არგენტინამ მუნდიალი გამარჯვებით დაიწყო

არგენტინამ მუნდიალი გამარჯვებით დაიწყო


დღეს არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი პირველი შეხვედრა გამართა. დიეგო მარადონას შეგირდებმა ნიგერიიის ნაკრებს მინიმალურად სძლიეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, გაბრიელ ჰაინცემ გაიტანა.


გონსალო იგუანმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 80 წუთი გაატარა, რის შემდეგაც ის დიეგო მილიტომ ჩაანაცვლა. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას: მატჩი არგენტინელთა უპირატესობით დაიწყო და ეს ყველაფერი მე-7 წუთზე ჰაინცეს ლოგიკური გოლით დაგვირგვინდა. პირველ ტაიმში მესისა და იგუანს ანგარიშის გაორმაგება არაერთხელ შეეძლოთ, თუმცა ნიგერიელთა მეკარე ვინსენტ ენიამა შეცდომის გარეშე ირჯებოდა. კონტრშეტევებზე სახიფათონი იყვნენ ნიგერიელებიც.

არგენტინამ მუნდიალი გამარჯვებით დაიწყო


მატჩის მეორე ნახევარში არგენტინის ნაკრებმა კიდევ არაერთი საგოლე მომენტი შექმნა. თუმცა ამჯერად ენიამამ მესის შესანიშნავი დარტყმული უკუაგდო. მანამდე კი, იგუანის დარტყმაც საკმაოდ მახვილი კუთხიდან უშედეგოდ დასრულდა. “პიპიტამ” ბედი შორეული დარტყმითაც სცადა, თუმცა მცველებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. სამაგიეროდ, ანგარიშის გათანაბრება შეეძლო ნიგერიის ნაკრებს, თუმცა უჩემ და მარტინსმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

ამავე ჯგუფში სამხრეთ კორეის ნაკრებმა საბერძნეთს 2-0 სძლია და ჯგუფში ჯერჯერობით პირველ ადგილზე დამკვიდრდა. 12 ივნისის სათამაშო დღე ინგლისი-აშშ-ს მატჩით დასრულდება.

არგენტინა 1-0 ნიგერია


გოლი: 1-0 ჰაინცე (7).

არგენტინა: რომერო; ხონასი, დემიჩელისი, სამუელი, ჰაინცე; დი მარია (ბურდისო 84), მასკერანო, ვერონი (მაქსი 74), იგუანი (მილიტო 79), მესი, ტევესი.

ნიგერია: ენიამა, იობო, ტაივო (უჩე 75), შიტუ, იაკუბუ, კაიტა, ჰარუნა, ოდია, ობინა (მარტინსი 52), ობასი (ოდემვინგე 60), ეტუჰუ.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 12 ივნისი 2010
  • 2158
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)