კადეტთა ლიგის "დამპყრობლები"

მოუგო რა "ალკორკონს" ანგარიშით 3:0 კადეტთა ა ნაკრები ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.


კადეტთა ა ნაკრები შეუერთდა "მადრიდის რეალის" სკოლის აღსაზრდელთა იმ ნაკრებებს, რომლებმაც გათამაშება ჩემპიონის რანგში დაასრულეს. მათ "ალკორკონი" ანგარიშით 3:0 დაამარცხეს და ჩემპიონობა დაისაკუთრეს. "ჩვენ ამ სეზონში საკმაოდ პრობლემები გვქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ მობილიზება, დიდი და თავდაუზოგავი შრომის შედეგად ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ გაგვქონდა ყველაზე მეტი, გავუშვით ყველაზე ნაკლები გოლი. ეს ყველაფერი დიდი ხნის შრომის შედეგია." – განაცხადა ჟოზე ალფრედო ფერნანდესმა.


კადეტთა ლიგის "დამპყრობლები"


"მადრიდის რეალი" მოედანზე ძალიან ნათელი მიზნებით გავიდა, შესაბამისად უკვე მე–2 წუთზე რაულ ტომასმა , გონსალო მელეროს შესანიშნავი თამაშის წყალობით მოახერხა მეტოქეთა კარის დალაშქვრა და ტაბლოზე 0:1 დააფიქსირა. ეს ძალიან დროული აღმოცნდა, ვინაიდან ამის შემდეგ ფსიქოლოგიური უპირატესობა კადეტთა მხარეს იყო და ისინი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდნენ. 15–ე წუთზე დიეგო კაბალეროს უზადო საჯარიმო დარტყმის შედეგად ანგარიში 0:2 გახდა "თეთრების" სასარგებლოდ. ტიტული ახლოს იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისინი იგებდნენ კადეტებს ბრძოლა მაინც ბოლომდე არ შეუწყვეტიათ.


კადეტთა ლიგის "დამპყრობლები"


კაპიტანმა კრისტიანმა განაცხადა: "ჩვენ ყოველთვის ჩვენი სტილის მიმდევრები ვიყავით, კლუბში შესანიშნავი ატმოსფეროა და ეს გასახდელშივე იგრძნობა, ამიტომ არ გაგვჭირვებია გამარჯვებისთვის განწყობა."


კადეტთა ლიგის "დამპყრობლები"


მეორე ნახევარი ისევე კარგად დაიწყეს "თეთრებმა", როგორც პირველი. ტაიმის დასაწყისიდან არც თუ ისე დიდი დრო იყო გასული, რომ პირველი გოლის ანალოგიური გოლი შეაგდო რაულ ტომასმა. ანალოგიური იმ მხრივ, რომ ამ შემთხვევაშიც გონსალო მელერო გამოირჩა. ანგარიში 0:3 გახდა.


კადეტთა ლიგის "დამპყრობლები"


რაულ ტომასმა მატჩის შემდეგ ასეთი განცხადება გააკეთა: "კლუბი ყოველდრე მუშაობდა, ჩვენ ძალ–ღონეს არ ვიშურებდით ნებისმიერ თამაშში, რამაც მოგვცა საშუალება ძალიან ბევრი გაგვეტანა და ნაკლები გოლი გაგვეშვა."


კადეტთა ლიგის "დამპყრობლები"


აღსანიშნავია, რომ ჟოზე ანტონიო ფერნანდესის შეგირდებს შესანიშნავი სეზონი ქონდათ, ისინი მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. კადეტთა ა ნაკრებმა "მადრიდის რეალის ფაბრიკას" მე–8 ტიტული შემატა ამ სეზონში. ბოლოს დიეგომ დაამატა: "ეხლა დროა , რომ ვიმუშაოთ, დროა უფრო გავიზარდოთ."


კადეტთა ლიგის "დამპყრობლები"



წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (197)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)