მოურინიოს გეგმები მომავალი სეზონისათვის

მოურინიომ უკვე ჩაიბარა მადრიდის რეალი და გამომცემლობა AS-თან ისაუბრა მის გეგმებზე, რომლების განხორციელებაც აუცილებელია შემდეგი სეზონის წარმატებით დასრულებისათვის.


ტრანსფერები
„მე მჭირდება 3-4 დაცვითი ფუნქციების ფეხბურთელი, იმიტომ რომ გუნდი ორიენტირებული იქნება შეტევებზე, წარმატების მისაღწევად კი საიმედო დაცვა მჭირდება. აქედან გამომდინარე ჩემი სურვილია შევიძინოთ ეშლი კოული და დუგლას მაიკონი.“

„მაიკონი შესანიშნავი ფეხბურთელია, ის არის ფიზიკურად ძლიერი და კარგად თამაშობს დაცვაში, ასევე შესანიშნავად ერთვება შეტევებში და სეზონში 6-7 გოლს იტანს, რაც მცველისთვის ძალიან კარგი შედეგია. ვერ ვიტყვი რომ მისი მადრიდის რეალში ხილვა არ მსურს.“

„რაც შეეხება კოენტრაოს შესახებ აგორებულ ჭორებს ნუ დაიჯერებთ. მის ყიდვას ნამდვილად არ ვაპირებთ. ფაბიო ძალიან გავს მარსელოს, მე კმაყოფილი ვარ ბრაზილიელის მიერ ჩატარებული სეზონით. უპირატესობას კი განსხვავებული სტილის ფეხბურთელის შეძენას მივანიჭებ.“ (როგორც ჩანს მარსელოს ადგილი ამ სეზონში ნახევარდაცვაში იქნება ავტ.)

„დი მარია პორტუგალიის ჩემპიონატისათვის ფანტასტიური ფეხბურთელია, მაგრამ არამგონია მან ისეთივე წარმატებით ითამაშოს ლა ლიგაში. რეალის ხელმძღვანელობა თუ მეტყვის, რომ დი მარიას შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება, მაშინ დავთანხმდები, წინააღმდეგ შემთხვევაში არა. არ მიყვარს როდესაც ჩემი კლუბები ფეხბურთელებში ასრტრონომიულ თანხას ხარჯავენ.“

„დიეგო მილიტოს აქვს ყველაფერი, რაც მაღალკვალიფიცირებულ ფორვარდს სჭირდება და მის გადმობირებაზე უარს არ ვიტყოდი, მაგრამ ის უკვე შევიდა ინტერის ისტორიაში და არამგონია კლუბმა სადმე გაუშვას.“

„დე როსის შეძენა კი შეუძლებელია, მთელი რომა დანიელი და ტოტი არის, ფრანჩესკო ტოტი მალე დაასრულებს კარიერას და მთელი პასუხისმგებლობა ინტერის მეთექვსმეტე ნომერს დააწვება.“
ჟერარდი და ლამპარდი უკვე კარიერის პიკში კარიან და მე მჭირდება სწორედ ასეთი ფეხბურთელები, არ მინდა დაველოდო თუ როდის გაიზრდება ფეხბურთელი და მიაღწევს იმ დონეს, რომელიც შეესაბამება მადრიდის რეალს. მირჩევნია უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები მყავდეს გუნდში.“

„მიყვარს 33-34 წლის ფეხბურთელები, ისინი ძალიან გამოცდილები არიან და ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან. როდესაც გუნდი მათ ყიდულობს ის არ ფიქრობს მათგან ფულის ამოღებაზე, ხოლო ისინი თავის მხრივ ცდილობენ კარიერის ბოლო ეტაპზე მაქსიმუმი გააკეთონ.“

„მათი შეძენა იმიტომ მსურს, რომ უკვე დიდი ხანია სტივი და ფრენკი ინგლისის ნაკრებში ერთად თამაშობენ და კარგად ესმით ერთმანეთის, ეს კი გაუადვილებს მათ გუნდთან ადაპტაციას და რეალსაც დაეხმარება კარგი ნახევარდაცვის ზოლის შექმნაში.“

ინჩასები ლამაზ ფეხბურთს ითხოვენ...

