ფლორენტინო პერესი "ელ ლარგუერო"-სთან

მადრიდის რეალის დირექტორმა გაანალიზა კლუბში მიმდინარე მოვლენები "კადენა სერ პროგრამ"-თან.


მადრიდის რეალის დირექტორი ფლორენტინო პერესი "კადენა სერის" პროგრამა "ელ ლარგუეროს" სტუმარი იყო, სადაც მან ისაუბრა კლუბში მიმდინარე საქმეებზე.

"ჯერ კიდევ არ ვიცი როდის მოვა მოურინიო, მაგრამ ის გაწვრთნის მადრიდის რეალს. ზუსტი თარიღი მისი ჩამოსვლისა არ ვიცით, მარგამ ჩვენ ეს არ გვაღელვებს. წყნარად ვართ და არ გვეჩქარება."

"მინდა, რომ მადლობა გადავუხადო პელეგრინის გაწეული სამსახურისთვის.ვუსურვებ მას წარმატებას. მან დიდი სამუშაო გასწია, მაგრამ მადრიდის რეალი უნდა დაუბრუნდეს თავის ადგილს ევროპაში და მთელს მსოფლიოში. მაურინიო არის ნომერ პირველი მწვრთნელი და ის მოგვცემს შანსს, რომ ამას მივაღწიოთ. რთული გადაწყვეტილებებია მისაღები, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება გუნდის საკეთილდღეოდ."

"ფეხბურთს სჭირდება ორგანიზირება და ამას მუდამ ახლავს თან ვნება და გრძნობები. გამოცდილი ვარ და ვცდილობ ამას თავი ავარიდო. ჩემი საქმე არის კლუბის მართვა და სხვა პროფესიონალებს მადრიდის რეალში აქვთ გასაკეთებელი თავისი სამუშაო. არის საქმეები რაშიც არ უნდა ჩავერიო, რადგან სხვა ადამიანები უკეთესად არიან მომზადებულები ამა თუ იმ საკითხში."

"ჩემი აზრით, როცა შეხედავ "რეალ მადრიდ სიტის" ხვდები, თუ როგორი მნიშვნელოვანი არის ჩვენი აკადემია. მაურინომ მანდ ავარჯიშა მილანის ინტერი და თქვა, რომ ასეთი რამ არასოდეს უნახავს."

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 29 მაი 2010
  • 1793
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)