ესპანური პრესის სიახლენი

ტრადიციულად გთავაზობთ ესპანური პრესის სიახლეებს.


მადრიდელების ექსკურსია ტორონტოში
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ სამეფო გუნდი კანადის ქალაქ ტორონტოს სტუმრობდა.ხუთმა მადრიდელმა მოთამაშემ გადაწყვიტა თამაშამდე ქალაქის დათვალიერება.ისინი საექსკურსიოდ გაემართნენ ტორონტოს ქუჩებში.საინტერესოა, რომ რობენი, კასილასი, გრანერო, პეპე და ტორესი მშვიდად ათვალიერებდნენ ტორონტოს არე-მარეებს.ჟურნალისტთა განცხადებით, ცოტა იყო იმ გულშემატკივრების რიცხვი, რომლებმაც ფეხბურთის ვარსკვლავები ამოიცნეს.ეს ფაქტი კი იმით აიხსნება, რომ კანადაში ევროპულ ფეხბურთს და საერთოდ ფეხბურთს ნაკლებ ყუადღებას უთმობენ.

ფეხბურთელები სურათების გადასაღებად ტორონტოს მთავარ ღირშესანიშნაობასთან, 553 მეტრიან კოშკთან მივიდნენ.აღსანიშნავია, რომ თავად კოშკიც ძალიან მაღლა არის აშენებული.ამიტომაც ბიჭებმა არა მხოლოდ კოშკის არამედ მთელი ქალაქის დათვალიერება შეძლებს იმ ადგილიდან.

ვან მარვიიკი ჰუნტელაარსა და ვან დერ ვაარტს გამოექომაგა
ჰოლანდიის ნაკრების თავკაცი, ვან მარვიიკი, ჰუნტელაარსა და ვან დერ ვაარტს გამოესარჩლა.ის ფიქრობს, რომ ”რელმა” არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც უარი თქვა ამ მოთამაშეებზე.თავად მწვრთნელი ამ ბიჭებს ენდობა და ისინი მომავალ სანაკრებო მატჩის განაცხადში შეიყვანა.

”მადრიდელებმა იყიდეს ჰუნტელაარი და თითქმის ნახევარი წლის შემდეგ გაყიდეს ორჯერ უფრო დაბალ ფასში, ხოლო რაც შეეხება რაფას, მას არ მისცეს შანსი, რათა დემონსტრირება მოეხდინა თავისი პოტენციალისა.ვიმედოვნებ, რომ ის კარგ გუნდს ნახავს.რასაკვირველია, ჩემს მოთამაშეებს თავისუფლებას არ ვუზღუდავ, მაგრამ მნიშვნელოვანია როცა თითოეული მათგანი სოლიდურ კლუბში გამოდის.”

”ატლეტიკოს” ”არგენტინული დუეტის” ყიდვა სურს
სპორტული გამოცემა ”მარკა” იუწყება, რომ ”ატლეტიკო” დაინტერესებულია ფერნანდო გაგოსა და გონსალო იგუაინის გადაბირებით.გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელთა ვიცე-პრეზიდენტმა, მიგელ ანხელ მარინიმ უკვე მიმართა ფლორენტინო პერესს ამის თაობაზე.”რეალის” ხელმძღვანელობამ ”პიპიტას” გადაბირების ოცნება, ოცნებად დაუტოვა ”ატლეტიკოს,” ხოლო რაც შეეხება გაგოს, ამ ფეხბურთელის წასლის თაობაზე მოლაპარაკების დაწყებას არ გამორიცხავს სამეფო გუნდი.

ასევე ”მარკას” ცნობით, უკვე შედგა შეხვედრა ფერნანდოს აგენტსა და ”წითელ-თეთრების” წარმომადგენელს შორის.ჯერჯერობით უცნობია მოხდა თუ არა რაიმე შეთანხმება, მაგრამ არ არის გამორიცხული კარგი შემოთავაზების შემდეგ გაგომ დატოვოს ”თეთრების” რიგები და მეორე დედაქალაქურ გუნდში გადავიდეს.

ხაბი ალონსოსა და ლასანა დიარას მოსვლის შემდეგ, გაგოს სათამაშო საათები მადრიდის ”რეალში” ნულამე დაეცა

. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)