მაურინიო, "მადრიდის რეალის" ახალი მწვრთნელი

ჟოზე მაურინიო (სეტუბალი, პორტუგალია 1963 წლის 26 იანვარი)– "მადრიდის რეალს" სათავეში ჩაუდგა მას შემდეგ, რაც "მილანის ინტერთან" ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა "სანტიაგო ბერნაბეუზე". "ნერაძურმა" ეს ტიტული ბოლოს 45 წლის წინ ასწია. პორტუგალიელმა მწვრთნელმა ამის გარდა მიმდინარე სეზონში მოიგო იტალიის სკუდეტო და იტალიის თასი. ამით მან "ინტერს" პირველი ტრიპლეტი შეასრულებინა. მაურინიომ მისი მწვრთნელობის პირველივე წელს იტალიაში მოახერხა სკუდეტოს მოგება და მას ზედ იტალიის სუპერ თასიც დააყოლა. საერთო ჯამში სხვადასხვა ქვეყნებში პორტუგალიელმა მწვრთნელმა მოიგო ორი ჩემპიონთა ლიგის თასი, 1 უეფას თასი, 6 შიდა ჩემპიონატი, 5 თასი და 3 სუპერ თასი.


მაურინიოს პირად და საკლუბო ტიტულებს ასეთი სახე აქვთ:

საკლუბო ჯილდოები:

2 ჩემპიონთა ლიგის თასი: 2004 ("პორტო") , 2010 ("ინტერი")

1 უეფას თასი (2003)

2 პორტუგალიის ლიგის თასი (2002/2003 და 2003/2004)

2 პრემიერ ლიგის თასი (2004/2005 და 2005/2006)

2 სკუდეტო (2008/2009 და 2009/2010)

1 პორტუგალიის თასი (2002/2003)

1 F.A. თასი (2006/07)

2 კარლინგის თასი (2004/2005 და 2006/2007)

1 პორტუგალიის სუპერ თასი (2003)

1 Community Shield (2005)

1 იტალიის სუპერ თასი (2008)

პირადი ჯილდოები:

- IFFHS–ს მიხედვით საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო: 2004, 2005

- UEFA–ს საუკეთესო მწვრთნელი: 2002/03, 2003/04

- პორტუგალიის ლიგის საუკეთესო მწვრთნელი: 2002/03, 2003/04

- პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელი: 2004/05, 2005/06

- იტალიის საუკეთესო მწვრთნელი: 2009


წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)