ბრაგას ადამ სჟალაის გადაბირება სურს
პორტუგალიური ბრაგა დაინტერესებულია მადრიდის რეალის უნგრელი ფორვარდის შეძენით...
საქმე ეხება ადამ სჟალაის, რომელიც სამეფო კლუბმა შტუტგარტიდან 2007 წელს გადმოიბირა და კასტილიაში ჩარიცხა. ადამი უნგრეთის ნაკრების 21 წლამდე ნაკრებში ასპარეზობდა, მაგრამ კასტილიაში გადასვლის შემდეგ მისი პროგრესი აშკარად შეიმჩნეოდა და იგი მთავარ ნაკრებშიც იხმეს.
პორტუგალიური გუნდის წარმომადგენლები მზად არიან გამართონ მოლაპარაკება მადრიდულ მხარესთან, მათი შემოთავაზებული თანხა 1.5 მილიონ ევროს უდრის. თუ ახალგაზრდა ფეხბურთელი დატოვებს კლუბს ეს იქნება კასტილიადან გაშვებული მესამე ფეხბურთელი, ცოტა ხნის წინ კლუბი დატოვა ალბერტო ბუენომ , რომელიც ვალიადოლიდში გადაბარგდა და კრისტოფერ შორხმა, რომელმაც მშობლიურ კიოლნს მიაშურა.
- 10 აგვისტო 2009
- 1695
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.