ზიდანი:„„რეალი“ ყველაფერს გააკეთებს ესპანეთის სუპერთასის მოსაგებად“

ზინედინ ზიდანმა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.


„მადრიდის „რეალი“ ყველაფერს გაიღებს იმისათვის, რომ „ბილბაოსთან“ დაპირისპირებაში გამარჯვებას მიაღწიოს და ფინალში გავიდეს. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, სადაც ბოლომდე დავიხარჯებით.“

„შესაძლოა მარტინ ოდეგორს ახლა საუკეთესო დრო არ უდგას, მაგრამ ნორვეგიელს დიდი პერსპექტივა აქვს და მე მას სამეფო კლუბში ვხედავ. მარტინი ძალიან ნიჭიერი და დიდი ტექნიკური არსენალის მქონე მოთამაშეა.“

„სერხიო რამოსი ისე ემზადება, როგორც ჩვენ, მასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს.“

„მივესალმები ბენზემას ნაკრებში დაბრუნებას, მაგრამ ეს არ ვიცი რამდენად რეალური პერსპექტივაა და რამდენად მოხდება ცვლილება საფრანგეთის ნაკრების ხელმძღვანელობაში.“

„ხავიერ ტებასის განცხადებები? მე მაქვს ჩემი პოზიცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ „ოსასუნასთან“ მატჩზე დავაფიქსირე, ახლა ამ თემას აღარ დავუბრუნდები.“

„ლუკა იოვიჩზე ახლა ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე ის ჩვენს რიგებში ირიცხება, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.“

„ჩვენ მხოლოდ ის გვსურს, რომ სერბმა ფეხბურთელმა საკუთარი დონე აჩვენოს. იოვიჩს ჰქონდა სირთულეები, რომელიც ადაპტაციის პროცესსა და ტრავმებს უკავშირდებოდა.“

„ჩემს განკარგულებაში 25 ფეხბურთელია. რთულია ყველაფრის გადანაწილება, მაგრამ ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შანსი ყველას მივცე.“

„შესაძლო „ელ კლასიკო“ ფინალში? თუ ეს მოხდება, კუმანს კიდევ ერთხელ შევხვდები და მჯერა, რომ საინტერესო პაექრობა გამოვა.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 13 იანვარი 2021
  • 5680
  • 4

1

13 იანვარი 2021 23:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 955
ზიზუ რა ტიპი ხარ
-----------------------
Benzema out.

2

13 იანვარი 2021 23:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 357
ამ სიტყვებს რომ ამბობს იმენა მეცინება: ჩემს განკარგულებაში 25 ფეხბურთელია. რთულია ყველაფრის გადანაწილება, მაგრამ ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შანსი ყველას მივცე.“...............ვის აძლევს შანს?? რამოსი როცა არ იყო მაშინაც არ ათამაშებდა მილიტაოს, დაალპო სკამზე 50 მილიონი კი გადაიხადეს, ოდრიოზოლაზე არაფერს ვიტყვი არ არის მაღალი დონის მცველი მაგრამ კარვახალი როცა არ იყო შეიძლებოდა შანსი მიეცა რამოდენიმე თამაშში მაინც, მარსელომ არ იცს დაცვაში თამაში გასაგებია მაგრამ შეტევაში მე პირადად მირჩევნია მენდის, მენდიმ იცის მარტო გაიქეცი გაიგდე ბურთი ვინიციუსისავით, ოდეგორი ხომ თავიდან სეზონის დაწყებისას ათამაშა მარტო რამოდენიმე თამაში სასტარტოში იმის მერე ეგაც დაალპო სკამზე ისკოსთან ერთად, რომელიც მე მაგრად მომწონს და არავინ თქვას კლასი არ აქვსო, მასაც დაავიწყა ფეხბურთის თამაში, იოვიჩზე და მარიანოზე არაფერს ვამბობ, ეგენი ხომ ვაფზე, პირველები არიან სკამის ხეხვაში, გავიგე რომ ეს ბენზემა ძირითადში უნდა იყოს სულ, ამ სეზონში ჰქონდა ბევრი კარგი თამაშიც და ბევრი ცუდიც, ბოლო 3 თამაშია კარში არ დაურტყამს საერთოდ, ხომ შეიძლება ამ ბიჭებს მისცეს ნახევარი საათი მაინც, ან ბენზემა დასვას სკამზე რამოდენიმე თამაში და შეცვლაზე შემოიყვანოს, მაგრამ არა. თურმე ყველას აძლევს შანსს.....გადაიწვა ეს შემადგენლობა უკვე, ძალიან ბევრს ეტყობა დაღლა და უმუღამიდ თამაშობენ, ერთადერთი კაცი ვინც სულ ხოდზეა და ცდილიბს რომ მაქსიმუმი გააკეთოს ყველა თამაშში ეს არის მოდრიჩი, რომელიც მართლაც შეუცვლელი კაცია დალშე არ ვიცი რა გვეშველება, ბევრი რამე ზიზუს ბრალია და შესაცვლელია ბევრი რამ, თუ კიდე ფიქრობენ წელს ლა ლიგაზე იბრძოლონ მაგრამ აღარ უნდათ ბრძოლა აშკარად ეტყობათ. ატლეტიკოს ისე ადვილად მოუგეს მეთქი ჰაა ათამაშდებიან და ეგაა, და თურმე რას ათამაშდებიან, ისევ რეგრესისკენ წავიდა გუნდი.

3

14 იანვარი 2021 14:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 492
"„მადრიდის „რეალი“ ყველაფერს გაიღებს იმისათვის, რომ „ბილბაოსთან“ დაპირისპირებაში გამარჯვებას მიაღწიოს და ფინალში გავიდეს": მობილიზებულია მსაჯთა ბრიგადა, რომლებიც ღირსეულად გაგვიძღვებიან წინ დიდი ფრანკოს დროშებით.

4

15 იანვარი 2021 14:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 609
ალბათ ასე უნდა ეთქვა:
ჩემს განკარგულებაში ჩემი საყვარელი ბენზემა და 24 საშუალო დონის ფეხბურთელია.😂😂😂😂😂😂😂😂

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 11
2 მორენო 10
3 ასპასი 9
4 სუარესი 9

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 3 1 2 10
2 გლადბახი 6 2 2 2 8
3 შახტარი 6 2 2 2 8
4 ინტერი 6 1 3 2 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

ვინ იყო „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელი 2020 წელს?

რამოსი
მოდრიჩი
კროოსი
ბენზემა
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2021 (248)
დეკემბერი 2020 (438)
ნოემბერი 2020 (501)
ოქტომბერი 2020 (430)
სექტემბერი 2020 (358)
აგვისტო 2020 (401)