D.C. United VS Real Madrid [პრევიუ]
სამეფო გუნდის ამერიკული ტურნე დასასრულს უახლოვდება.კანადაში ადგილობრივი ”ტორონტოს” დანგრევის შემდეგ, მადრიდის ”რეალი” ვაშინგტონ ”იუნაიტედის” დაჩოქებას შეეცდება.
თბილისის დროით 23 საათზე, ””FedEx””-ის არენაზე დაიწყება ამხანაგური თამაში, 91 ათასი გულშემატკივრის თანდასწრებით.მადრიდელთა მხრიდან ამ მატჩს ლასანა დიარა და კარიმ ბენზემა დააკლდება.ეს ორი მოთამაშე ”მამლების” თავკაცმა გამოიძახა ”ფარერების” წინააღმდეგ სათამაშოდ.
”ბლანკოსმა” ბოლო ოთხ წელიწადში ხუთჯერ ეთამაშა ჩრ.ამერიკულ გუნდებს.5 შეხვედრიდან მადრიდელებმა 4 გამარჯვება მოიპოვეს და 1 ყაიმი გააგორეს.
4 წლის წინ ”თეთრებს” ჩრ.ამერიკულ ტურნეში ვანდერლეი ლუქშემბურგო ხელმძღვანელობდა.მისი თაოსნობით გუნდმა ”ჩივასს” 3-1 მოუგო, ხოლოდ ორი დღის შემდეგ ”ლოს ანჟელესს გალაქსი” 0-2 დაამარცხა.ამ ტურნედან 1 წლის თავზე, სამეფო გუნდს კვლავ ჰქონდა თამაშები ამერიკაში.დედაქალაქელებმა ”სოლტ ლეიქ სიტის” გაუტანეს 2 უპასუხო გოლი, ხოლო ვაშინგტონ” იუნაიტედს ფრე 1-1 ეთამაშეს.
რაც შეეხება ”იუნაიტედს,” ამ გუნდს საფუძველი 1995 წელს ჩაეყარა.საკუთარ აქტვიში ვაშინგტონელებს აქვთ 4 ”MLS”-ის თასი.ისინი პირველი ამერიკელები არიან, რომლებმაც ზედიზედ მოიგეს ”CONCACAF”-ი და ”InterAmerican”-ი 1998 წელს.
”იუნაიტედის” ბოლივიელი თავდასხმელი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა გუნდში.მის ანგარიშზე 283 თამაში და 120 გოლია.მისი თქმით ”რეალთან თამაში კარგი გამოცდა იქნება ყველასთვის.”
მაშ ასე, დღეს საღამოს ჩვენ ვიხილავთ ”MLS”-ის საუკეთესო გუნდისა და მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბის პაექრობას.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
მთარგმნელი: Janu (ნიკოლოზ ჭანიძე), Halamadrid.Ge
- 9 აგვისტო 2009
- 3069
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.