რამოსი:„მე-12 თასს განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა“

სერხიო რამოსმა „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ჩემპიონთა ლიგის მე-12 თასის მოგებიდან 3 წლის თავზე საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...


„„იუვენტუსთან“ ფინალში ძალიან დიდი მოტივაცია გვქონდა. ზედიზედ მეორედ გავედით ფინალურ ეტაპზე და არსებობდა შანსი, რომ გაგვეკეთებინა ის, რაც აქამდე არასდროს არავის გაუკეთებია. ჩვენ ზედიზედ მეორედ მოვიგეთ თასი, დამატებითმა მოტივაციამ ყველაფერი გადაწყვიტა.“

„შესვენების დროს ზიდანთან ხანგრძლივი საუბარი გვქონდა, ის ითხოვდა, რომ ბურთი დაგვეჭირა და თამაშის სადავეები არ გაგვქცეოდა ხელიდან. ამ ნაბიჯით ფრანგს სურდა, რომ „იუვეს“ შეტევები მაქსიმალურად ყოფილიყო განეიტრალებული. ტაქტიკურად სწორი ფეხბურთი ვითამაშეთ და მეორე 45 წუთში მეტოქე აშკარად დავჯაბნეთ.“

„არნახული ზეწოლისქვეშ ვიყავით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში წნეხმა დადებითად იმოქმედა. ეს იყო ზედიზედ მეორე, ხოლო ჩემ კარიერაში მესამე თასი.“

„პირველი გოლი კარგად მახსოვს, დანი კარვახალმა ძალიან იაქტიურა და არნახული სისწრაფე განავითარა, რონალდუ საჯარიმოში შერბენას და „ბებერი ქალბატონის“ მცველების ყურადღების მიპყრობას ცდილობდა. ყველაფერი სწრაფად მოხდა და ანგარიშის გახსნა შევძელით.“

„მანჯუკიჩის გოლი მართლაც სანიმუშო იყო და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა. როდესაც ასენსიომ შეაგდო საოცარი განცდები დაგვეუფლა. მივხვდით, რომ ეს საბოლოო წერტილი იყო.“ dle 10.1

  • Hala
  • 3 ივნისი 2020
  • 887
  • 1

1

3 ივნისი 2020 17:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ისეთი ძლიერები აღარ ვართ და თუ მბაპეს არ დავიამტებთ ვეღარც ვიქნებით. თაობაა შესაცვლელი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (309)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)