მილიტაო:„„სიტისთან“ რამოსი არ იქნება, მაგრამ მე ვიქნები“

ედერ მილიტაომ „ას“-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ძალიან ბევრ საკითხზე ისაუბრა...


„სახლში ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ჩემით „რეალი“ ინტერესდებოდა და ტრანსფერი ძალიან ახლოს იყო. აგენტი გამოვიძახე და ყველა დეტალის გარკვევა ვთხოვე. ეს იყო დასტური იმისა, რომ ჩემი კარირა „პორტუში“ ნაყოფიერი გახლდათ.“

„აღვნიშნე თუ არა? რა თქმა უნდა კი, თუმცა რა თქმა უნდა მშვიდად ვიყავი და ოჯახის წევრებს ვუზიარებდი ჩემს სიხარულს. როდესაც ფეხბურთელი ხარ, ზედმეტი ემოციები არასდროსაა მართებული.“

„კეპლერ პეპესა და იკერ კასილიასს ბევრს ვესაუბრებოდი. მინდოდა ბევრი მცოდნოდა სამეფო კლუბის შესახებ. როდესაც მადრიდში ჩამოვედი ბევრ დეტალში უკვე გარკვეული ვიყავი.“

„ბავშვობაში მეკარე ვიყავი. დიდი ხნის მანძილზე მეგონა, რომ საბოლოოდ კარის დარაჯი გავხდებოდი, მაგრამ შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. უფრო ადრე ველოსიპედი მიტაცებდა და სულ სხვა მიმართულებით ვაპირებდი წასვლას.“

მილიტაო:„„სიტისთან“ რამოსი არ იქნება, მაგრამ მე ვიქნები“


„ყველაფერი მამაჩემის მეგობარმა შეცვალა. ერთ დღეს მან დარეკა და მითხრა, რომ ტურნირზე უნდა მეთამაშა. მაშინ საუკეთესო შთაბეჭდილება დავტოვე და მივხვდი, რომ ფეხბურთელობა ჩემი მომავალი პროფესია იქნებოდა.“

„სახლში დროს კარგად ვატარებთ. ოჯახის წევრებთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს. ასევე მყავს რამდენიმე მეგობარი, რომელთანაც ერთადაც ცხოვრება წარმოუდგენელია. ხშირად ვართ აუზში და ვერთობით სხვადასხვა გასართობით.“

„სამეფო კლუბში არაერთი მეგობარი მყავს, მაგრამ მადრიდში ჩამოსვლის დღიდან კაზემირო დიდ დახმარებას მიწევს, ის ძალიან მეხმარება და ჩემი საუკეთესო მეგობარია. ასევე აღსანიშნავია მარსელო ვიეირა. ვიცე-კაპიტანს გუნდში უდიდესი ავტორიტეტი აქვს.“

„ვინ მაკვირვებს? ტელევიზორიდან რამოსი ძალიან დიდ ემოციებს მგვრიდა, ახლა კი ყოველდღიურად, ვარჯიშებზე ვუყურებ, თუ რეებს აკეთებს ესპანელი. ის საოცარი ფიგურაა.“

„ასევე უნდა აღინიშნოს კროოსი და მოდრიჩი. ორივე მოთამაშე გენიოსია.“

მილიტაო:„„სიტისთან“ რამოსი არ იქნება, მაგრამ მე ვიქნები“


„„რეალი“ სხვა სამყაროდანაა. სრულიად სპორტული პუბლიკა, პრესა, ტელევიზიები. ყველაფერი ამ კლუბის ირგვლივ ტრიალებს. „ბლანკოსი“ სულ სხვაა.“

„მამაჩემი ფეხბურთელი იყო. ის ხშირად მესაუბრება, მოტივაციას მმატებს და მატჩების წინ მეტად ფოკუსირებაში მეხმარება. მამა ალბათ ინსპირაციის წყაროა.“

„„რეალმა“ ჩემს სანაცვლოდ საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა. ვალდებული ვარ, გაცემული ავანსები გავამართლა და კლუბში თავის დამკვიდრება შევძლო.“

„ჩემი პრეზენტაციის დღე არასდროს დამავიწყდება. კაზემირო მაფრთხილებდა, რომ უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლისქვეშ მომიწევდა ყოფნა, მაგრამ როდესც საკონფერენცია ოთახში შევედი და ამდენი ჟურნალისტი დავინახე, ლაპარაკიც კი გამიჭირდა. მივხვდი, რომ ძალიან ბევრი ადამიანის მზერა ჩემკენ იყო მომართული.“

„ჩემპიონთა ლიგის მოგება ყოველთვის დიდი ოცნებაა. მე ვფიქრობ, რომ „ბლანკოსთან“ ერთად ყველაფერს შევძლებ. როდესაც თანაგუნდელები პირველად ვნახე, ყველამ კარგად მიმიღო. ბრაზილიელებისგან ბევრ ხუმრობას ჰქონდა ადგილი.“

„ჩვენს მიმართ კრიტიკა ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც ასე იქნება. „რეალი“ არის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, რომლის წაბორძიკებაც დაუშვებელია. ვარჯიშებზე ყოველთვის მშვიდად ვართ და ვცდილობთ, ჩვენი საქმე ვაკეთოთ.“

მილიტაო:„„სიტისთან“ რამოსი არ იქნება, მაგრამ მე ვიქნები“


„წინ „სიტისთან“ დაპირისპირება გველის, სადაც რამოსი არ იქნება. ეს არის ჩემი საუკეთესო შესაძლებლობა, რათა მოედანზე გამოვიდე და დავამტკიცო, რა შემიძლია და რისი გაკეთება ძალმიძს უმნიშვნალოვანეს დაპირისპირებებში.“

„გუარდიოლას გუნდთან ბოლომდე დავიხარჯები და ვეცდები, რომ ჩემ თავასაც ვაჯობო.“

„ბრაზილიის ნაკრებთან ერთად დიდი გეგმები მაქვს. ვფიქრობ, სამწვრთნელო შტაბის ნდობით აღჭურვილი პირი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ წარმატების მისაღწევად.“

„„სიტისთან“ მატჩის წინ მადრიდისტებს მივმართავ და ვიტყვი, რომ ყველაფერს გავაკეთებ რამოსის სრულფასოვნად შესაცვლელად. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 აგვისტო 2020
  • 1593
  • 3

1

2 აგვისტო 2020 15:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ნეტა შენ რამოსი სრულფასოვნად შეცვალო და მეტი არაფერი არ მინდა

2

2 აგვისტო 2020 21:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 775
ეს რა პიკე გვეზრდება თურმე

3

2 აგვისტო 2020 22:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 249
5-6matchi ro miabas dziritadshi mgonia ro dastabilurdeba. Ro ar sheedzlos ak arc ikneboda :))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)