა კომერციული შემოსავლები. ეს ნიშნული დღესდღეობით 118.6 მლნ ფუნტს შეადგენს, რაც მეორე მაჩვენებელია „Bayern Munich’s Vorsprung durch Technik“–ის შემდეგ. ეს პრეზიდენტის დამსახურებაცაა, რომელმაც წლირ კრებაზე განაცხადა, რომ: „ჩვენ ვაგრძელებთ ლიდერობას გაყიდვების მხრივ, ვინაიდან ჩვენი ბრენდი ძალიან ძვირადაა შეფასებული.“ ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით მსოფლიოში 287 მლნ. ადამიანი გულშემატკივრობს „მადრიდის რეალს.“


რამდენადაა მზად „მადრიდის რეალი“ მაურინიოს დასაფინანსებლად?


„მადრიდის რეალი“ ძირითად შემოსავლებს ღებულობს ხანგრძლივი სასპონსორო შეთანხმებიდან გამომდინარე. კლუბის ურთიერთობა „ადიდასთან“ დაიწყო 1998 წელს, მაგრამ ამას სულაც არ შეუშლია ხელი პერესისთვის კომპანიასთან დაეწყო მოლაპარაკებები კონტრაქტის გაუმჯობესების შესახებ, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც კლუბში კაკა და რონალდუ გადმოვიდნენ. ამჟამად, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ადიდასი“ „თეთრებს“ ყოველწლიურად 40 მლნ. ევროს უხდის. ანალოგიური ვითარებაა კლუბის კიდევ ერთ სპონსორთან „Bwin“–თან, ხელშეკრულება გახანგრძლივებულ იქნა 2013 წლამდე და წლიურად კლუბი ამ შემთხვევაში 20 მლნ. ევროს მიიღებს (40 %–ით მეტს , ვიდრე ადრე არსებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა). სხვა ძირითადი პარტნიორები არიან „Coca Cola“, „Audi“ და ესპანური ლუდის კომპანია „Mahou“. თუ „რეალი“ კიდევ ერთხელ მოახერხებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას, შემოთავაზებული შემოსავლები კიდევ უფრო გაიზრდება.

არის თუ არა რამე აზრი „რეალურ ბიზნესში“? ერთი შეხედვით შეიძლება ასეთი დიდი ოდენობის დანახარჯები უაზროდ მოგეჩვენოთ, მაგრამ თითოეულ ამ ხარჯში ძალიან შორს გამიზნული სტრატეგიული ნაბიჯებია ჩადებული.

კლუბის შიდა წრეებიდან ცნობილი გახდა, რომ „უმჯობესია იყიდო რონალდუ 92 მლნ. ევროდ , ვიდრე გადაიხადო 20 მლნ. ევრო შედარებით უფრო მცირე კალიბრის და ხასიათის ფეხბურთელში.“, როგორც თავად პერესმა განაცხადა: „ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, არის შემდეგი, რომ ის, რაც ძალიან ძვირი გვეჩვენება, სინამდვილეში ძალიან იაფია.“


რამდენადაა მზად „მადრიდის რეალი“ მაურინიოს დასაფინანსებლად?


„მადრიდის რეალში“ თვლიან, რომ შოუ ბიზნესში მოღვაწეობენ, მათთვის ბრედ პირი კრიშტიანო რონალდუა (შეიძლება ითქვას, პორტუგალიელი უფრო პოპულარულიცაა, ვიდრე თავად მსახიობი). იმისთვის, რომ ამ სტრატეგიამ გაამართლოს, აუცილებელია კლუბში გყავდეს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან კრიშტიანო რონალდუ და რიკარდო კაკა. ეს გავს ფულის ჩადებას ოქროს მოპოვებაში. იგი აუცილებლად აამაღლებს ბრენდის ღირებულებას და უფრო მეტ გაყიდვებს უზრუნველყოფს.

ინგლისური კლუბებისგან განსხვავებით, „მადრიდის რეალი“ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმებისას კონტრაქტში დებს პუნქტს, რომლის მიხედვითაც თუ ამ ფეხბურთელის მიერ სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან დიდ ოდენობას თავად იტოვებს, რაც დამეთანხმებით, რომ სულაც არ არის მცირე თანხა.

