რედონდო:„„რეალის“ მწვრთნელობა ჩემი ოცნებაა“

ფერნანდო რედონდო სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა, მან უკვე მოიპოვა შესაბამისი ლიცენზია და სურს, რომ მწვერვალები დაიპყროს. „რეალის“ ქომაგების ერთ-ერთმა საყვარელმა ფეხბურთელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, სადაც „ბლანკოსსაც“ შეეხო.


„მე ყოველთვის აქტიურად და დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს სამეფო კლუბში განვითარებულ მოვლენებს და ზოგადად მატჩებს. „რეალი“ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ამ კლუბში საოცარი დრო გავატარე.“

„მწვრთნელობა მარტივი არ არის, ვინაიდან რადიკალურად განსხვავებული სპეციფიკა აქვს, თუმცა მსურს, რომ ძალები მოვსინჯო.“

„პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგი, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. იმედი მაქვს მოვა დრო, როდესაც სამეფო კლუბის სათავეში მიხილავთ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება.“

„აუცილებლად მსურს ვისაუბრა ლუკა მოდრიჩზე. ხორვატი ფეხბურთელის როლი მადრიდის „რეალში“ უდიდესია. ის, რაც ლუკამ წლების განმავლობასი გვაჩვენა მართლაც საოცარია.“

„რამოსს მხოლოდ „ბლანკოსში“ ვხედავ. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს მაშინ, როდესაც ფიზიკური კონდიციები საოცარი თამაშის საშუალებას გაძლევს. ლოგიკური იქნება, თუ კაპიტანი კარიერას „მერენგების“ რიგებში დაასრულებს.“

„ბენზემა? ის და რონალდუ სხვადასხვა მახასიათებლების მქონე მოთამაშეები არიან. კრიშტიანოს წასვლის შემდეგ კარიმი სამეფო კლუბის მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 28 თებერვალი 2021
  • 1120
  • 3

1

28 თებერვალი 2021 14:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5516
love როგორ მნევასებოდი,მისტერ ელეგანტურობაა
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

2

28 თებერვალი 2021 14:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამის ფინტი ბერგთან ვის გახსოვთ? იმენა ეს იყო კაიფი, და მერე პასი რაულს და გოლი. ამას ვინმეს ნუ შეადარებთ ბუსკეცი არა სირი ტო იმენა რედონდოს ერთი ფინტი მირჩევნია

3

28 თებერვალი 2021 16:28

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამან მანჩესტერთან რსც ითამაშა თავის დროზეე უფფ რავი ძმაო ხატავდა ყველაფერს.
.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)