ფლორენტინო პერესი:მე ბევრი არ უნდა ვისაუბრო მწვრთნელებთან

ფლორენტინო პერესი მიწვეული იქნა რადიო სადგურ cadena SER-ში,რათა გაეკეთებინა კომენტარი მანუელ პელეგრინის გუნდიდან გაგდების და ჟოზე მაურინიოს დანიშვნის შესახებ.საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით,უახლოეს მომავალში პერესი მილანში ჩაფრინდება,სადაც იგი შეეცდება დაარწმუნოს მორატი მაურინიოს უფასოდ გადასვლის თაობაზე.


მართალია რომ თქვენ მანუელ პელეგრინისთან არ გისაუბრიათ?

მე დღეს მას ერთი საათის განმავლობაში ველაპარაკე ვალდანოსთან ერთად.მანუელი ჩვენთან ძალიან დამშვიდებულად ლაპარაკობდა.იგი იქცეოდა ისე,როგორც იგი ყოველთვის იქცევა.ის ნამდვილი ჯენტლმენია,მაგრამ მადრიდი უფრო მომთხოვნია და ჩვენ უფრო ძლიერი პიროვნება გვინდა,ჩვენ გვაქვს შანსი მოვიწვიოთ გუნდში ნომერ პირველი მწვრთნელი.

მაგრამ პელეგრინიმ აღიარა,რომ მას აქვს სურვილი მუშაობის გაგრძელების....

თუ მე მწვრთნელებთან ხშირად ვისაუბრევ,იტყვიან რომ მე ვმართავ გუნდს და არა მწვრთნელი,თუ ცოტას ვისაუბრებ იტყვიან რომ მე მათთან ურთიერთობას გაურბივარ.მე სისტემატიურად არ უნდა შევხვდე ფეხბურთელებს და მწვრთნელებს,ამისთვის არსებობს დირექტორატი,თუ მე ამას გავაკეთებ მაშინ იტყვიან,რომ შემადგენლობას მე ვაყენებ.

მაურინიოს თქვენ იგივე მოთხოვნებს წაუყენებთ?

შეიძლება ვერ მოიგო ლა ლიგა,მაგრამ შენი საქმე გააკეთო.ჩვენ გვინდა დავიკავოთ ის ადგილი,რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ,რისი გაკეთებაც სამწუხაროდ წელს ვერ შევძელით.

თქვენ მოისმინეთ პელეგრინის კომენტარი რობენის და სნეიდერის შესახებ?

არა მე არ მომისმენია.ჩვენ გუნდის შენება თავიდან დავიწყეთ,გუნდს არ გააჩნია იმხელა ბიუჯეტი რომ,შეინახოს კრისტიანოს და რობენის ნაირი ფეხბურთელები ერთად,თანაც ესეთი კლასის ფეხბურთელებს ძნელია მოსთხოვო,სათადარიგო სკამზე ჯდომა.იგივე სიტუაციაა კაკას და ვან დერ ვაარტს შორის.ამას პელეგრინიც მიხვდა.

როდის მოვა მაურინიო?

როგორც კი მოაგვარებს "ინტერთან" ურთიერთობას.მე ვფიქრობ ეს,მომავალ კვირაში მოხდება.საქმე იმაშია რომ,მათ ხელშეკრულებაში შეცდომაა,თუმცა ეს მოგვარებადია და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.ყველა შემთხვევაში ჩვენ არსად ვჩქარობთ,ეხლა საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება.

მართალია,რომ თქვენ ერეოდით "ბარსელონას" და "ვალენსიას" მოლაპარაკებებში დავიდ ვილას თაობაზე?

თუ ლაპორტა ესე ფიქრობს,ის შეაცდინეს.ჩვენი მხრიდან უკვე დიდი ხანია ვილას მიმართ არანაირი დაინტერესება არ ყოფილა.

თქვენ დაინტერესებული ხართ,აგუეროთი,ნავასით და სილვათი?

ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან."რეალს" კი ზუსტად მაღალი დონის ფეხბურთელები სჭირდება.თუმცა ჩვენ ამჟამად ტრანსფერებზე არ ვფიქრობთ,ამ ყველაფერს მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს,თანაც ყველა ერთად გუნდში ვერ მოხვდებიან.

თქვენ ძალიან დიდი თანხა დახარჯეთ,თუმცა ვერაფერი მოიგეთ....

ჩვენ არ გვყავს აქციონერები,ჩვენ ბევრს ვხარჯავთ,თუმცა ბევრსაც გამოვიმუშავებთ.ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე ჩვენ ვალდებულნი ვართ შევქმნათ დაუმარცხებელი გუნდი.


ინფორმაციის წყარო: www.as.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)