პელეგრინი: ”რობენისა და იგუაინის გაყიდვა არც კი გვიფიქრია”

”იუნაიტედთან” მოგებული შეხვედრის შემდეგ, სამეფო კლუბის თავკაცმა, მანუელ პელეგრინმა, მატჩის შემგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების ტრადიციულ შეკითხვებს უპასუხა.


- იგუაინი და რობენი ამტკიცებენ, რომ სამეფო გუნდს ბრწყინვალე სათადარიგო სკამი ეყოლება...
- ჩვენ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ.პირველ ნახევარში გუნდი საკმაოდ აქტიური იყო.შემიძლია გამოვყო პირველი 25 წუთი.ამ პერიოდში ბიჭებმა სახიფათო მომენტების კორიანტელი დააყენეს.მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები ყველა ეპიზოდის რეალიზაციაში მოყვანას ცდილობენ.ძალიან მიხარია, რომ გუნდში ისეთი ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორებიცაა რობენი და იგუაინი.

- როგორი შთაბეჭდილება დატოვა მეტოქემ?
- ეს გუნდი ძალიან კარგად იცავდა თავს.

- როგორ შეაფასებთ, გუნდში თამაშის ევოლუციას?
- ჩვენ კარგი გრაფიკით ვმოძრაობთ და რაც მთავარია ადაპტაციას გავდივართ ახალ სქემებთან.30 აგვისტომდე უნდა მოვასწროთ ყველაფერი.სეზონს სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ.

- პიპიტას ორმა გოლმა განაპირობა ის, რომ გონსალო გუნდში რჩება?
- ჩვენ არც კი გვიფიქრია პიპიტასა და რობენის გაყიდვა.ისინი კარგი მოთამაშეები არიან და სამწვრთნელო შტაბიც ასე თვლის.

- თქვენ შეძლებთ იმას, რომ ”რეალი” საუკეთესო გუნდი გახადოთ მსოფლიოში?
- რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი პრიორიტეტი ეს არის.ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა ამ პროექტზე და ვგონებ რომ შედეგიც მალე იქნება.გუნდში მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და ეს ყველაფერი სწორედ იმის საწინდარია, რომ ”რეალი” საუკეთესო უნდა გახდეს მსოფლიოში.

- რიბერის ხილვა გინდათ გუნდში?
- ამის თაობაზე ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო ბოლო დროს.გუნდი სრულად არის დაკომპლექტებული და არ საჭიროებს გაძლიერებას არცერთ ასპექტში.ახლა დადგა დრო იმ ფეხბურთელებისა, რომლებმაც უნდა მოიძიონ ახალი გუნდები.

- რა დასკვნა გამოიტანეთ ამერიკული ტურნედან?
- ეს იყო მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპი გუნდისთვის.”ტორონტოსთან” უფრო კარგად ვითამაშეთ, ვიდრე ”იუვენტუსთან” და ეს კარგია.”იუნაიტედთან” კი საკმაოდ ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ.ვაშინგტონელები არც თუ ისე იოლად დასამარცხებელნი იყვნენ.


ინფორმაციის წყარო:
As.Com
მთარგმნელი: Janu (ნიკოლოზ ჭანიძე), HalaMadrid.Ge dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)