ზინედინ ზიდანი დელ ბოსკეს გაუთანაბრდა

კარიმ ბენზემას მსგავსად, მადრიდული დერბი ზინედინ ზიდანისთვისაც ისტორიული გამოდგა, ვინაიდან ფრანგმა ფეხბურთელმა ვისენტე დელ ბოსკეს ნაჩვენები შედეგი გაიმეორა.


ზიზუ არის „რეალის“ ისტორიის მწვრთნელებს შორის მეორე ადამიანი, ვინც ყველაზე მეტჯერ ედგა გუნდს სათავეში.

„ატლეტიკოსთან“ დაპირისპირება ზიზუსთვის 246-ე გამოდგა მთავარი მწვრთნელის რანგში და მან „ულვაშას“ შედეგი გაიმეორა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ზიდანზე უკეთესი შედეგი აქვს ლეგენდარული მიგელ მუნიოსია, რომელმაც „რეალი“ მინდორზე 605-ჯერ გაიყვანა. ალბათ რთული წარმოსადგენია, რომ ზიდანმა აღნიშნული შედეგი გაიმეოროს.

246 მატჩიდან ზიდანის გაწვრთნილმა გუნდმა 161 მოიგო, 50 ფრედ დაასრულა და 35 წააგო. ზიზუს გუნდის აქტივში ჩაწერილია 11 ტიტული. კერძოდ, ჩემპიონთა ლიგის 3 თასი, 2 ლა ლიგის თასი, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 2 ესპანეთისა სუპერთასი და 2 ევროპის სუპერთასი.

246 დაპირისპირებიდან 171 ლა ლიგაზე მოდის, 48 ჩემპიონთა ლიგაზე, 16 სამეფო თასზე, 5 ესპანეთი სუპერთასზე, 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე და 2 ევროპის სუპერთასზე. dle 10.1

  • Ramos
  • 7 მარტი 2021
  • 802
  • 1

1

7 მარტი 2021 22:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1898
ზინედინ ზიდანი რეალის მწვრთნელი უნდა იყოს სიკვდილამდე და მუნიოსის რეკორდს მალევე დაამხობს.რეალის შეფებს თუ თავში ტვინი აქვთ,სამუდამო მწვრთნელად უნდა დანიშნონ ზიზუ და მთლიანი კარტ ბლანში მისცენ,რომ ვინც უნდა ის ფეხბურთელი იყიდოს და ვინც არ აწყობს,ის გაუშვას.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (190)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)