ბუტრაგენიო:„ჩვენ სწორედ ასეთი აზარის ხილვა გვსურს“

ემილიო ბუტრაგენიომ „რეალისა“ და „უესკას“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა.


„ძალიან კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ ეს თამაში ჩვენს აქტივში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს. „რეალი“ ლა ლიგაში გალიდერდა. სამეფო კლუბს ამ პოზიციაზე ყოფნას სეზონის ბოლომდე ვუსურვებ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ მატჩებში ჩავარდები გვქონდა, ლიდერები ვართ და საკმაოდ ნორმალურ სტატისტიკასაც ვფლობთ.“

„ფედერიკო ვალვერდე ბრწყინვალე მოთამაშეა, მას „ბლანკოსის“ შემადგენლობაში წლების მანძილზე ვხედავ. ზუსტად ვიცი, რა პერსპექტივა აქვს ურუგვაელ ნახევარმცველს.“

„ჩვენ ყველას ასეთი აზარის ხილვა გვსურს. დიახ, ედენმა შეტევა ძალიან სოლიდური გახადა და სხვა ფეხბურთელებსაც მისცა იმის შანსი, რომ მათი პოტენციალი უკეთესად გამოევლინათ.“

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს კარიმ ბენზემას ბრწყინვალე გამოსვლა. ფრანგმა დიდებული შთაბეჭდილება დატოვა. ის პროდუქტიულია, როგორც ტიპიური ფორვარდის პოზიციაზე, ასევე სხვა ადგილებში, საიდანაც გუნდისთვის სასარგებლოს საქმეს აკეთებს.“

„ზუსტად ვიცი, რა სირთულეებს უკავშირდება ჩემპიონთა ლიგაზე კარგი თამაში. ჩვენ ცუდი სტარტი გვქონდა, მაგრამ აუცილებლად მოვუმატებთ. ბიჭები „ინტერთან“ დაპირისპირებაში 100%-ით დაიხარჯებიან.“ dle 10.1

  • Ramos
  • 31 ოქტომბერი 2020
  • 947
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (177)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)