იმაზე „თეთრი“ ვიდრე „თქვენ“ ფიქრობთ. მითი და რეალობა ნაწილი I

მოკლედ, ეხლა კაი ხანია, რაც სტატია არ გამომიქვეყნებია, ამის სხვადასხვა მიზეზი მქონდა, მაგრამ მოდით მიზეზებზე არ ვისაუბრებ. რამ გადამაწყვეტინა ამ სტატიის დაწერა? უბრალოდ ერთმა ფაქტმა, უკვე ძალიან ნერვების მომშლელად იქცა ის „წამოყვედრებები“, რასაც „იმ“ კლუბის გულშემატკივრების მხრიდან აქვს ადგილი. დანარჩენზე სტატიის წაკითხვისას გაიგებთ.


მაშ ასე, შეიძლება ბევრ თქვენგანმა საერთოდ ვერ გაიგოს თუ რას ეხება სტატია სათაურიდან გამომდინარე, მაგრამ ეგ არაფერი წაიკითხეთ და მიხვდებით (კარგი მიზეზია არა?). ამას წინათ სამსახურში ვიყავი და როგორც ყველგან იქაც მყავს „ბარსელონას“ გულშემატკივარი, შესაბამისად ამ სტატიას პირველ რიგში მას „ვუძღვნი“ და მერე სხვა დანარჩენს.

ე.ი. საქმე ეხება 1943 წლის დროინდელ თამაშს, რომელიც ეზომ პოპულარულად იქცა „მადრიდისტთა“ რიგებში სულ რაღაც ერთი წლის წინ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ განცდილი 2:6 მარცხის შემდეგ. ბევრი ამას კონტრარგუმენტად იყენებს და თუ მიხვდებით რას ამბობენ ამის პასუხად „ისინი“ ? ერთადერთ სიტყვას „ფრანკო“... არ ვიცი ვინ იყო (სხვადასხვა წყაროების დახმარებით ვიცი, უბრალოდ იმ დროიდან კარგი 46 წლის შემდეგ მოვევლინე ქვეყანას და მაგ მხრივ ვამბობ) , მაგრამ ფაქტია, რომ საქმე ახალ სინდრომთან გვაქვს „ფრანკოფობია“ ესაა ის ვირუსი, რაც „ბლაუგრანას“ მიმდევართ აქვთ შეყრილი.

ამას წინათ „Google“–ში „ვიხეტიალე“ და საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გადავაწყდი. საქმე სწორედ იმ „იმათთვის“ დაწყევლილ დღეს ეხება. რა მოხდა 1943 წელს ესპანეთის თასის განმეორებით შეხვედრაში, რომელიც 11:1 მორჩა? ეს ის კითხვაა, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს აწუხებს , პრინციპში ჩვენ არა , უფრო „იმათ“ უნდა აწუხებდეთ და აწუხებთ კიდეც, მაშინ ხომ მათ სამარცხვინო მარცხი იგემეს.

ნაწილი I. 1943 წლის 11:1. აგრესია, რომელიც არასდროს არ მთავრდება.

ის, რაც თქვენ მოგისმენიათ:

1943 წელი, ესპანეთის თასისი ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა. „მადრიდის რეალი“ „ბარსელონას“ 11:1 ანგარიშით ანადგურებს. ბევრი ცდილობს, ჩვენი „თეთრების“ ბრწყინვალე გამარჯვება თითიდან გამოწოვილი მიზეზებით დაფაროს, ყველაზე დიდი მიზეზი კი გენერალი ფრანკოსა და მისი მთავრობის დახმარებაა. უფრო კონკრეტულად კი გეტყვით, რომ როგორც „იმათი“ ერთი ნაწილი ამტკიცებს სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლება „ბარსელონას“ ფეხბურთელები დააშინეს შესვენების დროს, თანაც გვარდიელები მათ კატალონიურ ენაზე მიმართავდნენ (ესპანეთის ჩრდილო–აღმოსავლეთით გავრცელებული დიალექტი), რომელიც იმ პერიოდში ანუ ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდგომ აკრძალული იყო. მეორენი ამტკიცებენ, რომ სამხედრო პირებმა, რომლებიც გასახდელში ჩავიდნენ შესვენების დროს, „ბარსელონას“ ფეხბურთელები მაგრად „მიჟეჟეს“, რომლის გამოც მათ თამაშის თავი არ ქონიათ მეორე ნახევარში. არსებობს კიდევ მესამე ფრთა, რომელიც ამტკიცებს, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა აიძულეს მსაჯი თამაში „მადრიდის რეალის“ სასარგებლოდ წაეყვანა და დახმარებოდა „სამეფო კლუბს“ მოგებაში.

ფაქტები:

ყველა ზემოთხსენებული მოსაზრებები შეიძლება დაძლეულ იქნას ადვილად გადამოწმებადი მოსაზრებებითა და თარიღებით

ა) იმათ საყურადღებოდ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სამოქალაქო გვარდიის ჯარისკაცებმა „ბარსელონას“ ფეხბურთელებს კატალონიურად მიმართეს და დააშინეს ისინი შესვენების დროს, ეს უბრალოდ აბსურდია, აბა თავად განსაზღვრეთ, 1942 წელს მიღებული კანონით კატალონიურ ენაზე ლაპარაკი სასტიკად აკრძალული იყო, ზემოთხსენებული მატჩი კი 1943 წელს გაიმართა. თქვენ გინდათ თქვათ, რომ სამოქალაქო გვარდიის ჯარისკაცები ამ წესს არღვევდნენ? თან ფრანკოს დროს?

