“აჭარაბეთმა“ კვლევა ჩაატარა ქართველ ფეხბურთის ქომაგებს შორის

,,აჭარაბეთმა" კვლევა ჩაატარა ქართველ ფეხბურთის ქომაგებს შორის, რომელშიც 1,600-ზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა და თავიანთი საყვარელი გუნდებიდან ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებამდე თავიანთი მოსაზრება ყველა საკითხზე დააფიქსირეს.


კვლევაში მონაწილე გულშემატკივრების 37.3% ბარსელონას ქომაგი იყო, 27.6% კი მადრიდის რეალის. მათ შემდეგ მოდიოდნენ ტურინის იუვენტუსი (8.3%), მილანი (5.7%), იუნაიტედი (5.4%), ლივერპული (4.6%) და ბაიერნი (4.1%)
"სხვა" გუნდების გულშემატკივრები მონაწილეთა 2.1%-ს შეადგენდნენ, დორტმუნდს სულ 3 გულშემატკივარი აღმოაჩნდა, მანჩესტერ სიტის კი 7. ჩელსიმ (2%), ინტერმა (1.1%) და არსენალმა (1.1%) ასევე მიიღეს მხარდაჭერის პატარა პროცენტები.

“აჭარაბეთმა“ კვლევა ჩაატარა ქართველ ფეხბურთის ქომაგებს შორის


მესი თუ რონალდუ

გამოკითხულთა 59.6% თვლის, რომ ლიონელ მესი რონალდუზე უკეთესი ფეხბურთელია.
მესიმ გამოკითხვაში 1000-ზე მეტი ხმა მიიღო და რაც უფრო საინტერესოა, 1-ს გარდა აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ლიდერობს. ერთადერთი კატეგორია, რომელშიც მეტი ხმა რონალდუმ მოაგროვა, 46-55 ასაკის ქალბატონები იყვნენ. აქ პორტუგალიელმა ხმების 62.5% მოაგროვა და არგენტინელს აჯობა.

საუკეთესო შემტევი მესი-რონალდუს გარდა

“აჭარაბეთმა“ კვლევა ჩაატარა ქართველ ფეხბურთის ქომაგებს შორის

როგორც წესი, საუკეთესო თავდამსხმელის გამოვლენისას კამათი ლუის სუარესსა და რობერტ ლევანდოვსკის შორის მიდის ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი თვლის, რომ საუკეთესო შემტევი კილიან მბაპეა.
მბაპემ ხმების 27.5% მოაგროვა და მეორეადგილოსან რობერტ ლევანდოვსკის 17 ხმით აჯობა. მათ შემდეგ ხმების 24.9%-ით ნეიმარი მოდის, ლუის სუარესი კი მეოთხე ადგილზე ხმების მხოლოდ 10.1%-ით მოხვდა. შემდეგი პოზიციები სალაჰმა (4.5%) და ედენ აზარმა (3.7%) გაინაწილეს.

საუკეთესო ნახევარმცველი

საუკეთესო ნახევარმცველის გამოკითხვის შედეგებში სიურპრიზები არ ყოფილა - პირველი ადგილი დე ბრუინმა არავის დაუთმო და თითქმის ორჯერ მეტი ხმა მოაგროვა, ვიდრე მეორეადგილოსანმა ლუკა მოდრიჩმა.
დე ბრუინი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს და ხმების 38.7% სრულიად დამსახურებულად მიიღო.
მესამე ადგილზე ტონი კროოსი გავიდა (16.6%), მეოთხე კი სერხიო ბუსკეცმა (11.1%) დაიკავა
სხვათა შორის, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთა უმრავლესობამ ხმა არა დე ბრუინს, არამედ ბუსკეცს მიანიჭა, რომელმაც ქალების ხმების 26.6% მოაგროვა.

“აჭარაბეთმა“ კვლევა ჩაატარა ქართველ ფეხბურთის ქომაგებს შორის


საუკეთესო ცენტრალური მცველი

საუკეთესო ცენტალურ მცველად ძალიან დიდი უპირატესობით სერხიო რამოსი დასახელდა, რომელმაც ხმების 50.6% მოაგროვა და მეორეადგილოსან ვან დეიკს 313 ხმით აჯობა.
მესამე ადგილზე პიკე გავიდა, რომელმაც ხმების 6.2% მოაგროვა, მეოთხეადგილოსან ჯორჯო კიელინის კი ხმების 5.9% ხვდა წილად
რამოსი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში დომინირებს, გარდა 36-45 წლის ადამიანებისა. აქ მამაკაცების რჩეული ვან დეიკი აღმოჩნდა, ქალბატონების კი პიკე.

