ფრანცისკო ხენტო

სახელი და გვარი: ფრანცისკო ლოპეს ხენტო
დაბადების თარიღი: 21.10.1933
დაბადების ადგილი: გუარსინო (ესპანეთი)
პოზიცია: თავდასხმელი
ეროვნება: ესპანელი
საკლუბო კარიერა & ტიტულები
ნუევო მონტანია-1948-1951წლებში
ასტერილიო-1951-52წლებში
რაიო კანტაბრია-1952-1953წლებში
რასინგი-1953წელი
რეალ მადრიდი-1953-1971წლებში


სახელი და გვარი: ფრანცისკო ლოპეს ხენტო
დაბადების თარიღი: 21.10.1933
დაბადების ადგილი: გუარსინო (ესპანეთი)
პოზიცია: თავდასხმელი
ეროვნება: ესპანელი
საკლუბო კარიერა & ტიტულები
ნუევო მონტანია-1948-1951წლებში
ასტერილიო-1951-52წლებში
რაიო კანტაბრია-1952-1953წლებში
რასინგი-1953წელი
რეალ მადრიდი-1953-1971წლებში
პირველი მატჩი რეალის შემადგენლობაში 1953 წლის 13სექტემბერი,საშინაო მატჩი ოსასუნას წინააღმდეგ (2-0).
სულ 18 სეზონის განმავლობაში რეალში,ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშა 428 მატჩი და გაიტანა 125 გოლი.
95 თამაში ითამაშა ევროპულ სარბიელზე და გაიტანა 30 გოლი.
სულ რეალის შემადგენლობაში ჩაატარა 761 მატჩი და გაიტანა 253 გოლი.
ჩემპიონთა თასის მფლობელი: 1956,1957,1958,1959,1960,1966.
საკონტინენთაშორისო თასის მფლობელი: 1960.
ჩემპიონთა თასის ფინალისტი: 1962,1964.
თასების თასის ფინალისტი: 1971.
ესპანეთის ჩემპიონი: 1954,1955,1957,1958,1961,1962,1963,1964,1965,1967,1968,1969.
ესპანეთის თასის მფლობელი: 1962,1970.
ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 43 მატჩი და გაიტანა 5 გოლი.
ბიოგრაფია
1933 წლის 21 ოქტომბერი,გუარნისოში დაიბადა ბიჭი. ის ჩვეულებრივი ბავშვი იყო და ვერცკი წარმოიდგენდა თუ რა მომავალი ელოდა წინ. თავის თანატოლებთან ერთად ბურთს აგორებდა ეზოში და მისი ოცნება იყო,რომ როდესმე ეთამაშა სანტანდერის რასინგის ძირითად შემადგენლობაში.
პაკო იძულებული იყო ადრე გამოსულიყო სკოლიდან,რათა თავის მამას დახმარებოდა ოჯახში.რომელიც ტრაილერის მძღოლი იყო და დროის უდიდეს ნაწილს გზაში ატარებდა,ხოლო პაკოკი ამ დროს ოჯახში ძროხებსა და სხვა შინაურ ფრინველებს უვლიდა.მიუხედავად ამისა პაკო მუდამ გამონახავდა თავისუფალ დროს და თავის თანატოლებთან ერთად ბურთს აგორებდა ეზოში. მაშინაცკი ის გამორჩეული იყო თავის თანატოლებში სისწრაფით.
პაკოს პირველი საფეხბურთო კლუბი იყო ”ნუევო მონტანია”, შემდეგ ის სამი წელიწადი (1948-1951წწ) თამაშობდა ასტერილიაში,სადაც ერთ-ერთ რეგიონალურ თამასში გაიტანა ცხრა! გოლი.
1951 წელს ის უკვე თავის პირველ პროფესიულ საფეხბურთო კონტრაქტს აწერს ხელს,სადაც მას თვეში 500 პესოს აძლევდნენ და 50 პესოს ყოველ მოგებულ თამაშზე.
პაკოს ოცნებე ასრულდა 1952წელს, მაშინ როდესაც ის ჯერ კიდევ 20 წლის არიყო და უკვე სანტანდერის რასინგში ჩაირიცხა.პირველი სეზონის შემდეგ სადაც მან ითამაშა 10 თამაში და გაიტანა 2 გოლი მასზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა.
