ზიდანი:„31 იანვრამდე „რეალი“ შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს“

ზინედინ ზიდანმა „ალკოიანოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.


„„ალკოიანოსთან“ დაპირისპირებას დიდ ყურადრებას ვაქცევთ და მაქსიმალურად ვეცდებით გამარჯვების მიღწევას. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სამეფო თასის მოგება.“

„ახლა დავიდ ალაბას ტრანსფერზე საუბარს არ ვგეგმავ. აღნიშნული პრესკონფერენცია „ალკოიანოსთან“ დაპირისპირებას ეძღვნება.“

„„ლა კოპა“ ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, რომლის ისტორიასაც ბევრი დაუვიწყარი მატჩი ახსოვს.“

„დიახ, სამეფო თასი არასდროს მომიგია. გმადლობთ, რომ შემახსენეთ. ამისთვის ბევრს ვიბრძოლებ.“

„მოთამაშეები მზად არიან, სასტარტო შემადგენლობას კი ხვალ შევარჩევ.“

„არ ვსაუბრობ კილიან მბაპეს შესახებ, ჩვენი საზრუნავი ხვალინდელი თამაშია. თუ ფრანგი ფეხბურთელი „პსჟ“-სთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და არ ითანამშრომლებს, შემდეგ ვისაუბროთ მის ამბებზე.“

„„რეალი“ ყოველთვის რეაგირებს, როგორც შეცდომებზე, ასევე წარმატებებზე. ჩვენ ვიცით, რომ თუ გავიმარჯვებთ კარგი ფეხბურთელები გვეყოლება, თუ წავაგებთ ცუდი. ეს ბუნებრივი რეაქციებია. ვმუშაობთ და მაქსიმუმს გავიღებთ წარმატებისთვის.“

„რამოსისა და ლუკას ვასკესის ახალი კონტრაქტები არაფერშუაშია დავიდ ალაბასთან. ეს მხოლოდ ჭორებია და სხვა არაფერი. კლუბი ბევრი მიმართულებით მუშაობს.“

„ლუკა იოვიჩს საუკეთესოს ვუსურვებ. ბედნიერი ვარ, რომ მან პირველივე თამაშში დუბლი მიითვალა.“

„არ ვიცი რა მოხდება 31 იანვრამდე. შესაძლოა ვინმემ დაგვტოვოს. ეს შეეხება როგორც მილიტაოს, ასევე ოდრიოზოლას.“

„მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებმა იქ უნდა ითამაშონ, სადაც სურთ თამაში. კომფორტს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.“

„ყველა მე მაკრიტიკებს, მაგრამ ამას ჩვეულებრივად ვუყურებ. არაერთი კრიტიკა გამიგია აშრაფთან და რეგილონთან დაკავშირებით. იოვიჩმა, რომ ორი გოლის გატანა შეძლო ისევ მე მაკრიტიკებდნენ. მერწმუნეთ, სერბს ჩვენს გუნდში ვხედავ და მჯერა, რომ იგივეს გააკეთებს მადრიდში, რასაც „აინტრახტში“ აკეთებს. ჩვენ ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.“

„ედენ აზარში ეჭვი არ მეპარება და მჯერა, რომ ის საუკეთესო თვისებებს გამოავლენს. ერთი წამითაც არ ვბჭობ იმაზე, რომ ბელგიელი გაიბრწყინებს.“

„აზარის წასვლა თურქეთში? ეს სისულელეა.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 19 იანვარი 2021
  • 4558
  • 2

1

19 იანვარი 2021 19:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2094
სისულელე კი არა მწარე რეალობაა.საკმაოდ დაბალი დონის პროფესიონალი აღმოჩნდა.მილიტაოს ოდრის რო უშვებს მოყავს ვინმე?? ან ლუკას მაგივრად ვინ უნდა იყოს მეორე ცხრიანად?ძაან ბევრ კითხვის ნიშნებს ტოვებს ზზ და მთლიანად მადრიდი

2

19 იანვარი 2021 20:42

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ზიზუ აჩმახებ მაგრად და ჯიბრით იქცევიი და ეს რეალს ცუდის გარდაა ვერაფერს მოუტანსს დააყენეე ეგ ტლოპინაა თავიი და ათამაშეე ხალხიი მხოლოდ ბიზონი ვერ უშველის რეალს ვერა😚

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)