ექიმების რჩევა ზიდანს როდრიგოსთან დაკავშირებით

ესპანური გამოცემების ცნობით, გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ, როდრიგო გოეში საწვრთნელ ბაზაზე დარჩა და ზინედინ ზიდანთან ერთად სამეფო კლუბის სამედიცინო შტაბს შეხვდა.


მხარეებმა განიხილეს როდრიგოს დაბრუნების ოპტიმალური ვარიანტი. აღსანიშნავია, რომ რეციდივის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს ეტაპობრივად მიეცეს დასვენების საშუალება.

საწყის ეტაპზე გოეშის 90 წუთით დატვირთვა მიზანშეწონილი არ იქნება, აქედან გამომდინარე, მარტის თვეში ის მეტწილად შეცვლებზე ითამაშებს და თუ სასტარტო შემადგენლობაშიც მოხვდება, მწვანე მინდორზე 55-60 წუთზე მეტს არ გაატარებს.

ექიმების თქმით, ტრავმის რეციდივის ალბათობა არსებობს, ამიტომ განსაკუთრებით მარტში, ხოლო შემდეგ აპრილში ზიდანს სიფრთხილე მართებს.

მთავარი მაინც მარტის თვე იქნება, თუ მომდევნო თვეს ბრაზილიელი ტრავმას აღარ მიიღებს, აპრილში უფრო მეტი დატვირთვის მიღება შეეძლება.

ასევე უნდა ითქვას, რომ მედიკოსთა ჯგუფმა ზიზუს „სოსიედადთან“ მატჩისთვის გოეშის განაცხადში შეყვანის უფლება მისცეს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ფრანგი სპეციალისტი მიიღებს. თუ როდრიგო განაცხადში მოხვდება, ის მოედანზე სავარაუდოდ 15-20 წუთს დაჰყოფს. dle 10.1

  • Bernabeu
  • 28 თებერვალი 2021
  • 1206
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 24
2 სორლოტი 23
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 19

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2024 (244)
ივნისი 2024 (379)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)