მორიენტესი:„„რეალსა“ და „ლივერპულს“ შორის ფავორიტი არ არსებობს“

ფერნანდო მორიენტესი სხვადასხვა წლებში იცავდა როგორც „რეალის“, ასევე „ლივერპულის“ ღირსებას. ესპანელმა ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის მოახლოვებულ შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ფავორიტი არ არსებობს.


„ზუსტად ვიცი, რომ „რეალისთვის“ „ლივერპული“ ურთულესი მეტოქე იქნება. ეს არის მატჩი, სადაც ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს. ძალიან საინტერესო და მომენტებით სავსე დაპირისპირებას ველი. კლოპის მდგომარეობა პრემიერლიგაში არც ისე კარგია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მერსისაიდელთა საოცარი ძალა, ტექნიკური მონაცემები და ტოპ ვარკვლავები, რომლებსაც კონკრეტულ მატჩებში საოცარი თამაშის ჩვენება შეუძლიათ.“

„„რეალს“ აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი და ეს ამ გუნდს ევროსარბიელზე ყოველთვის ეხმარება. ღრმად ვარ დარწმუნებული ვარ, ზიდანის გუნდი იბრძოლებს, როგორც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად, ასევე ლა ლიგის მოსაგებად. უამრავი პრობლემის მიუხედავად, „ბლანკოსი“ მოწოდების სიმაღლეზე დგომას ახერხებს, რაც მისასალმებელია.“

„ვინისიუს ჟუნიორი ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია, ის ტიპიურ ბრაზილიელს ჰგავს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. ჩემი აზრით, კარიმ ბენზემა ვინის განვითარებაზე სერიოზულად მუშაობს და ეს დეტალი უმნიშვნელოვანესია.“

„ძალიან მწყინს, რომ სერხიო რამოსსა და „ბლანკოსს“ შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არ არსებობს. ეს არის საკითხი, რომელზეც კითხვები არ უნდა არსებობდეს, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი უმოკლეს დროში მოგვარდება.“ dle 10.1

  • Ramos
  • 6 აპრილი 2021
  • 787
  • 1

1

6 აპრილი 2021 16:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მართალი ხარ ფერნანდო

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (196)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)