”ბერნაბეუს ტროფეი” ”უეფას” გადაწყვეტილების მოლოდინშია

როგორც მოგეხსენებათ, ”ბერნაბეუს ტროფეის” შეხვედრა 25 აგვისტოს, თბილისის დროით 20 საათსა და 45 წუთზე უნდა გაიმართოს, მადრიდის ”რეალსა” და მილანის ”მილანს” შორის.სამწუხაროდ, სწორედ ამ დღეს და ამ დროს დაგეგმილია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა მადრიდის ”ატლეტიკოსა” და ”პანათინაიკოსს” შორის.”


”უეფას” წესდებით კი არ შეიძლება ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იამვე ქალაქში ორი შეხვედრის გამართვა.მთავარ პრობლემად სახელდება უსაფრთხოების ზომები და ვიდეოტრანსილაცია.სავარაუდოდ დღეს აღნიშნულმა ორგანიზაციამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როდის და რომელ საათზე გაიმართება ”ტროფეის” პაექრობა.

საინტერესოა, რომ შარშან როდესაც ”ატლეტიკო” და ”შალკე” არკვევდნენ ერთმანეთში ძლიერის ვინაობას, სწორედ მაშინ დაიწყო ”ბერნაბეუს თასის” შეხვედრაც.მადრიდულ მხარეს არანაირად არ აწყობს თამაშის სხვა რიცხვში გამართვა, რადგან შემდეგ პრობლემა შეიქმნება ბილეთების თაობაზე.”რეალის” ხელმძღვანელობა ”უეფას” მიმართავს, რომ თასის შეხვედრა 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყოს.თუ ეს მიმართვა დააკმაყოფილეს, მაშინ ”რეალის” მეტოქე ”მილანი” იქნება, ხოლო თუ ”უეფამ” ერთი დღით ადრე გადაიტანა შეხვედრა, მაშინ იტალიური მხარე უარს იტყვის თამაშში მონაწილეობაზე, თუმცა 26 აგვისტოს არც მადრიდელებს აწყობთ.რაც შეეხება 24 აგვისტოს, ”მილანელები” ამ შემთხვევაში ესტუმრებიან ესპანეთს, თუმცა მათ ორი დღით ადრე სერი ა-ს შეხვედრა ექნებათ და არ არის გამორიცხული ”ტროფეიზე” ისინი არაოპტიმალური შემადგენლობით გამოვიდნენ.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, მეტად საჭირბოროტო საკითხი უნდა გადაწყვიტოს დღეს ”უეფამ.”

ინფორმაციის წყარო:
As.Com
მთარმგნელი: Janu (ნიკოლოზ ჭანიძე), HalaMadrid.Ge
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)