იგუაინი : გუნდი შესანიშნავად მიიწევს წინ

გონსალო იგუაინის აზრით გუნდის პროგრესი შესანიშნავად მიმდინარეობს და დღითიდღე სამეფო კლუბი მიდის სასურველ ფორმამდე.


შეაფასეთ საერთო ვითარება...

გუნდში შესანიშნავი ვითარებაა, ახალი ფეხბურთელები ძალიან იოლად გადიან ადაპტაციას, რა თქმა უნდა ჩვენც ხელს ვუწყობთ მათ შეგუებაში.

ტორონტოსთან გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა, როგორ შეაფასებდით ამ მატჩს?

ეს იყო იდეალური მატჩი. ჩვენ არ გვეგონა თუ ასე იოლად მივაღწევდით კანადელებთან გამარჯვებას, მადრიდის რეალმა ითამაშა შესანიშნავი ფეხბურთი ძალიან მაღალ ტემპში და მიაღწია სასურველ შედეგს.

კარიმ ბენზემა და ლასანა დიარა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, ამით თქვენ გეძლევათ შანსი თამაშისა...

დიახ ამის შესახებ მე ინფორმირებული ვარ, ბენზემას არ ყოფნა გუნდისთვის ცუდია მაგრამ მე ყველანაირად ვეცდები, რომ სამეფო კლუბს არ დაეტყოს კარიმის დროებითი წასვლა. მე თუ ვითამაშებ, ბოლომდე დავიხარჯები და ყველანაირად ვეცდები მეტოქის კარის დალაშქვრას.

რეალმა ბოლო დღეების მანძილზე ძალიან ბევრი იფრინა, ამან დაღი დაასვა გუნდს?

ამერიკა შორს გახლავთ და ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვიყავით ჰაერში მაგრამ ყველანაირად ვეცადეთ, რომ დრო გაგვეყვანა და გამოგვივიდა კიდეც. ტორონტოში ცოტა დაღლილები ჩავფრინდით , იქიდან ვაშინგტონისკენ კი არანაირად არ გაგვჭირვებია, რადგან გაცილებით ნაკლები დროის დაყოფა მოგვიხდა თვითმფრინავში.

გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ მადრიდის ატლეტიკო დაინტერესებულია თქვენი და ფერნანდო გაგოს შეძენით...

ამის შესახებ არაფერი მსმენია, მე და გაგო რეალის ფეხბურთელები ვართ და არსად წასვლას არ ვაპირებთ, ჩვენ სამეფო კლუბში ერთად მოვედით, ამ კლუბმა ჩვენ უდიდესი გამოცდილება შეგვძინა და ამ გამოცდილებას მხოლოდ რეალს მოვახმართ, სიმართლე გითხრათ ბევრჯერ მიფიქრია კარიერის რეალში დასრულებაზე.

არ გეშინიათ კონკურენციის? ,,ბლანკოსში” მომრავლდნენ ფორვარდები, ეს კი გაართულებს ძირითადში მოხვედრას...

მე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ და ყველანაირად ვეცდები იმის დამტკიცებას, რომ რეალის 11 კაციან შემადგენლობაში ერთი ადგილი მე მეკუთვნის. დარწმუნებული ვარ თამაშის საშუალება მომეცემა, სეზონი გრძელია და ფეხბურთელების როტაცია აუცილებლად მოხდება.

რას იტყვით თქვენს მომავალ მეტოქეზე?

ამ გუნდის შესახებ ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ერთს გეტყვით, რეალი ყველანაირად შეეცდება მასპინძლების დამარცხებას. dle 10.1

  • Hala
  • 9 აგვისტო 2009
  • 2618
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 19
2 ბენზემა 14
3 სუარესი 11
4 ანხელი 10

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 6 5 1 0 16
2 რეალი 6 3 2 1 11
3 ბრიუგე 6 0 3 3 3
4 გალათასარაი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2020 (382)
აპრილი 2020 (396)
მარტი 2020 (507)
თებერვალი 2020 (501)
იანვარი 2020 (540)
დეკემბერი 2019 (318)