ვინ ბრუნდება?

მადრიდის „რეალს“ ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, რომელიც იჯარით არის განათხოვრებული, მაგრამ ფლორენტინო პერესი არსებული პოლიტიკის გადახედვას და ბევრი მოთამაშის გაყიდვას აპირებს.


ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კლუბში დაბრუნების შანსი ამ ეტაპზე მხოლოდ ანდრეი ლუნინს და მარტინ ოდეგორს აქვთ.

ლუნინი არეოლას შემცვლელად ითვლება. ალფონსი მადრიდს რამდენიმე დღეში დატოვებს, ოდეგორთან დაკავშირებით კი საბოლოო გადაწყვეტილებას ზიდანი მიიღებს.

რაც შეეხება ტაკეფუსას. დიდი ალბათობით, იაპონელი ფეხბურთელი „სევილიაში“ წავა 2 წლიანი იჯარით.

გუნდი ჯერ-ჯერობით არ აპირებს სერხიო რეგილონის დაბრუნებას, თუმცა არ არის გამორიცხული, სასურველი თანხის მიღების შემთხვევაში ესპანელი განაპირა მცველი გაყიდოს.

ასევე იგეგმება ხესუს ვალიეხოს გაყიდვა, ვინაიდან ზიდანი მასში პერსპექტივას ვეღარ ხედავს.

ფაქტობრივად დახურულია ბორხა მაიორალის საკითხიც. წინახაზელი მიდის, 90%-იანი ალბათობით ის „ლაციოს“ ღირსებას დაიცავს.

ბუნდოვანია სებალიოსის მომავალიც. ბოლო ინფორმაციით, დანი კიდევ 1 წლით „არსენალში“ დარჩება, თუმცა სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში პერესი მას დაუყოვნებლივ დატოვებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია ოსკარისა და ალვარო ოდრიოზოლას მომავალიც. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით რამდენიმე კლუბი იჩენს ინტერესს, თუმცა „რეალი“ მინიმუმ 22 მილიონს ითხოვს ტრანსფერის სანაცვლოდ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (314)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)