დუდეკი მაურინიოზე

მიუხედავად საზაფხულო არდადეგებისა , ერჟი დუდეკმა გამონახა დრო და გაესაუბრა Marca–ს ჟურნალისტს. მან ისაუბრა მაურინიოსა და მომდევნო სეზონზე.


"ყოველთვის იცი, თუ როგორ ითამაშებს მაურინიოს კლუბი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ახერხებ მის დამარცხებას. მე ამის მოწმე ვიყავი ინგლისში და კიდევ ერთხელ ვნახე ჩემპიონთა ლიგის ფინალში "სანტიაგო ბერნაბეუზე". მას უდიდეს პატივს სცემენ ფეხბურთელები, ვინაიდან თვითონაც ფეხბურთელებს სცემს დიდ პატივს. მისი გამოცდილება დაგვეხმარება ჩვენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან შეხვედრებში. ის ბოლო წლების განმავლობაში ერთ–ერთ საუკეთესო მწვრთნელად ჩამოყალიბდა."

"მაურინიოს კლუბები ყოველთვის ძლიერები არიან. ფეხბურთელები კარგად არიან განლაგებულნი და თითოეულმა მათგანმა იცის, თუ რა როლი აკისრია მას. მისი კლუბები კარგად იყენებენ სტანდარტულ მდგომარეობებს და ტაქტიკურადაც კარგად არიან მომზადებულნი."

"სულაც არ მიმაჩნია, რომ ის დაცვითი ტაქტიკის მოყვარული მწვრთნელია. ჟოზე სტრატეგიაზე ძალიან ბევრს ფიქრობს და თუ შენ გამარჯვება გინდა, მაშინ პირველ რიგში კარგი დაცვითი ხაზი უნდა უზრუნველყო. თითოეული ფეხბურთელი ერთმანეთს ეხმარება, მიუხედავად იმისა, თუ რა ნომერი აწერია ზურგზე და თუ რა პოზიციაზე თამაშობს. ის კლუბს ერთ მთლიანად აქცევს."

"არამგონია იყოს ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც არ სურს მაუსთან თანამშრომლობა."


წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 12 ივნისი 2010
  • 1506
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)