პედრეროლო:„„ატლეტიკოს“ „რეალზე“ ბევრად ძლიერი თავდასხმა ჰყავს“

ხოსეპ პედრეროლის აზრით, მადრიდის „ატლეტიკოს“ არამხოლოდ ესპანეთის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თავდასხმა ჰყავს.


„ფეხბურთელები, რომლებმაც „ატლეტიკოში“ მოიყარეს თავი, ნამდვილად ქმნიან იმის გარანტიას, რომ დიეგო სიმეონეს გუნდი ყველა ტურნირზე ბოლომდე იბრძოლებს.“

„სუარესის ტრანსფერის შემდეგ „როხიბლანკოს“ შანსი, როგორც ლა ლიგაში, ასევე სამეფო თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 25%-ით გაიზარდა.“

„„ატლეტიკოს“ „რეალზე“ ბევრად ძლიერი თავდასხმა ჰყავს. საშემსრულებლო ოსტატობის მხრივ მადრიდულ გუნდს პრობლემა საერთოდ აღარ ექნება.“

„ჟოაო ფელიქსი ძალიან პერსპქტიული, ტექნიკური და ჭკვიანი მოთამაშეა. დიეგო კოშტაზე ბევრი საუბარი არ ღირს, ასევე შეიძლება ვთქვათ ვიტოლოზეც, რომელსაც დიდი გამოცდილება დაუგროვდა, ლა ლიგას ხელახლა აუღო ალღო კარასკომ, ამ მოთამაშეებს კი ლუის სუარესი ემატება.“

„დარწმუნებული ვარ, სიმეონეს როტაციის საშუალებაც ექნება. ეს არის ნამდვილი ფუფუნება, რომელიც „ატლეტიკოს“ აქამდე არ ჰქონია. ჩვენ გაცილებით კონკურენტუნარიან ლა ლიგას ვიხილავთ.“

„რაც შეეხება „რეალს“. ზინედინ ზიდანის გათვლა მხოლოდ ბენზემაზე კეთდება. წინა ხაზში არცერთ სხვა ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არ აქვს. ედენ აზარი? მას ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს, თუ ბელგიელი გაიხსნება, ბევრ პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ ამის წინაპირობა ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე „ატლეტიკოს“ წინა ხაზი ბევრად შთამბეჭდავად გამოიყურება, ვიდრე სამეფო კლუბის.“ dle 10.1

  • Ramos
  • 24 სექტემბერი 2020
  • 1248
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)