ბ) მეორე მხარის საყურადღებოდ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჯარისკაცებმა „ბარსელონას“ ფეხბურთელები ცემეს შესვენების დროს, მინდა გითხრათ, რომ იმ თამაშის პირველ ნახევარში ანგარიში უკვე 8:0 იყო, შესაბამისად „მადრიდის რეალმა“ მეორე ტაიმში მხოლოდ და მხოლოდ სამი გოლი გაიტანა, ანუ რა გამოდის, გინდათ თქვათ, რომ გაულახავ ფეხბურთელებს „რეალმა“ 8 გოლი გაუტანა და „ნაცემ“ ფეხბურთელებს მხოლოდ სამი? თან გალახულებმა მოახერხეს დამატებით ერთი პრესტიჟის გოლის გატანა? საინტერესო ლოგიკაა არა?

ეხლა მოკლედ გადავხედოთ იმ „ავადსახსენებელ“ პერიოდს. იმ აზრის უარყოფა, რომ ფრანკო „მადრიდის რეალს“ „მფარველობდა“ ადვილად შეიძლება, ეს მოსაზრება შეიძლა უაზროდაც მოგეჩვენოთ, ვინაიდან ისტორიულად ცნობილი ფაქტია, რომ გენერალმა ომი 1939 წელს მოიგო, ხოლო რაც შეეხება „მადრიდის რეალს“ , იგი უბრალოდ ვერანაირად ვერ ახერხებდა თასის მოგებას 1947 წლამდე, ხოლო ლიგის მოგებას კი 1954 წლამდე, მაშინ როცა იმ პერიოდში „ბარსელონა“ და „ბილბაოს ატლეტიკო“ (ცნობისთვის შეგახსენებთ, რომ ეს ორი კლუბი ესპანეთში ფრანკოს ყველაზე მოწინააღმდეგე რეგიონებში მდებარეობს) , არიან კლუბები, რომლებმაც მოიგეს ბევრი ტიტული (ერთი ლიგა და ოთხი თასი „ბილბაომ“ , ხოლო „ბარსელონამ“ ხუთი ლიგა და ოთხი თასის მოგება მოახერხა. ეხლა რა გამოდის? ერთი მხრივ თქვენ ამტკიცებთ, რომ ფრანკოს ყველაზე მეტად სძულდა „ბარსელონა“ და „ბილბაოს ატლეტიკო“ (იმიტომ ის რეგიონები, რომლებსაც ეს ორი კლუბი წარმოადგენს მას სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა), ხოლო მეორე მხრივ კი სტატისტიკას თუ გადახედავთ (კარგად თვალგახელილნი რა თქმა უნდა) სრული საპირსიპირო რამეს მიიღებთ. ეგ ერთი, ეხლა კიდევ თქვენი აზრით, ფრანკო „დაეხმარა“ „მადრიდის რეალს“ „ბარსელონას“ 11:1 ანგარიშით დამარცხებაში ესპანეთის თასისი ნახევარფინალში, ხოლო ფინალში კი არაფერი გააკეთა „ბილბაოს ატლეტიკოს“ დასამარცხებლად? (ის შეხვედრა „მადრიდის რეალმა“ 0:1 დათმო), კიდევ ერთხელ ვამბობ, უცნაურ ლოგიკასთან გვაქვს საქმე. ანუ მარტივად ნუთუ? რას მელაპარაკებით?

ბოლოს , ბერნანდო სალაზარი, ესპანეთში ყველაზე ცნობადი სპორტული ისტორიკოსი, რომელიც “მადრიდის ატლეტიკოს“ გულშემატკივარია, თავის ერთ–ერთ წიგნში წერს, თუ როგორ არწმუნებდნენ მას „ბარსელონას“ ორი წარმომადგენელი, რომ არც თამაშის წინ და არც მის შუაში (ანუ შესვენებისას), მათ წინააღმდეგ არანაირი ზეწოლას არ ქონია ადგილი. ნეტავ თუ ფეხბურთელებმა ვერ დაინახეს ეს ზეწოლა, მისმა გულშემატკივრებმა როგორ დაინახეს , თუ როგორ ემუქრებოდნენ, ან სცემდნენ „ბარსელონას“ ფეხბურთელებს ფრანკოისტები? არა რა, ხომ ვამბობ, „ისინი“ უცნაური ლოგიკის ხალხიათქო?

ხო, მერე რო რამე გაუგებრობას არ ქონდეს ადგილი, იმ ორი ფეხბურთელის სახელსაც და გვარსაც გეტყვით, ესენი იყვნენ: ხოსე ესკოლა (José Escolá–ეს იმიტომ დავწერე, რომ იქნებ არასწორად ვთქვი სახელი და გვარი და რომ მერე „იმათმა“ არ დაიწყონ ასეთი ფეხბურთელი არ ყოლია „ბლაუგრანასო"), რომელმაც იმ თამაშში მოედანზე 90 წუთი გაატარა. ხოლო მეორე ფეხბურთელი იყო დომინგო ბალმანია (Domingo Balmanya)– მასობრივი საინფორმაციო საშუალების კომენტატორი, რომელიც სულაც არ იყო არაცნობადი სახე. იგი არ თამაშობდა, მაგრამ საკუთარ თანაგუნდელებთან ერთად იყო „ჩამარტინზე“ („სანტიაგო ბერნაბეუს“ ძველი სახელი).


პირველი ნაწილის დასასრული. გაგრძელება იქნება... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)