ფლორენტინოს მოწვეულმა ვერცერთმა მწვრთნელმა ტიტული ვერ მოიპოვა

ფლორენტინო პერესი მერვე მწვრთნელს იწვევს გუნდში,თავისი 8 წლიანი პრეზიდენტობის მანძილზე.მიუხედავად ფლორენტინოს გალაქტიკური გეგმებისა და ლაპარაკისა რომ მადრიდის "რეალი" მსოფლიოში უძლიერესი კლუბია,სტატისტიკას მაინც ვერ გავექცევით.


ფაქტია,რომ პერესის ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ გაამართლა იმედები,ერთდაერთი გამონაკლისი იყო კარლოს კეირუში,რომელმაც 2003 წელს ესპანეთის სუპერ–თასი მოაგებინა გუნდს.მაგრამ ძნელად დასაჯერებელია რომ ეს თასი დიდად მნიშვნელოვან ადგილს იკავებდეს კლუბის მუზეუმში.

ერთდაერთი მწვრთნელი ვინც პერესის დროს გუნდს წარმატება მოუტანა,ვისენტე დელ ბოსკე იყო,რომელიც გუნდს ლორენცო სანსის დროს ჩაუდგა სათავეში.დელ ბოსკემ მადრიდულ კლუბს მოაგებინა: ჩემპიონთა ლიგა(1999/00) (2001/02), ორჯერ ესპანეთის ჩემპიონი (2000/01,2002/03) ევროპის სუპერ თასი (2002) ესპანეთის სუპერთასი (2001) და საკონტინენტთაშორის თასი (2002) წელს.

თუმცა შემდეგ,ხორხე ვალდანომ და ფლორენტინო პერესმა რატომღაც დელ ბოსკესთან განშორება გადაწყვიტეს,რომელიც კარლოს კეირუშით შეცვალეს.შემდეგ იყო,ხოსე ანტონიო კამაჩო,მარიანო გარსია რამონი,ვალდერეი ლუშემბურგო და ხუან რამონ ლოპეს კარო.აღსანიშნავია ისიც,რომ ვერცერთმა მათგანმა კონტრაქტი ბოლომდე ვერ ამოწურა.იქნება თუ არა პერესის შემდეგი "მსხვერპლი" მანუელ პელეგრინი,ამას ჩვენ ძალიან მალე გავიგებთ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)