„ნახევარდაცვაში საყრდენი ნახევარმცველების სამკუთხედის შექმნა მსურს, თუ ეს მოვახერხე მაშინ გუნდი სამი თავდამსხმელით ითამაშებს, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ რეალი მომავალ სეზონში შეტევაზე იქნება ორიენტირებული.“

„აგრეთვე გუნდი იქნება დაბალანსებული და ექნება იდენტობა, საკუთარი ხელწერა, რომელიც არც ერთ სხვა კლუბს არ ახასიათებს. არ ვაპირებთ მივბაძოთ ვინმეს.“

„ვეცდები ჩამოვაყალიბო გუნდი, რომელიც იქნება ძალიან შეკრული, ფეხბურთელებს უსიტყვოდ უნდა ესმოდეთ ერთმანეთის. ამას გარდა უნდ შევეცადოთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ მომენტები, იმიტომ რომ ძნელია მთელი მატჩის განმავლობაში შეინარჩუნო ბურთზე კონტროლი და აჯობო მოწინააღმდეგეს.“

გუტი და რაული

„გუტი ჩემთვის უკვე გუნდის წევრი აღარ არის, ამ დასკვნას წაკითხული სტატიებიდან ვაკეთებ, როგორც ვიცი მას აქვს შემოთავაზება რამდენიმე გუნდიდან და არ აპირებს რეალში დარჩენას, ხოლო რაც შეეხება რაულს, მისი გადაწყვეტილების შესახებ არაფერი ვიცი, აუცილებლად უნდა გავესაუბრო მას და ერთად გადავწყვიტოთ ყველაფერი.“

კაკა

“რიკარდომ წინა სეზონი ძალიან ცუდად ჩაატარა და მისი შესაძლებლობების ნახევარიც ვერ გამოავლინა, მაგრამ ეს ტრაგედია არ არის, მისი დონის ფეხბურთელებთან ადრეც მიმუშავია და აუცილებლად ჩავაყენებ მას ფორმაში. კაკა ჩემი გუნდის ლიდერი იქნება.“

ბარსელონა - მადრიდის რეალის დაუძინებელი მტერი...

„მე არავის მტერი არ ვარ, არც ანტი-ბარსელონა, არც ანტი-ატლეტიკო და არც ანტი-მილანი, ამჟამად მდრიდის რეალის ფანატიკოსი გულშემატკივარი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიო. ეს კი იმას არ ნიშნავს რომ ვემტერები. „

„იმედი მაქვს ლა ლიგას მომდევნო სეზონი უფრო დაძაბული იქნება. ატლეტიკო, ვალენსია და მალიორკა უფრო მეტს მოიგებენ, რაც ესპანეთის ჩემპიონატს უფრო სანახაობრივს გახდის.“

„რაც შეეხება ბარსელონას ისინი უკვე საკმაოდ გაძლიერდნენ და შემდეგი სეზონისთვის მათთან უშეღავათო ბრძოლა მოგვიწევს.“

„გუარდიოლასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, უკვე დიდი ხანია მას ვიცნობ და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.“

„ახალ სეზონში ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა ჩემთვის პრიორიტეტული ტურნირები იქნება, იმიტომ რომ ფეხბურთის ისტორიასი არ არსებობს მწვრთნელი, რომელსაც მოგებული აქვს ინგლისის, იტალიის და ესპანეთის ჩემპიონატები, აგრეთვე ისტორიას არ ახსოვს ისეთი თავკაცი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა სამ სხვადასხვ გუნდთან აქვს მოგებული. როდესაც მე ამაზე ვსაუბრობ არ მავიწყდება ბარსას ფაქტორი, ამიტომ კლუბი ძალიან კარგად უნდა მოვამზადო.“

„სამივე ტურნირის მოგებას რაც შეეხება, ეს მხოლოდ საუკეთესო კლუბებს შეუძლიათ, იმედი მაქვს მადრიდის რეალი მომავალ სეზონში საუკეთესო იქნება.“

ხორხე ვალდანო

„მე დარწმუნებული ვარ, რომ მასთან შესანიშნავი ურთიერთობა ჩამომიყალიბდება, იმიტომ რომ ვალდანოც ჩემსავით ჯერ ფეხბურთელი იყო შემდეგ მწვრთნელი. ჩემი აზრით სპორტული დირექტორი არ უნდა შედიოდეს გასახდელში და არ უნდა ელაპარაკებოდეს ფეხბურთელებს. ის უნდა საუბრობდეს ჩემთან ტრანსფერების შესახებ. მე მსურდა კარვალიო გადამეყვანა ინტერში, მაგრამ ბრანკამ ლუსიო მირჩია, საბოლოო ჯამში მართალიც აღმოჩნდა. იმედი მაქვს ვალდანოსთანაც ასეთი თბილი ურთიერთობა მექნება.“

„კლუბი რომელსაც ვწვრთნი ჩემი ოჯახის ნაწილია და მისთვის ყოველთვის თავდაუზოგავად ვიხარჯები, მინდა ჩავწვდე რეალის ფილოსოფიას და ბოლომდე შევისწავლო იგი.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)