ზიდანი:„სამწუხაროდ, რამდენიმე ლიდერი გამოგვაკლდა“

ზინედინ ზიდანმა „ალავესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჯერ-ჯერობით არ ვიცი, როდის დაუბრუნდება მოედანს კარიმ ბენზემა. კარვახალთან დაკავშირებით სამედიცინო დასკვნას ველოდებით, ის სათამაშოდ მზად არ არის. ასევე არ ვიცით სერხიო რამოსის შესახებ, თუმცა კაპიტანი მწვანე მინდორზე მალე გამოჩნდება.“

„ლა ლიგაში ქულები დავკარგეთ, ახლა კი „ალავესის“ დამარცხება და აქტივში 3 ქულის ჩაწერა გვმართებს. რთულ მატჩს ველით, მაგრამ ზუსტად ისეთი გუნდი უნდა ვიხილოთ, როგორიც მილანში იყო. ჩვენ შეგვიძლია მაღალი ხარისხის ჩვენება>“

„მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ურთულესი კალენდარი გვაქვს, ამიტომ რესურსებს სწორად გადავანაწილებთ და შანსს ყველა ფეხბურთელი მიიღებს.“

„„ინტერთან“ მატჩში „რეალის“ ფეხბურთელებმა ფენომენალური სამუშაო შეასრულეს, ეს არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად გვსურდა. ევროსარბიელზე ჩვენი მდგომარეობა ბევრი უკეთესი გახდა.“

„მადრიდის „რეალში“ ეპოქას დასაწყისი და დასასრული არ აქვს. აქ მოთხოვნები ყოველთვის უმაღლესია. დიახ, ჩვენ ბევრი ვეტერანი გვყავს, რომელიც ადრე თუ გვიან წავა და სხვა შემადგენლობით მოგვიწევს თამაში, მაგრამ წარმატების საიდუმლო სწორედ იმაშია, რომ თაობათა ცვლა უმტკივნელოდ მოვახდინოთ. „ბლანკოსმა“ ყოველ წელს, ყველა ტურნირის მოგებაზე უნდა გამოაცხადოს პრეტენზია და ნებისმიერ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს.“

„დიდ პატივს ვცემთ დიეგო მარადონას ხსოვნას, მისი სახით დიდი ოსტატი დავკარგეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მასშტაბის ლეგენდამ დაგვტოვა.“

„ზოგისთვის პელეა საუკეთესო, ზოგისთვის დი სტეფანო, ზოგისთვის მარადონა და ასე შემდეგ. ჩვენ ყველას არჩევანს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ყველა თახნმდება, რომ დიეგო მოვლენა იყო.“

„როდესაც ჩემი ფეხბურთელი ტრავმას იღებს, ძალიან განვიცდი, მაგრამ ეგ სპორტსმენის თანმდევი მოვლენაა, ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ გამოსავალი ვიპოვოთ. ფეხბურთელთა როტაცია გარდაუვალია, ვინაიდან 3 დღეში ერთხელ თამაში ნებისმიერს შეუქმნის პრობლემას.“

„მარტინი ძალიან მაღალი დონის შემსრულებელია. ნორვეგიელი კიდევ უფრო დაიხვეწება და განვითარდება. მომავლის „რეალს“ სწორედ ოდეგორთან ერთად ვხედავ, ის გუნდური სულისკვეთების მატარებელი ფიგურაა.“

„პრესის შეფასებები ხანდახან ძალიან სასაცილოა. წაგების დროს ისეთ საშინელებას ხატავენ, თითქოს ყველაფერი დასრულდა. ამის შემდეგ გავა 3 დღე, გუნდი გაიმარჯვებს და პოზიციებიც რადიკალურად იცვლება. ალბათ ეს რეალობა არასდროს შეიცვლება.“

„„ინტერთან“ გუნდმა გააზრებული ფეხბურთი ითამაშა, პირველი 25 წუთო საერთოდ ფენომენალური იყო. სწორედ ეს არის „რეალის“ ფეხბურთი, სადაც გუნდი სრულად კონცენტრირებულია და შეცდომებს პრაქტიკულად არ უშვებს.“

„ნებისმიერი გუნდი „რეალის“ წინააღმდეგ ბოლომდე იხარჯება, ეს ბუნებრივი მოვლენაა, ამიტომ ყოველთვის 150%-ით მზად უნდა ვიყოთ და წარმატებაზე ვიფიქროთ.“

„ჩვენ ბევრი ვეტერანი გვყავს და მათ შორის უმრავლესობა თავად მიიღებს გადაწყვეტილება. რამოსის კონტრაქტი? მოდრიჩის განახლება? დიახ, ეს ცხელ-ცხელი საკითხებია, მაგრამ ყველაფერი მალე გახდება ცნობილი.“

„მე 35 წლის ასაკში კარიერა დავასრულე.“
dle 10.1

  • Hala
  • 27 ნოემბერი 2020
  • 3206
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)