ცნობილია 4 მწვრთნელი, რომელმაც შესაძლოა „რეალში“ ზიდანი შეცვალოს!

ფლორენტინო პერესი მრავალი მიმართულებით მუშაობს. ზინედინ ზიდანის მომავალი საკმაოდ „მკვეთრი“ კითხვისნიშნის ქვეშ დგას.


მადრიდელები ზიზუს უმთავრეს შემცვლელად მაურისიო პოჩეტინოს განიხილავდნენ, მაგრამ არგენტინელმა სპეციალისტმა „პსჟ“ ჩაიბარა და იქედან ზაფხულში წამოსვლის შანსი ნულოვანია.

ამ ეტაპზე „რეალს“ ჰყავს 4 ფავორიტი - მასიმილიანო ალეგრის, ჟულიან ნაგელსმანის, ჟოზე მოურინიოსა და რაულ გონსალეს ბლანკოს სახით.

„ალავესთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბუტრაგენიომ საკმაოდ საინტერესო განცხადებები გააკეთა და ზიზუს წასვლაც არ გამორიცხა. „ვნახოთ რა მოხდება“-სწორედ ასე უპასუხა ბუტრამ პრესის წარმომადგენლის კითხვას ფრანგი ლეგენდის შესახებ.

მასიმილიანო ალეგრი ამჟამად უმუშევარია და მისი სათავეში მოსვლა უმარტივესი იქნება, ისევე როგორც რაულ გონსალესის, რომელიც „კასტილიას“ უდგას სათავეში, თუმცა ის გამოუცდელია და ამხელა პასუხისმგებლობის აღება საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხებათ ნაგელსმანს და მოურინიოს. ბუნდესლიგიდან ჟულიანის წამოყვანა საკმაოდ ხმაურიანი შეთანხმება იქნება, ისევე როგორც „განსაკუთრებულის“ პრემიერლიგიდან დაბრუნება, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ როგორც ნაგელსმანს, ასევე ჟოზეს სურთ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სათავეში ჩადგომა. dle 10.1

  • Ramos
  • 24 იანვარი 2021
  • 4821
  • 4

1

24 იანვარი 2021 17:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2588
რაფერ იცი ხოლმე... შენ მეისპე wink wink

2

24 იანვარი 2021 17:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 24
mourinio yvelaze kargi iqneb ro daabrunos radgan martlac gansakutrebuli da chkviani mwvrtnelia

3

24 იანვარი 2021 20:13

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რაულ გონსალეს ბლანკო რა მაგრად ჟღერს თუ ზიზუ წავიდა ან ეს ან ანჩელოტი. მოურინიო მძულს როგორც პიროვნება

4

24 იანვარი 2021 21:38

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მიყვარხართ რეალის გულშემატკივრებო----მე 41 წელი გამიხდა--9 წლიდან,რაც ფეხბურთი გახდა ჩემთვის სამყარო---იქ---იქ შემაყვარა რეალმა თავი----ლივერპულთან რომ წააგეს ფინალი----ზოგს მოგებული გუნდი უკვარს---მე წაგებული შემიყვარდა---ყველაფერი კარგად იქნება----გენაცვალეთ თქვენ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)