„რეალი“ რაფაელ ვარანს 80 მილიონ ევროდ შეელევა!

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ რაფაელ ვარანს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც ისევ 6 წლიანია, თუმცა ფრანგ ფეხბურთელს განსხვავებული პოზიცია აქვს.


მსოფლიო ჩემპიონი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს, რაც ფლორენტინო პერესის გეგმებში ნამდვილად არ შედის.

„რეალის“ ხელმძღვანელობამ ვარანს აცნობა, რომ თუ სეზონის ბოლომდე კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ზაფხულში გუნდს მისი გაყიდვა მოუწევს, ვინაიდან 2022 წელს თავისუფალი აგენტი ხდება.

ამის პარარელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „პსჟ“-ს ხელმძღვანელობამ „რეალს“ ვარანის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც ფლორენტინო პერესისთვის საინტერესო წინადადებაა.

უდიდესი ალბათობით, თუ ვარანი ახალ ხელშეკრულებას არ მოაწერს ხელს, ის სამშობლოში დაბრუნდება და პოჩეტინოსთან იმუშავებს. dle 10.1

  • Ramos
  • 27 თებერვალი 2021
  • 8643
  • 2

1

27 თებერვალი 2021 16:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 817
ვეთანხმები ამ აზრს მე, კუნდე მოვა მის ადგილზე, ასევე პაუ ტორესიც გვჭირდება , ალაბაც და მორჩება დაცვის ამბავი. წინ მბაპეც და ვსო გუნდი შეიკრება.

2

28 თებერვალი 2021 09:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 93
ar mogbezrdat an ar grcxveniat amdeni tyuilis cera?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)