ზიდანი:„„რეალმა“ ძალიან კარგად ითამაშა, აზარის დაბრუნებით კი ყველა კმაყოფილია“

ზინედინ ზიდანმა „უესკასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ეს იყო თამაში, სადაც ჩემმა ფეხბურთელებმა საკუთარი ხარისხი აჩვენეს. მოხარული ვარ, რომ მეტოქეს 4 გოლი გავუტანეთ და საკმაოდ სწორი ფეხბურთი ვითამაშეთ.“

„ვალვერდესგან არაფერი მიკვირს, ის დიდი რესურსის მქონე ფეხბურთელია. ეჭვი არ მეპარება, ურუგვაელი კიდევ მოუმატებს და „ბლანკოსის“ უდავო ლიდერი გახდება. ფედეს გოლი ალღო ნამდვილდა აქვს, თუმცა მის თვისებებს შორის სხვა ასპექტების გამოყოფაც შემიძლია.“

„ედენ აზარის დაბრუნებით ყველა მოხარულია. ბელგიელმა ფეხბურთელმა წინა მატჩში 25 წუთზე მეტი მიიღო, დღეს კი ტაიმზე მეტი ითამაშა. ედენი პროგრესირებს, მას ტრავმა აღარ აქვს და ვფიქრობ, ძალიან გამოგვადგება.“

„ვერ გეტყვით, ითამაშებს თუ არა აზარი ვინისიუსთან ერთად. ფაქტი ისაა, რომ ორივე ეფექტური მარცხენა ფლანგზეა.“

„დარწმუნებული ვარ, აზარს ეს გოლი დიდ სტიმულს მისცემს. ფსიქოლოგიური წნეხი მის მიმართ არ უნდა განხორციელდეს. მატჩის შემდეგ ჩემ შეგირდს ვუთხარი, რომ მხარს ვუჭერ.“

„3 მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ, ახლა კი „ინტერთან“ მატჩზე გადავერთვებით.“ dle 10.1

  • Hala
  • 31 ოქტომბერი 2020
  • 2134
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)