მენდი:„ის, რაც თავს გადამხდა, ძალიან მძიმე იყო“

ფერლან მენდიმ „უეფას“ გვერდს ვრცელი, მრავლისმომცველი და საინტერესო ინტერვიუ მისცა.


„თუ მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა სურს, „ატალანტასთან“ დაპირისპირებაში საუკეთესო ფეხბურთი უნდა ითამაშოს, რადგან ეს გუნდი არ ხუმრობს. ბერგამოელთა წინსვლა აშკარა და თვალნათლივია, ეს კოლექტივი ბევრი გოლის გატანას ახერხებს.“

„ჩემპიონთა ლიგის მატჩები ყოველთვის ძალიან გამორჩეულია. როდესაც ჰიმნს ვუსმენ, სულ სხვა მოტივაციით და ჟინით ვივსები. ძალიან მიყვარს ამ ტურნირის ყურება.“

„ზიდანი ქარიზმატული პიროვნებაა, მისი რჩევების მიღება ვარჯიშებზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნამდვილი ლეგენდაა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საფრანგეთის ნაკრებზეც.“

„მადრიდის „რეალში“ როდესაც მოვედი, ყველაფერს მორცხვად ვაკეთებდი, მაგრამ შემდეგ სიტუაციას შევეჩვიე და გავითავისე. ვფიქრობ, ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და პროგრესირება კიდევ შემიძლია. რა თქმა უნდა დიდი პრეტენზიები მაქვს და ამისთვის მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენებას ვაპირებ.“

„რასაც ახლა ვიტყვი, არასდროს მითქვამს და არავინ იცის. ბავშვობაში უმძიმესი ოპერაცია გადავიტანე და ქირურგმა მითხრა, რომ ჩემთვის საფეხბურთო კარიერა დასრულებული იყო. სიარული ფაქტობრივად თავიდან უნდა მესწავლა. ეს ყველაფერი „პსჟ“-ში 7 წლიანი კარიერის კვალდაკვალ მოხდა. ფეხებში ენერგიას ვერ ვგრძნობდი, რასაც ართრიტი განაპირობებდა, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი შეიცვალა და დიაგნოზიც უფრო დამაიმედებელი გახდა.“

„როდესაც ხელახლა გავიარე, ფეხბურთი დაბრუნება გადავწყვიტე. არ ვიცი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ყველა დავარწმუნე, რომ ფეხბურთში დაბრუნება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. დიახ, დღევანდელ დღემდე მოსვლა ურთულესი იყო, მაგრამ „ლიონში“ ნაჩვენებმა დიდმა შედეგებმა მსოფლიოს საუკეთესო კლუბისკენ გამიხსნა გზა.“

„საფრანგეთის ნაკრებში თავის დამკვიდრება ჩემი ოცნებაა. „მამლების“ რიგებში უკვე ვითამაშე. როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ტრავმირებული ფეხბურთელის ნაცვლად დეშამის განაცხადში ვხვდებოდი, სიამაყით ავივსე.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 22 თებერვალი 2021
  • 3943
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)