მადრიდში მაურინიოს პირადი მცველი დაიცავს

ჟოზე მაურინიო–მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სკანდალური მწვრთნელია. ყველა ქვეყანაში, სადაც პორტუგალიელს უმუშავია იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სძულდათ პორტუგალიელი მწვრთნელი. ჟოზეს ხასიათიდან გამომდინარე მას არაერთხელ მიუღია მუქარით აღსავსე წერილები. ასეთი წერილი პირველად მან 6 წლის წინ მიიღო.


მაურინიო ყოველთვის განსაკუთრებული მწვრთნელი იყო, ვინაიდან მსოფლიოში არავინაა მეორე ისეთი სტრატეგი, როგორიც მაურინიო , რომელსაც შეუძლია თავისუფლად შევიდეს წინააღმდეგობაში მწვრთნელებთან, ფეხბურთელებთან, მოწინააღმდეგე კლუბის გულშემატკივრებთან. მაგრამ ეს მისი სტრატეგიული სამუშაოს ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია–იგი პრესის მხრიდან ყოველივე ზეწოლას საკუთარ თავზე იღებს. იმის გამო, რომ იგი ყველაფერს თავისებურად უდგება და ყოველთვის გამარჯვებული გამოდის, მან თავისი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ბევრი მტერი შეიძინა. "ჩელსიში" მუშაობიდან მოყოლებული, იგი პირადი მცველის გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ დგამს. არც ესპანეთი იქნება ამ მხრივ გამონაკლისი.

პირველი მუქარის წერილი ჟოზე მაურინიომ მიიღო 2004 წელს, ზუსტად ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, სადაც მისი "პორტუ" მონაწილეობდა. წერილში ასეთი რამე იყო ნათქვამი: "ამჟამად ჩვენ არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ, იმიტომ რომ შენ წინ ფინალი გელის, რომელშიც შენ უნდა ითამაშო. მაგრამ როგორც კი ის მორჩება, შენ ჩათვალე, რომ მკვდარი ხარ. შენ ხელში ჩაგიგდებთ, როგორც კი პორტუში ჩამოხვალ, იღბალი ზურგს გაქცევს და შენ არ მოგეცემა საშუალება გაექცე ბედისწერას."

ამ წერილის შინაარსი ჟოზე მხოლოდ ორი წლის გასვლის შემდეგ გაანდო ფართო საზოგადოებას. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ ჟოზემ უარი თქვა მოედანზე აღენიშნა გამარჯვება ფეხბურთელებთან ერთად და მაშინვე გასახდელს მიაშურა.

როცა ის "ჩელსიში" მუშაობდა, მის კლუბს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მოუწია შეხვედრის გამართვამ "პორტუსთან". მაშინ რამდენიმე რადიკალურად განწყობილმა გულშემატკივარმა აღიარა, რომ ემუქრებოდნენ პორტუგალიელ მწვრთნელს.

მისი გადასვლა ნისლიანი ალბიონიდან აპენინებზე, სულაც არ ნიშნავდა, რომ მას მუქარის წერილები მოაკლდებოდა. იტალიის პოლიციამ დაიჭირა მაკედონიის ოთხი მოქალაქე, რომლებსაც აღმოაჩნდათ მაურინიოსა და მისი ოჯახის წევრების ფოტოსურათები და ასევე პორტუგალიელი მწვრთნელის დღის განრიგის ცნობა. ეჭვმიტანილებმა აღიარეს, რომ აპირებდნენ პორტუგალიელი სპეციალისტის გატაცებას.

ეს არ იყო ერთადერთი ინციდენტი იტალიაში. "ბარის" წინააღმდეგ მატჩში, მწვრთნელმა მუნტარი შეცვალა და მატჩის შემდგომ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა: "მე ის შევცვალე, ვინაიდან იგი გამოფიტული იყო, ეს ყველაფერი კი მისი შიმშილის ბრალია, ვინაიდან იგი "რამადანს" ასრულებდა." მუსულმანები ამ განცხადებამ გააღიზიანა და ეს მაურინიოს სარწუნოების შეურაცხყოფაში ჩაუთვალეს.

ამის შედეგად მაურინიოს საფოსტო ყუთში იმატა მუქარის შემცველმა წერილებმა, სადაც მას უწოდებდნენ "ალაჰის მტერს", "უღმრთოს" და "უტვინოს, რომლის მოშორებაც აუცილებელი იყო." ამის შესახებ მაურინიოს მეტი არასდროს არ უთქვამს. თუ გავითვალისწინებთ ყოველივე ზემოთხსენებულს , შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესპანეთში ძალიან "ცხელი" სეზონი გველის. ალბათ ის კვლავ აღმოჩნდება კონფლიქტში, ამიტომაცაა, რომ "განსაკუთრებული" მეორე ადამიანი "მადრიდის რეალში", ვისაც პირადი დაცვა დაყვება თან. მაურინიოს გარდა ასეთი "რეალში" მხოლოდ ფლორენტინო პერესია.


წყარო: As
dle 10.1

  • shvela
  • 12 ივნისი 2010
  • 2303
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)