პერესის ჩანაფიქრი

როგორც ვიცით ბარსელონამ უკვე შეიძინა დავიდ ვილა და ახლა ფერნანდო ტორესს დაადგა თვალი, ამ ნაბიჯით კატალონიურ კლუბს ეყოლება ესპანეთის ნაკრებში კარგად შეთამაშებული თავდამსხმელთა დუეტი. თუ დავუჯერებთ ესპანურ გამომცემლობებს, სამეფო კლუბს სურს იგივე ტაქტიკას მიმართოს, ოღონდ მათ ნახევარდაცვის გაძლიერება სურთ. პერესი შეეცდება ჟერარდისა და ლამპარდის გადმობირებას.


როგორც მოგეხსენებათ ეს ორი ფეხბურთელი უკვე წლების მანძილზე ერთად თამაშობენ ინგლისის ნაკრებში და ეხმარებიან გუნდს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. პერესის აზრით სტივი და ფრენკი მადრიდის რეალში შესანიშნავად შეეწყობიან ერთმანეთს და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ კლუბში უკვე ირიცხება ხაბი ალონსო, რომელიც კარგად თამაშობდა ჟერარდთან ერთად, სამეფო კლუბს ნახევარდაცვის ცენტრში არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ამ ტრანსფერების განხორციელების შემთხვევაში კაკა უფრო აქტიურად ჩაერთვება შეტევებში და აღარ ექნება საზრუნავი, ხოლო რონალდო ცენტრ ფორვარდის ადგილს დაიჭერს და სავარაუდოდ იგუაინს შეუწყვილდება.

ლამპარდის ტრანსფერის განხორციელება უფრო რეალურია ვიდრე ჟერარდის. როგორც ვიცით სამეფო კლუბი შესაძლოა ჟოზე მოურინიომ გაწვრთნას და ამ შემთხვევაში მას დასჭირდება ჩელსის ლიდერი, რომელიც მისი გუნდის ლიდერი იყო, როდესაც ჟოზე ინგლისში მოღვაწეობდა.

ინფორმაციის წყარო: Marca.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)