“აჭარაბეთმა“ კვლევა ჩაატარა ქართველ ფეხბურთის ქომაგებს შორის


საუკეთესო განაპირა მცველი

საუკეთესო განაპირა მცველად ხმების 40.7%-ით მარსელო დასახელდა, მეორე ადგილი კი 37 წლის დანი ალვეშმა დაიკავა, რომელიც თავის თანამემამულეს 177 ხმით ჩამორჩა.
მესამე ადგილზე ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გავიდა ხმების 13.5%-ით, 4-5 ადგილები კი ხორდი ალბამ და დავიდ ალაბამ დაიკავეს.

“აჭარაბეთმა“ კვლევა ჩაატარა ქართველ ფეხბურთის ქომაგებს შორის


საუკეთესო მეკარე

მსოფლიოში საუკეთესო მეკარედ უბერებელი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა, რომელმაც ტერ შტეგენს მცირე, მაგრამ დამაჯერებელი უპირატესობით აჯობა და ხმების 31.2% მოაგროვა. ბარსელონას გერმანელ კიპერს ხმების 24.1% ხვდა წილად, მისმა ნაკრების ძირითადის კონკურენტმა მანუელ ნოიერმა კი 15.1% აიღო. იან ობლაკს, რომელიც ბოლო წლებში ტოპ ჩემპიონატებში ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებს, ხმების მხოლოდ 12.2% შეხვდა, ალისონმა და დე ხეამ კი 6.5 და 6.5 პროცენტი მოაგროვეს. ტიბო კურტუა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე ცოტა, 21 გოლი აქვს გაშვებული, ხმების 2.4%-ს დაჯერდა.

“აჭარაბეთმა“ კვლევა ჩაატარა ქართველ ფეხბურთის ქომაგებს შორის


საუკეთესო მწვრთნელი

საუკეთესო მწვრთნელად გულშემატკივრებმა პეპ გვარდიოლა დაასახელეს, მეორე ადგილი კი იურგენ კლოპმა დაიკავა.
რა თქმა უნდა, წლევანდელ ინგლისის ჩემპიონატში მათი დაპირისპირება სულ სხვანაირად განვითარდა და გამარჯვებული გერმანელი სპეციალისტი გამოვიდა, თუმცა ჯერ-ჯერობით პეპზე მეტი ხმის მოგროვებას ვერავინ ახერხებს.
ზინედინ ზიდანმა, რომელიც დიდწილად კორონავირუსის პანდემიის დამსახურებით ჩემპიონთა ლიგიდან კარიერაში ჯერ კიდევ ერთხელაც არ გაუგდიათ, ხმების მხოლოდ 18.6% მოაგროვა და მეოთხე ადგილზე გავიდა.
ჟოზე მოურინიომ კი, რომელიც ათი წლის წინ პირველობისთვის გვარდიოლასთან ასპარეზობდა, ახლა ხმების მხოლოდ 1.8% მიიღო და მეექვსე ადგილს დაჯერდა.

“აჭარაბეთმა“ კვლევა ჩაატარა ქართველ ფეხბურთის ქომაგებს შორის


ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?

ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელადაც უდიდესი უპირატესობით ლიონელ მესი დასახელდა, რომელმაც ხმების 41.1% აიღო.მეორე ადგილზე ხმების მხოლოდ 13.8%-ით კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, მესამეზე კი 11.1%-ით პელე გავიდა.
ზუსტად 11%-მა ხმა ფენომენოს მისცა, 10%-მა კი დიეგო მარადონას. ზინედინ ზიდანს ხმების 7.5% ერგო, ფრანც ბეკენბაუერს კი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მხოლოდ 8 ადამიანი თვლის.

რომელია საუკეთესო ლიგა?

პრემიერ ლიგის და ლა ლიგის გულშემატკივრები ამაზე გამუდმებით კამათობენ, ჩვენს კვლევში კი გამარჯვებული ესპანეთის ჩემპიონატი გამოვიდა. ლა ლიგას საუკეთესო ჩემპიონატად გულშემატკივრების 53% თვლის, პრემიერ ლიგას კი მხოლოდ 31%
სერია ა-მ ხმების 10.4% მოაგროვა, ბუნდესლიგამ კი 2.6% . აი საფრანგეთის ჩემპიონატს მსოფლიოში საუკეთესო ლიგად 15 ადამიანი თვლის.

“აჭარაბეთმა“ კვლევა ჩაატარა ქართველ ფეხბურთის ქომაგებს შორის


სხვა საინტერესო სტატისტიკებითა და გამოკითხვებით მომავალში აუცილებლად დაგიბრუნდებით! dle 10.1

  • Hala
  • 30 ივლისი 2020
  • 1489

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)