იგუ მადრიდში საუკეთესოა

აწ დასრულებულ სეზონში, მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ფორვარდი, გონსალო იგუაინი 27 გატანილი გოლით, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "ოქროს ბუცისთვის" მებრძოლ ფეხბურთელთა სიაში, არგენტინელმა ვუნდერკინდმა, მე-4 ადგილი დაიკავა, პირველ პოზიციაზე კი, კატალონიის "ბარსელონას" 23 წლის თავდამსხმელი ლიონელ მესი გავიდა (34 გოლი).


გასულ სეზონში, მესი ესპანეთის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ მე-3 პოზიციაზე იმყოფებოდა. 2008|09 წლების სეზონში, "პიჩიჩის", მადირდის "ატლეტიკოს" გამოცდილი ფორვარდი, დიეგო ფორლანი დაეპატრონა (32 გოლი). წლევანდელ სეზონში კი, მესიმ ურუგვაელის რეკორდი დაამხო და "ბლაუგრანას" პოტენციურ მეტოქეთა კარში 34 გოლი გაიტანა.

მეორე პოზიციაზე, ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარული თავდამსხმელი, დიდიე დროგბა გავიდა, რომელმაც გასულ სეზონში 29 გოლის გატანა მოახერხა და პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა. კოტ'დიუარელის მსგავსად, სერია A-ში მოასპარეზე ანტონიო დი ნატალემაც 29 გოლი გაიტანა და "ოქროს ბუცისთვის" მებრძოლ ფეხბურთელთა სიაში მე-3 ადგილი დაიკავა.

უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის და იტალიის ჩემპიონატში გატანილი თითოეული გოლი 2 ქულად ფასდება, ხოლო ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ხორვატიის, შოტლანდიის, საბერძნეთის, ჰოლანდიის, ისრაელის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, ჩეხეთის, რუსეთის, სერბეთის, შვეიცარიის, თურქეთის და უკრაინის ჩემპიონატში გატანილი გოლები 1.5 ქულად.

1996 წლის შემდეგ, მესი გახდა პირველი კატალონიელი, რომელმაც "ოქროს" ბუცის მოგება მოახერხა. 1996|97 წლის სეზონში, ეს ჯილდო ბრაზილიელმა რონალდომ მოიგო, რომელმაც პრიმერაში 34 გოლის გატანა მოახერხა.


1. ლიონელ მესი (ბარსელონა) - 34 გოლი (68 ქულა)
2. დიდიე დროგბა (ჩელსი) - 29 გოლი (58 ქულა)
3. დი ნატალე (უდინეზე) - 29 გოლი (58 ქულა)
4. გონსალო იგუაინი (რეალი) - 27 გოლი (54 ქულა)
5. ლუის სუარესი (აიაქსი) - 35 გოლი (52.5 ქულა)


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (224)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)