როდის გაიხსნება განახლებული სანტიაგო ბერნაბეუ?

მადრიდის „რეალის“ სტადიონზე ძალიან სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ რეკონსტრუქცია არცერთი წუთით არ ჩერდება და 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. შესაბამისი ჯგუფები ცვლებში მუშაობენ, რათა ღამის საათები დაკარგული არ იყოს.


ესპანური გამოცემების ცნობით, სტადიონზე ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები უკვე ჩატარებულია, თუმცა ბევრი რამ კიდევ წინ არის.

ახალი სტადიონის გახსნა 2022 წლის ნოემბერში იგეგმება, თუმცა ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება ზუსტი თარიღი, ვინაიდან საქმე უდიდესი მასშტაბებთან გვაქვს.

ამასთანავე ცნობილია, რომ თუ ესპანეთის მთავარობა საფეხბურთო კლუბებს სტადიონებზე მაყურებელთა 30%-ის დაშვების გადაწყვეტილებას მიიღებს, „ბლანკოსის“ თამაშები „ბერნაბეუზე“ ჩატარდება და ეს ხელს ვერ შეუშლის მიმდინარე სამუშაოებს.

ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს სტადიონის გარე პერიმეტრის მოდერნიზების სამუშაოები.

არსებობს რამდენიმე გეგმა. საუკეთესო ვარიანტში სტადიონი 2022 წლის სექტემბერში იქნება სრულ მზადყოფნაში. რეალისტური ვარიანტის მიხედვთ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქომაგები ნოემბერს უნდა დაელოდნონ, ხოლო ყველა დაგვიანებულ შემთხვევაში, არენა 2023 წლის იანვრის ბოლოს გაიხსნება. dle 10.1

  • Ramos
  • 7 მარტი 2021
  • 3808
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)