ვარსკვლავების შეძენას შეუძლია სხვა მხრითაც აღმოუჩინოს დახმარება „მადრიდის რეალს“ . როგორც ნიგელ კურიმ „Brand Rapport“–დან აღნიშნა: „ამ გზით ისინი უზრუნველყოფენ მომავალში სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან შემოსავლების ზრდას. კლუბი, რომელსაც ყველაზე ცნობადი და გაყიდვადი ფეხბურთელი ყავს საკუთარ რიგებში, ახერხებს საუკეთესო სატელევიზიო შეთანხმებების დადებას.“ კლუბს შეუძლია ფული ასევე ვარსკვლავების მოედანზე ყოფნითაც აკეთოს. მაგ: „მადრიდის რეალმა“ მიიღო 15 მლნ. ევრო მხოლოდ და მხოლოდ ორი ამხანაგური შეხვედრის ჩატარების გამო იაპონიაში, როცა კლუბში დევიდ ბექჰემი თამაშობდა.


რამდენადაა მზად „მადრიდის რეალი“ მაურინიოს დასაფინანსებლად?


მაგ: იგივე ზიდანის შემთხვევაში, „მადრიდის რეალის“ მესვეურები ამტკიცებდნენ, რომ მათ ფრანგი მაესტროს სატრანსფერო ღირებულება 46 მლნ. ფუნტი , მხოლოდ მაისურების გაყიდვით ამოიღეს. ეს შეიძლება ცოტა არარეალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველწლიური გაყიდვები პირველი „გალაქტიკოს ერის“ (ფიგუ, ზიდანი, ბრაზილიელი რონალდო, ბექჰემი) დროს მთელი 85 მლნ. ევროთი გაიზარდა. როგორც პორტუგალიური გამომცემლობა A Bola იუწყება, რონალდუს ტრანსფერის შემდეგ, მხოლოდ მადრიდში პორტუგალიელის 1,2 მლნ. მაისური იქნა გაყიდული.

მაგრამ მიუხედავად დასახელებული ციფრებისა არიან პესიმისტები, როგორიცაა მაგ: „ბარსელონას“ ეკონომიკური დირექტორი ხავიერ სალა ი მარტინი, რომელმაც განაცხადა, რომ: „ისინი ამბობენ, თითქოსდა ამ თანხების მაისურების გაყიდვით ამოიღებენ, მაშინ მათ 30 მლნ. მაისური უნდა გაყიდონ, რაც არარეალური და შეუძლებელია.“ ეს შეიძლება დავუკავშიროთ კლუბებს შორის მეტოქეობას, მაგრამ თავად „ადიდასმა“ განაცხადა, რომ „მადრიდის რეალისა“ მაისურები გაყიდვის მხრივ „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ მაისურების გაყიდვადობას ჩამორჩება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ „მადრიდის რეალს“ ყველაზე მეტი შემოსავლები აქვს 341,9 მლნ. ფუნტის ოდენობით, ამასთანავე მათი ბაზის ღირებულებაც ყველაზე მაღალია 344,5 მლნ. ფუნტი, რომლის საშუალებითაც მათ ძალიან ცოტა დანაკარგები აქვთ ოპერატიულ დონეზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „რეალი“ ხარჯავს ბევრს, მაშინ როცა ფიქრობენ, რომ ასეა საჭირო. მათ შემადგენლობაში ყავთ ექვსი ფეხბურთელი, რომლებიც შედიან მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ–50–ეულში შედიან. როგორც სპორტული მიმოხილველები იუწყებიან, „მადრიდის რეალი“ მეორე ადგილზეა გამომუშავენული საშუალო ხელფასის სახით, პირველზე ამ მხრივ ბეისბოლის კლუბი „ნიუ იორკის იანკები“ არიან.


რამდენადაა მზად „მადრიდის რეალი“ მაურინიოს დასაფინანსებლად?


