პაბლო სარაბიას მაურინიოს იმედი აქვს

პაბლო სარაბიას მაურინიოს იმედი აქვს


“კასტილიას” ერთ-ერთი ლიდერი, პაბლო სარაბია “სამეფო კლუბში” ჟოზე მაურინიოს მისვლას დიდი იმედებით ხვდება. ახალგაზრდა მოთამაშის აზრით, პორტუგალიელი სპეციალისტი მას და მის სხვა თანაგუნდელებს თავის გამოჩენის შანსს აუცილებლად მისცემს.


- პაბლო, სეზონის ბოლოს “Futbol Draft”-ზე წარდგენილი იყავი, საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაში. რას ნიშნავს ეს აღიარება შენთვის?
- ჩატარებული სეზონით კმაყოფილი ვარ. ამას გარდა, იმდენად შესანიშნავი მოთამაშეების გვერდით აღვმოჩნდი, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა დიდებული თაობა ეზრდებათ ესპანელებს.

- მთლიანად სეზონს ხომ არ შეაჯამებდი?
- როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო თვალსაზრისით შთამბეჭდავი სეზონი მქონდა. დავიწყოთ იმით, რომ ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოვიპოვე. ამას მოჰყვა “კასტილიაში” გადასვლა, რაც დიდი ხნის მანძილზე ჩემი ოცნება გახლდათ. სეზონი კი 19-წლამდელთა გუნდში (“იუვენილ ა”) მოპოვებული ჩემპიონის ტიტულით დავაგვირგვინე. ამას გარდა, წარდგენილი ვიყავი ესპანეთის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაში, სადაც მესამე ადგილი დავიკავე, რაც ნამდვილად დიდი წარმატებაა.

- “რეალის” ახალ მწვრთნელზე, ჟოზე მაურინიოზე რას იტყვი?

- მაურინიო რომ დიდი მწვრთნელია, ეს ბოლო სეზონშიც ნათლად გამოჩნდა. პორტუგალიელი სპეციალისტისთვის შეუძლებელი არაფერია. დარწმუნებული ვარ, რომ ჟოზე “რეალს” ძველ დიდებას მალევე დაუბრუნებს.

- საკუთარ მომავალზე რას ფიქრობ?
- იმედი მაქვს, ჟოზე ახალგაზრდებს შანსს მოგვცემს. “ჩელსისა” და “ინტერში” მუშაობის დროს, მაურინიომ ბევრ პერსპექტიულ ფეხბურთელს გაუღო მთავარი გუნდის კარი. ეს ტრადიცია, ალბათ, “რეალშიც” გაგრძელდება. ფაქტია, რომ ჩვენზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ბევრს თუ ვიმუშავებთ, ჟოზე შანსს აუცილებლად მოგვცემს.

ინფორმაციის წყარო: Defensacentral.Com
dle 10.1

  • niko
  • 12 ივნისი 2010
  • 1721
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)