1953 წლის ზაფხულში რეალ მადრიდის ვიცე-პრეზიდენტმა სენიორ ალვარო ბუსტამანტემ მოუყვა კლუბის მმართველ დირექტორატს,რომ რასინგის მარცხენა თავდამსხმელად თამაშობს ვიღაც ახალგაზრდა ფრანცისკო ხენტო და რომ ეს ბიჭი ფლობს ელვისებურ სისწრაფეს. იმ დროისათვის მსოფლიო რეკორდი სირბილში იყო 9.9 წამი. ესპანეთის ნაციონალური რეკორდიკი სანჩის პარაისოს-10.3წამი ეკუთვნოდა.გლეხის ბიჭიკი ფრანცისკო ხენტო ბურთან ერთად 100 მეტრს 10.9 წამში გარბოდა. ვიცე-პრეზიდენტის რეკომენდაცია გათვალისწინებულ იქნა და 1953 წლის ზაფხულში ფრანცისკო ხენტომ რეალ მადრიდთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომ სამუდამოდ შესულიყო რეალის ისტორიაში. 25 000 პესო ერთ სეზონზე და 4 000 პესო პრემიალურები იმ დროისათვის ძალიან დიდი ფული იყო. სანტიაგო ბერნაბეუმ იმ დროსაცკი უჩვენებდა მთელ მსოფლიოს რეალ მადრიდის დიდ საფინანსო შესაძლებლობებს. 1960 წელს,მას შემდეგ რაც რეალმა აინტრახტი დაამარცხა ჩემპიონთა თასის ფინალში ანგარიშით 7-3, დი სტეფანომ, ხენტომ და ხოსე ზარაგამ მიიღეს პრემიალურები 1 250 ფუნტის ოდენობით თითოზე, 250 ფუნტი თითო თასის მოგებაზე. ეს იმდროისათვის მართლაც სენსაციურად ფენნომენალური ფული იყო.მაშინ როდესაც ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელებს ეძლეოდა 20 ფუნტი ხელფასის სახით კვირაში.
ხენტოს პირველივე მატჩები რეალის შემადგენლობაში კრახით დასრულდა,ის ფენომენალურ სისწრაფეს ფლობდა,მაგრამ ტექნიკაში მოიკოჭლებდა. ხშირად ისეც მომხდარა,რომ ბურთზე გაუსწრია და ან კიდევ თავისი სისწრაფის ხარჯზე ხშირად მოედნის მიღმა აღმოჩნდებოდა ხოლმე. მარცხენა ფეხზე ფლობდა არანორმალური სიძლიერის დარტყმას, მაშინ როდესაც მარჯვენას პრაკტიკულად ვერიყენებდა.
1954 წლის 10 ივნისს კლუბ ნასიონალიდან რეალმა გადმოიბირა ექტორ რიალი,რომელიც ძალზედ ჭკვიანი, ტექნიკური და ელეგანტური მოთამაშე იყო, მისი ყოველი პასი იყო შედევრი და პაკო ხენტოსთვის მისი გადმოსვლა ნამდვილი საჩუქარი იყო. ერთად მათ შექმნეს ყველაზე ძლიერი ტანდემი მარცხენა ფლანგზე მთელს მსოფლიოში. რიალი ხვდებოდა თუ როგორი პასებით უნდა მოემარაგებინა არანორმალური სისწრაფის მქონე თანაგუნდელი და 40 მეტრის სიშორიდან უზუსტესი პასებით ამარაგებდა ხოლმე.
ხუთი ჩემპიონთა თასი ხუთ წელიწადში. ეს უკვე უბრალოდ არათუ სპორტული დამსახურება იყო, არამედ ეს იყო უსიტყვო ტოტალური ჰეგემონია. მაშინ თითქოს სხვა გუნდი არარსებობდა, სინამდვილეშიკი ისინი არსებობდნენ, მაგრამ სრულიად უსუსურნი იყვნენ სამეფო გუნდის წინააღმდეგ.
ხუთი ფინალიდან ხენტომ სამში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. 1956 წლის 13 ივნისს მადრიდის რეალი პარიზში ჩემპიონთა თასის ფინალში დაუპირისპირდა იმ დროისათვის საფრანგეთის საუკეთესო კლუბ რეიმს, რომლის შემადგენლობაში ბრწყინავდნენ მიშელ იდალგო და რაიმონ კოპა. მე-12 წუთისათვის, როდესაც ანგარიში იყო 0-2 რეიმსის სასარგებლოდ, ალბათ ძალიან მცირე ადამიანებისა დაეჭვდებოდა იმაში, თუ სად წავიდოდა პირველი ევროპის თასი, რომელიც შემდგომში ყველაზე პრესტიჟული თასი გახდა ევროპაში. თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, 79-ე წუთზე ხენტომ თავით დაუგდო რიალს ბურთი, რომელმაც მეოთხე გოლი შეაგდო.