თუ გავითვალისწინებთ წინა ზაფხულში განხორციელებულ შენაძენებს, არამრტო ტრანსფერისთვის გადახდილ თანხებს, არამედ ფეხბურთელებზე გაცემულ ხელფასებს, მაშინ ამ წელს „მადრიდის რეალის“ შრომის ანაზღაურების დაფინანსება საგრძნობლად უნდა გაზრდილიყო: რონალდუზე 13 მლნ. ევრო, კაკა 10 მლნ. ევრო და ბენზემა 8,5 მლნ. ევრო. მაგრამ საერთო ჯამში „რეალის“ ბიუჯეტი არც თუ ისე დიდად გაზრდილა (187 მლნ. ევროდან 190 მლნ. ევრომდე), რაც საერთოდ არარეალურად გამოიყურება, მიუხედავად რამდენიმე ფეხბურთელების გაყიდვისა.

2009/10 წლების ბიუჯეტში შეიმჩნევა ამორტიზაციის საგრძნობი ზრდა, კერძოდ 75,9 მლნ. ევროდან 101,7 მლნ. ევრომდე. წელს „რეალის“ ფეხბურთელთა ამორტიზაციის ღირებულებამ 54,8 მლნ. ფუნტი შეადგინა, რაც ნებისმიერ სხვა კლუბზე მაღალია, მაგრამ მომდევნო სეზონში ის კვლავ დაუბრუნდება ნორმის ჩარჩოებს.

სხვა ხარჯებიც (როგორებიცაა იჯარა, ტექნიკური და პროფესიონალური მომსახურება) ძალიან მაღალია და შეადგენს 141,5 მლნ. ევროს. ყველაფრის გათვალისწინებით, „რეალი“ ამ სეზონში 8 მლნ. ეროს მოგებას მიიღებს. უეფას პრინციპების გათვალისწინებით, კი „მადრიდის რეალს“ შეუძლია საკუთარი მოგება 23 მლნ. ევრომდე გაზარდო, თუ გამორიცხავს საკალათბურთო დივიზიონში მიღებულ ზარალს.


რამდენადაა მზად „მადრიდის რეალი“ მაურინიოს დასაფინანსებლად?


წყაროებიდან ირკვევა, რომ მაურინიოს ამ სეზონში მხოლოდ 50 მლნ. ევროიან ბიუჯეტს გამოუყოფენ, ამიტომ თუ სურს საკუთარი მიზნების ასრულება, მაშინ მას მოუწევს ისეთი ფეხბურთელების გაყიდვა, როგორებიცაა რაფაელ ვან დერ ვაარტი, ლასანა დიარა, ფერნანდო გაგო.

ასევე კითხვები აქვთ პერესის მიერ დახარჯულ 300 მლნ.–ზე, მაგალითად, იგივე „ბარსელონას“ ეკონომიკური დირექტორი ამბობს: „არ ვიცი, თუ საიდან მოიტანა პერესმა 300 მლნ. ევრო ფეხბურთელების შესაძენად.“ ასევე კითხვები აქვს „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღმასრულებელ დირექტორ დევიდ გილს: „არ მესმის თუ რას საქმიანობენ „მადრიდის რეალის“ ეკონომისტები, ისინი იმავე ბიზნესში მონაწილეობენ , რაშიც ჩვენ , მათი ბრუნვა ჩვენისგან დიდად არ განსხვავდება და შესაბამისად ეჭვს იწვევს, თუ საიდან მოაქვთ მათ თანხები ასეთი ოპერაციების დასაფინანსებლად.“ აი , თუ სად იმალება გასაღები ბატონო დევიდ: სინამდვილეში „რეალის“ ბრუნვა 60 მლნ. ფუნტით მეტია თქვენსაზე და თქვენგან განსხვავებით ისინი 70 მლნ. ფუნტს არ უხდიან ბანკებს პროცენტის სახით.


რამდენადაა მზად „მადრიდის რეალი“ მაურინიოს დასაფინანსებლად?


