27 მილიონი „რეალის“ ფეხბურთელისთვის, რომელსაც არავინ იცნობს!

იურგენ კლოპი მზადყოფნას გამოთქვამს, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელში 27 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მოთამაშეს არავინ იცნობს...


საქმე ეხება მარვინ პარკს, რომელმაც მთავარი გუნდის მაისური მიმდინარე სეზონში მხოლოდ რამდენიმე წუთით მოირგო.

20 წლის ფეხბურთელი „მალიორკაშია“ დაბადებული, მას ჰყავს ნიგერიელი მამა და სამხრეთ კორეელი დედა.

მარვინი პოზიციით ვინგერია, ის 6 წლის ასაკიდან თამაშობს ფეხბურთს, სამეფო კლუბის სხვადასხვა ასაკობრივ კოლექტივებს კი 2016 წლიდან შეუერთდა. შარშან „ხუვენილ A“-სთან ერთად პარკმა დიდ წარმატებას მიაღწია.

მარვინი 2019 წელს „კასტილიაში“ დაწინაურდა, სადაც გუნდის ლიდერის სტატუსით მოირგო და ზიდანის გადაწყვეტილებით, პრე-სეზონი მთავარ გუნდთან ერთად გაატარა.

მარვინში იურგენ კლოპი ძალიან დიდ პერსპექტივას ხედავს და მიიჩნევს, რომ ის მერსისაიდულ კლუბში მუჰამედ სალაჰისა და სადიო მანეს იდეალური შემცვლელი იქნება.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რას ფიქრობს ფლორენტინო პერესი აღნიშნულ შეთავაზებაზე, მაგრამ 2000 წელს დაბადებული ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს, 27 მილიონის მიღება ნამდვილად საინტერესო უნდა იყოს.

ამასთანავე ისიც აღსანიშნავია, რომ კლოპი ახალგაზრდების ამოცნობია „მასტერია“, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია, აქედან გამომდინარე, სამეფო კლუბს მოთამაშესთან დაკავშირებით ძალიან დიდი ყურადღება მართებს.
dle 10.1

  • Hala
  • 21 ნოემბერი 2020
  • 1695
  • 1

1

21 ნოემბერი 2020 13:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
მარვინი ძაან მაგარი ბიჭია. უსწრაფესი და პერსპექტიული. ამის გაშვება არ ღირს, ზიზუმ უნდა დააწინაუროს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)