რონალდო ფინალში "ინტერს" უქომაგებს

კრიშტიანო რონალდო As.com-ის ჟურნალისტებს გაესაუბრა...


რას იტყვით თქვენს პირველ მადრიდულ სეზონზე?

- ვერ ვიტყვი, ყველაფერმა საუკეთესოდ ჩაიარათქო, მაგრამ არც რამე მაქვს სასაყვედურო. მე მხოლოდ ერთ რამეზე დამწყდა გული, უტიტულობა... მადრიდის "რეალს" სტატისტის როლში ყოფნა არ შეშვენის, ჩვენ ყოველ სეზონში მინიმუმ ერთი თასის მოგება უნდა მოვახერხოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიბრძოლეთ, საწადელს ვერა და ვერ მივაღწიეთ...

ეს რაც შეეხება გუნდს, და პირადად თქვენ, მადრიდს კარგად მოერგეთ?

- ჩემი პირველი მადრიდული სეზონი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ახალ ქალაქს, ახალ მეგობრებსა და პუბლიკას მარტივად შევეგუე, ძალიან ბედნიერი ვარ. მადრიდი, ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, საუკეთესო საფეხბურთო ტრადიციებითა და ერთგული გულშემატკივრებით.

მომავლისთვის რამეს ხომ არ გვპირდებით?

- წინასწარ არავინ იცის რა მოხდება, ასე რომ ჯერ რაიმეზე საუბარი ძალიან ადრეა. მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მადრიდის "რეალი" მომავალ სეზონში გაცილებით უფრო ბრძოლისუნარიანი კლუბი იქნება, ვიდრე გასულ წელს იყო. ეს გუნდი გამარჯვებისთვის შეიქმნა, ჩვენ მეორე ნომრად ყოფნა არ გვჩვევია.

მადრიდში ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?

- ყველაფერი, განსაკუთრებით ვერაფერს გამოვყოფ... ბავშვობაში, ხშირად მესიზმრებოდა, რომ სამეფო კლუბის ფეხბურთელი ვიყავი და ჩემს გვერდით რაული, ზიდანი, იერო და მორიენტესი თამაშობდნენ. როგორც ხედავთ ოცნება ამიხდა, ამაზე მეტად რა უნდა მიხაროდეს?...

რას ფიქრობთ მაურინიოზე?

- ჟოზე, შენსანიშნავი მწვრთნელი და ძალიან კარგი პიროვნებაა. მის პროფესინალიზმში აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ.

ფინალში, "ინტერს" უქომაგებთ?

- ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. ამჟამად მე მხოლოდ და მხოლოდ მუნდიალზე ვფიქრობ. ჩემი მიზანია, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზო. რაც შეეხება დღევანდელ ფინალს, განსაკუთრებული სიმპათიები არც ერთი გუნდის მიმართ არ გამაჩნია, თუმცა რადგანაც ჟოზე ჩემი თანამემამულეა, მე მის გუნდს ვუგულშემატკივრებ.

"ბარსელონა" ღირსეული ჩემპიონია?

- რა საკვირველია. კატალონიელებმა ჩემპიონის ტიტული აბსოლიტურად დამსახურებულად მოიპოვეს.

როგორ შეაფასებდით პორტუგალიის შანსებს, მუნდიალზე?

- ვფიქრობ, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე თავს ნამდვილად არ შევირცხვენთ, პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ყოველთვის მაღალ დონეზე ასპარეზობს და გარწმუნებთ, არც 2010 წლის მუნდიალი იქნება გამონაკლისი. სამხრეთ აფრიკაში გასამართ ტურნირზე, უამრავი ძლიერი გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რთულია ბრაზილიის, ესპანეთის, საფრანგეთისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებებისთვის კონკურენციის გაწევა, თუმცა არც ჩვენ ვართ ვინმეზე ნაკლები.

რას ეტყოდით მადრიდელ გულშემატკივარს?

- ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მადრიდელ გულშემატკივარს. მე მათ უდიდეს პატივს ვცემ... პირადად მე, კრიშტიანო რონალდო გპირდებით, რომ მომავალ სეზონში გუნდი გაცილებით მეტს მიაღწევს... მადრიდის "რეალს" უტიტულობა არ შეშვენის, ჩვენ ჩემპიონობისთვის ვართ შექმნილნი!


ინფორმაციის წყარო: As.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)