ბარსელონას უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჟოზე მარია გაი ამბობს: „ რეალის შემოსავლები არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს გაწეული ხარჯების დაფინანსება. მართალია მათი შემოსავლები იზრდება, მაგრამ ეს საკმარისი არაა, მათ მინიმუმ 20%–ით უნდა გაზარდონ შემოსავლები, რომ მოახდინონ ხარჯებსა და შემოსავლებს შორის ბალანსის აღდგენა. ეს ძალიან სარისკო ინვესტიციაა.“

მიჩელს სტირლინგი „Global Sponsors Ltd“–ს დირექტორიც იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას: „ეს ძალზედ სარისკო სტრატეგიაა. შემოსავლები ამდენ ხარჯებს ვერ უზრუნველყოფენ.“ ანალოგიურ ხმაზე ჭიკჭიკებს სიმონ ჩადვიკი: „ხალხს უნდა ესმოდეს, რომ კლუბისთვის შეუძლებელი იქნება ამხელა თანხების დაფინანსება. როცა ასე მოხდება, მაშინ ეს დიდ დარტყმას მიაყენებს „მადრიდის რეალის“ ბიზნეს მოდელს.“

რა თქმა უნდა, როცა კლუბს სერიოზული ფინანსური სირთულეები ქონდა წინათ, მაშინ მან 200 მლნ. ევროიანი ვალის დაფარვა მოახერხა საწვრთნელი ბაზის გაყიდვით მოახერხა 2001 წელს. „მადრიდის რეალს“ ნებისმიერ დროს შეუძლია ანალოგიური რამის გამეორება. თუ ძალიან გაუჭირდათ, მაშინ შეუძლიათ მითიური „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონის გაყიდვა, მაგრამ ეს გულშემატკივრებს ნამდვილად არ მოეწონებათ.


რამდენადაა მზად „მადრიდის რეალი“ მაურინიოს დასაფინანსებლად?


როგორც გაბრიელე მარკოტიმ განაცხადა: „ისინი სულ სხვა წესებით თამაშობენ“.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბის კონსტიტუცია არ აძლევს კლუბის დაფინანსების საშუალებას ფლორენტინო პერესს, მისი ბიზნეს კავშირები და გავლენა ეხმარება „თეთრებს“ ბანკებთან და კრედიტორებთან მოლაპარაკებისას და სასურველი შეთანხმების მიღწევისას. იმას , რომ ფლორენტინო პერესს უდიდესი გავლენა აქვს, მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ კატალონიურმა ბანკმა მოახდინა 57 მლნ.–იანი გარანტიის გაცემა პერესზე, როცა მას ეს სჭირდებოდა საკუთარი კანდიდატურის პრეზიდენტის პოსტზე წარსადგენად.

ასეა თუ ისე, „მადრიდის რეალი“ გვევლინება, როგორც ღირშესანიშნაობა ესპანეთის კულტურული და პოლიტიკური ცხოვრებისა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ. ისინი „ძალზედ ძლიერები არიან გაკოტრებისთვის.“ მათ იციან, რომ შეუძლიათ ხარჯონ და მიუხედავად სიტუაციისა, ვერც ერთი ბანკი ვერ ეტყვის მათ უარს სესხის გაცემაზე. სტეფან სზიმანსკი, “Soccernomics ”–ის თანაავტორი აცხადებს, რომ: „რეალი ძალზედ დიდია და მისი გაქრობა შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, თუ რა რაოდენობის ვალიც არ უნდა გააჩნდეთ. არც ერთ ბანკი არ მისცემს თავის თავს იმის უფლებას, რომ „მადრიდის რეალს“ უარი უთხრას , ან მის ჩაძირვას შეუწყოს ხელი.“


რამდენადაა მზად „მადრიდის რეალი“ მაურინიოს დასაფინანსებლად?


ასეა თუ ისე, ექსპერტები ერთში თანხმდებიან, რომ „მადრიდის რეალის“ მოდელი მუშაობს, მიუხედავად უზარმაზარი ხარჯებისა, კლუბი მაინც მომგებიანია.


წყარო: B/R


P.S. მოკლედ, ესეც ჩემი მე–300 სტატია.... იმედია მოგეწონებათ...
dle 10.1

  • shvela
  • 13 ივნისი 2010
  • 3877
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)