"რეალს" სურს 80 მილიონი ევრო გამოიმუშაოს გასაყიდი ფეხბურთელებით.

რეალი 80 მილიონს ვარაუდობს...


"რეალ მადრიდს" სურს დარჩენილი გასაყიდი ფეხბურთელებით 80 მილიონი ევრო გამოიმუშაოს. ნეგრედო, რობენი, სნეიდერი და ვანდერვაარტი ტრანსფერზეა დაყენებული. პელეგრინის განცხადებას თუ დავუჯერებთ რობენი უნდა დარჩეს კლუბში. რეალის სპორტული დირექტორი კი მის ტრანსფერს საჭიროდ მიიჩნევს. ჰოლანდიელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია სატრანსფერო ბაზარზე, უკანასკნელ ორ ამხანაგურ მატჩში მან ნათელი შთაბეჭდილება დატოვა იმაზე, რომ ის ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში. ამხანაგურ თამაშებში მისმა კარგმა თამაშმა უნდა გამოიწვიოს სატრანსფერო ფასის აწევა, რობენმაც თავის მხრივ განაცხადა:"მხოლოდ ისეთი კლუბის შემოთავაზებას განვიხილავ, რომელიც "ჩემპიონთა ლიგაზე" გამოდის."

ნეგრედოს, სნეიდერის და რობენის ტრანსფერებიდან მადრიდელები 70 მილიონს აღებას ვარაუდობენ, ხოლო ვანდერვაარტის ფასი 10-12 მილიონამდე მერყეობს. ამ ტრანსფერების განხორციელების შემთხვევაში, კლუბში 24 მოთამაშე დარჩება და ერთი ადგილი სათადარიგოთა სკამზე განთავისუფლდება.

სატრანსფერო ბაზარზე გუნდმა დახარჯა 254 მილიონი ევრო და მხოლოდ 33 მიიღო ჰუნტელაარის, ხავი გარსიას, სავიოლას და პარეხოს ტრანსფერებიდან. ამრიგად "მადრიდელთა" დანახარჯი შეადგენს 221მილიონ ევროს. დასაწყისში ფლორენტინოს განზრახული ქონდა 280 მილიონით ეყიდა ფეხბურთელები, ხოლო 90 მილიონი ევრო გაყიდული ფეხბურთელებით გამოემუშავებინა.

ინფორმაციის წყარო:as.com dle 10.1

  • Gio
  • 11 აგვისტო 2009
  • 1763
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (314)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)