შემდეგ წელიწადს რეალი კვლავ ფინალში გავიდა, ამჯერად თამაში ლეგენდარულ სანტიაგო ბერნაბეუზე შედგა, სადაც რეალი იტალიურ ფიორენტინას დაუპირისპირდა. თამაში ძალიან მოსაწყენი იყო, ვინაიდან იტალიელები თავიანთ კარს მედგრად იცავდნენ და პრაკტიკულად არცკი ცდილობდნენ რაიმე სახიფათო მომენტის შექმნას მოწინააღმდეგის კართან. ხენტო პრაკტიკულად ამოკეტა მისმა მოწინააღმდეგემ ჩერკატომ, მაგრამ 70-ე წუთზე ის მაინც შეცდა და თავის საჯარიმოში წააქცია პაკო. 124 000 მაყურებლის ყიჯინის ქვეშ დი სტეფანოს გააქვს პენალტყ, ხოლო ექვსიოდე წუთის შემდეგ თავად ხენტოს გააქვს ბურთი- 2:0
მიუხედავად ამისა, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გააქვს ხენტოს ერთი წლის შემდეგ ისევ ფინალში, მაგრამ ეხლა უკვე ბელგიაში, ეიზელის სტადიონზე მილანის წინააღმდეგ. ღეალი კვლავ აგებდა ორჯერ თამაშის მსვლელობისას. შკიაფინოსა და გრილიოს გოლებს უპასუხეს დი სტეფანომ და რიალმა. დამატებულ 93-ე წუთზე, მაშინ როდესაც ყველა დამატებით დროზე ფიქრობდა, ხენტომ მიიღო ბურთი, შევარდა საჯარიმოში, მოატყუა ჩეზარე მალდინი, შემდეგ მეკარე სოლდანა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. ეს იყო მესამე ფინალი, ამის შემდეგ იყო კიდევ ორი გამარჯვების ფინალი, რომლებმაც რეალ მადრიდის ეპოქა შექმნეს, როდესაც სიტყვა “რეალი” გაიგივებული იყო სიტყვა “ფეხბურთან”.
1966 წლის 11 მაისს ხენტო კვლავ დაბრუნდა ეიზელის სტადიონზე, რათა მოეგო თავის მეექვსე ჩემპიონთა თასი, ის დაბრუნდა იქ თავის ახალგაზრდა მეწყვილეებთან ერთად: ზოკო, ამანსიო, პირი, გროსო. იმ დროისათვის გუნდში არიყვნენ დი შტეფანო, პუშკაში, რიალი. ლეგენდა გაცოცხლდა მაშინ, როდესაც ამარომ და სერენამ გაუტანეს ბელგრადის პარტისანს ორი გოლი და ანგარიშით 2-1 მოიგეს. მაშინ ფრანცისკო ხენტო, ვეტერანი და შემქმნელი, გახდა მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი! ის იღებდა მონაწილეობას 15 ჩემპიონთა თასის გათამაშებაში, აქედან 8 ჯერ ფინალში, სადაც 6 ჯერ გაიმარჯვა. 19 წელი აქტიური საფეხბურთო კარიერისა,საიდანაც მან 18 წელი გაატარა რეალში.
შესძლებსკი ვინმე გააუმჯობესოს ფრანსისკო ხენტოს რეკორდი? შესძლებსკი რომელიმე საფეხბურთო კლუბი მიაღწიოს იმას, რასაც მიაღწია 50-იანი წლების რეალმა?
უკანასკნელი ოფიციალური მატჩი რეალის შემადგენლობაში ხენტომ ჩაატარა 1971 წლის 21 მაისს ჩელსის წინააღმდეგ. ეს იყო თასების თასის ფინალის გადათამაშება, რომელშიც ინგლისელებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 1-2, ხენტო მაშინ 37 წლის იყო.
მისი გაცილება ფეხბურთიდან შედგა 1972 წლის 14 დეკემბერს, მაშინ როდესაც რეალ მადრიდი აღნიშნავდა 25 წლის თავს სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონის გახსნისა. ისევე როგორც თავის პირველ გახსნაზე, ეხლაც რეალი დაუპირისპირდა ბელენენსეშს, რომლის რიგებში ბრწყინავდა ეუსებიო. ეს მატჩი რეალმა მოიგო ანგარიშით 2-1 და ამ მატჩში მთელი სტადიონი ფეხზე დამდგარი მერამდენედ გამოუტყდა ფრანცისკო ხენტოს სიყვარულში. ასე დასრულდა რეალის ერთ-ერთი დიადი ფეხბურთელის ისტორია სამეფო გუნდის რიგებში. dle 10.1

  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 7214
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (210)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)