პეპე:„„რეალში“ ძალიან ბევრი დაბრკოლება გადავლახე“

კეპლერ პეპემ მადრიდის „რეალში“ გატარებული წლები გაიხსენა.

„მადრიდის „რეალში“ თამაში ჩემი ოცნება იყო. როდესაც „პორტოში“ გამოვდიოდი, ჩემი ტრანსფერით „დეპორტივო“ დაინტერესდა, მაგრამ თუ ესპანეთში გადასვლას გადავწყვეტდი, ჩემი მომდევნო კლუბი „ბლანკოსი“ უნდა ყოფილიყო. პორტუგალიაში გატარებული რამდენიმე ნაყოფიერი სეზონის შემდეგ მართლაც მოვხვდი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში.“

„პორტუგალიური კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი კონტრაქტი შემომთავაზა და ხელსეკრულებას ხელიც მოვაწერე, თუმცა მადრიდულ გუნდში გადასვლაზე მაინც ვოცნებობდი. ამ ყველაფრის პარარელურად ჟორჟე მენდეშთან მუდმივი კომუნიკაცია მქონდა. გადასვლა პრემიერლიგაშიც შემეძლო.“

„როდესაც „რეალში“ გადმოვედი, რადიკალურად განსხვავებული სქემა, ტაქტიკა და სათამაშო სტილი დამხვდა. ადაპტაცია ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი გადავლახე. მაშინ მივხვდი, რომ „მერენგების“ რიგებში უფრო მეტი ბრძოლა მომიწევდა. ფლანგის მცველები მუდმივად შეტევაში იყვნენ და საქმე აშკარად მემატებოდა.“

„მოურინიო „რეალში“ დიდი გეგმებით მოვიდა. გვსურდა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოგვეგო და წარმატების გასაღებს სწორედ პორტუგალიელ სპეციალისტში ვხედავდით. მოურინიომ „ინტერთან“ ერთად საოცარი სეზონი ჩაატარა და თასს დაეუფლა, შემდეგ კი ახალი გამოწვევა მიიღო. ჩვენ ახალ სიმაღლეზე ავედით, მოვიგეთ სამეფო თასი და ლა ლიგა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ფინალში გასვლას ვერ ვახერხებდით და 1/2 ფინალი მაქსიმუმი იყო.“

„კარლო ანჩელოტის მოსვლის შემდეგ გუნდი კიდევ უფრო მოტივირებული გახდა. იტალიელი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე საუბრობდა და ეს შეძლო კიდეც. ის ნამდვილი გამარჯვებულია. ძალიან სამწუხაროა, რომ ფინალის წინ ტრავმა მივიღე, ამის შესახებ „მისტერსაც“ ვუთხარი, მან კი მითხრა, რომ გადაწყვეტილებას უშუალოდ დაპირისპირების დაწყების წინ მიიღებდა. მე ვამბობდი, რომ ტკივილებს ვგრძნობდი და არ მსურდა, რომ გუნდს ცვლილება დაეკარგა.“

„რაფაელ ვარანი შესანიშნავ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, ის ჩემი უშუალო კონკურენტი იყო და ამას კარლიტოც აღნიშნავდა ხოლმე. არაერთი რთული ეტაპი გადავლახე, მათ შორის ვარანთან კონკურენცია, მაგრამ მე ვარ უბედნიერესი ფეხბურთელი, ვინაიდან უდიდესი გამოწვევები გადავლახე და საბოლოო ჯამში ჩემპიონთა ლიგის ტიტული 3-ჯერ აღვმართე.“

„მიუხედავად იმისა, რომ კლუბში საშინელი კონკურენცია იყო და ყველა ძირითადში მოსახვედრად იბრძოდა, მეგობრული გარემო არასდროს შეცვლილა. ჩვენ ერთმუშტად შეკრული კოლექტივი ვიყავით, რომელსაც საკუთარი მიზნები და ამოცანები ჰქონდა. მარსელოსთან, რონალდუსთან და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. კრიშტიანოს „რეალიდან“ წასვლის გააზრებას დღესაც ვერ ვახერხებ, არ ვიცი რატომ მიიღეს მხარეებმა ასეთი გადაწყვეტილება.“

„სამეფო კლუბში გატარებული დრო არასდროს დამავიწყდება. დღემდე ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ ჩატარებულ მატჩებს თვალი მივადევნო. მე ვარ ადამიანი, რომელმაც „მერენგების“ მაისურით მოედანზე 334-ჯერ იასპარეზა.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 16 იანვარი 2021
  • 4356
  • 5

1

16 იანვარი 2021 12:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ოოო ხვალე ინგლისური კლასიკა იჩიტებაა ეპლშიი😚😚 რათქაუნდა იუნაიტედმა მინდა მოიგოს მტირალაა და წუწუნაა ხალხს ვერ ვიტან , ლივერპულის მწვრთნელი და ფეხბურთელები ამაყი მაგრამ მტირალა და წუწუნააა ბრიგადააა😁 ყველა მატჩის მერეე ტირიან, ჯერ ფინალის მერეე რაც იკადრეს კლოპმაა და მისმააა ბრიგადააამ სულ დამეკარგაა შთაბეჭდილება ლივეზე

გასტხრონ უკან ეშმაკებმაა ის ნისკარტაა წეროო უკან მტირალათააა გუნდს 😁

2

16 იანვარი 2021 13:34

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Best club real

სუფთა ფრეა სუფთა, 0-0 ან 1-1

3

16 იანვარი 2021 15:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 86
ციტატა: Best club real
ოოო ხვალე ინგლისური კლასიკა იჩიტებაა ეპლშიი😚😚 რათქაუნდა იუნაიტედმა მინდა მოიგოს მტირალაა და წუწუნაა ხალხს ვერ ვიტან , ლივერპულის მწვრთნელი და ფეხბურთელები ამაყი მაგრამ მტირალა და წუწუნააა ბრიგადააა😁 ყველა მატჩის მერეე ტირიან, ჯერ ფინალის მერეე რაც იკადრეს კლოპმაა და მისმააა ბრიგადააამ სულ დამეკარგაა შთაბეჭდილება ლივეზე

გასტხრონ უკან ეშმაკებმაა ის ნისკარტაა წეროო უკან მტირალათააა გუნდს 😁

ადრე შენ არ დაწერე ლივერპულის ქომაგი ვარო? ეხლა რამოᲮდა რაშეიცვალა

4

16 იანვარი 2021 16:03

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: irakli123

ფინალამდე ლივერპულს ვქომაგობდიი მაგრამ მის მერე შთაბეჭდილება დამეკარგაა რაც იკადრეეს როგორ აგინებდაა კლოპი მთვრალი კლოპი რეალს იმის მერე ვეღარ ვიტან, წუწუნებს ტიპი სულ როცაა აგებს და აბრალებს ათას სისულელეს😎

5

16 იანვარი 2021 17:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
პეპიტტოოო ეს გიჟკაცა გვაკლიააა რაა

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1

მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (314)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)