კანალესს გული მადრიდისკენ მოუწევს

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ნახევარმცველი, სერხიო კანალესი As.com-ის ჟურნალისტებს გაესაუბრა. ნიჭიერი ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად სანტანდერის "რასინგში" არენდის წესით ასპარეზობს, მომავალ სეზონში სამეფო კლუბის პირველი გუნდის წევრი გახდება. კანალესი, "ბლანკოსის" მესვეურთა გადაწყვეტილებით აღფრთოვანებულია.


"რასინგმა" პრიმერა დივიზიონში ადგილის შენარჩუნება მოახერხა...

- დიახ, ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ რაც მთავარია საწადელს დამსახურებულად მივაღწიეთ. არავის ეგონა, რომ ჩვენ მიმდინარე სეზონში მწვერვალების დასაპყრობად ვიბრძოლებდით, თუმცა ასეთი უადგილო ჩავარდნა ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო.

როგორ შეხვდნენ, თქვენს "გამადრიდელებას" სანტანდერში?


- ვფიქრობ, ვისაც ჩემთვის კარგი უნდოდა ბოლომდე გვერდში დამიდგა და ჩემს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. არსებობს ხალხთა კატეგორია, რომელიც ჩემს "გამადრიდელებას" სასტიკად ეწინააღმდეგება, თუმცა მე მათ ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის ოცნება, მადრიდის "რეალში" თამაშია... მე კი ასეთი შანსის გამოუყენებლობას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდი.

ფიზიკურ ვარჯიშებს დიდ ყურადღებას უთმობთ?

- დიახ, რა თქმა უნდა. ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებოდეს, რათა საყვარელ გუნდს ნებისმიერ მომენტში სრულფასოვანი დახმარება გაუწიოს. არდადეგებზე, სატრენაჟორო დარბაზში გადავინაცვლებ, რათა მომავალ სეზონს კარგ ფორმაში შევხვდე.

მადრიდი, მადრიდი... ეს ხომ ყველა ფეხბურთელის ოცნებაა...

- დიახ, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ჩემი ბავშვობის ოცნება ავისრულე და მადირიდის "რეალის" რიგებში ჩავირიცხე. თავიდან თავი ზღაპარში მეგონა, შემდეგ კი მიწაზე დავეშვი და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელე.

სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობა მეტ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს?

- არა, პირიქით. სეგუნდაში ხელფასები დაბალია და შესაბამისად ფეხბურთელებიც ნაკლებად იხარჯებიან. ვინც ფეხბურთით სიამოვნებას იღებს მონდომებით ასპარეზობს, თუმცა არსებობს ფეხბურთელთა კატეგორია, რომლებსაც მხოლოდ ფული აინტერესებთ.

წინასასეზონო მზადებას, მადრიდის "რეალთან" ერთად გაივლით?

- დიახ. ვეცდები თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო, რათა მომავალ სეზონში სამეფო კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ვიქცე. მინდა გულშემატკივართა სიყვარული და ნდობა მოვიპოვო...

თუ თავს კარგად წარმოაჩენთ, შესაძლოა ძირითად გუნდში დაგტოვონ...

- მართალია, ეს მოტივაციას მმატებს. გარწმუნებთ, მე ბრძოლისთვის მზად ვარ, არანაირ კონკურენციას არ შევუშინდები, თუნდაც ეს მადრიდის "რეალის" ვარსკვლავური შემადგენლობა იყოს.


ინფორმაციის წყარო: As.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)