ზიდანი:„4 ფეხბურთელი დაგვიბრუნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“

ზინედინ ზიდანმა „სოსიედადის“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებული ვითარება დეტალურად მიმოიხილა. აღსანიშნავია, რომ კოლექტივში მნიშვნელოვანი სიახლეებია...


„„სოსიედადის“ სახით ჩვენი მეტოქე ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც უყვარს ლამაზი ფეხბურთის თამაში და ნებისმიერი მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა.“

„სეზონში ყოველთვის არის სირთულეები. სწორედ მაშინ ხარ ძლიერი, როდესაც გამოწვევებს სათანადოდ პასუხობ და სოლიდური ხდები. ნებისმიერი პრობლემის მოგვარება უფრო გვაძლიერებს. გვჯერა, რომ ახლა კარგ ეტაპზე ვართ და მიზნის მიღწევა შესაძლებელია.“

„ლა ლიგაში კიდევ 42 ქულის მოპოვებაა შესაძლებელი. პირობას გაძლევთ, რომ თითოეული ქულისთვის 100%-ით დავიხარჯებით.“

„4 ძალიან კარგი ამბავი აქვს. გუნდს მარსელო, ოდრიოზოლა, ვალვერდე და როდრიგო გოეში დაუბრუნდნენ, ისინი სრულფასოვნად ვარჯიშობდნენ და მოედანზე გასასვლელად მზად არიან. ამ მხრივ სერიოზული მატება გვაქვს და რესურსიც გაზრდილია.“

„ისკო ჩვენი ნდობით აღჭურვილი ფეხბურთელია. ესპანელს შესაძლებლობების დამტკიცება არ მოეთხოვება, ვინაიდან ეს არაერთხელ გაუკეთებია. „ატალანტასთან“ მატჩში ალარკონი ეფექტური იყო.“

„წინა მატჩებში ძალიან მოკლე სათადარიგოთა სკამით ყოფნა მოგვიწია, მაგრამ „სოსიედადთან“ „რეალის“ შემადგენლობა ბევრად უფრო მრავალმხრივი იქნება. ვიმედოვნებ, ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება და ლაზარეთს აღარავინ მიაშურებს.“

„სერხიო რამოსთან დაკავშირებით ყოველთვის ერთსა და იმავეს მეკითხებით და ჩემი პასუხიც უცველია. რამოსი „ბლანკოსის“ სიმბოლოა და მასთან ერთად დიდი ხანი მუშაობა მსურს.“

„ბენზემა და აზარი მზად არ არიან, კონკრეტულ თარიღზე საუბარი კი მიჭირს. როგორც ფრანგი, ასევე ბელგიელი უდიდეს ძალას წარმოადგენენ ჩვენი შეტევისთვის, ამიტომ მინდა, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ.“ dle 10.1

  • Hala
  • 28 თებერვალი 2021
  • 3924
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)