წელიწადი თეთრებში და გამოსაშვები ფორმა

2009/10 სეზონი დასრულდა, პელეგრინიმ კი ერთი წლის განმავლობაში მადრიდის რეალთან ერთად ვერც ერთი ტიტულის მოგება ვერ შეძლო. გამომცემლობა მარკას თქმით პელეგრინის ბოლო იმედი მალაგასთან ფრედ დასრულებულ მატჩთან ერთად დამთავრდა.


მან ვერ მოიგო მალაგასთან სეზონის დასკვნითი მატჩი, იგივე შეიძლება ითქვას სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებზე. სამეფო კლუბმა მიმდინარე სეზონსი ვერც-ერთ სერიოზულ მოწინააღმდეგესთან ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება. პელეგრინიმ თავისი დანაპირები დაარღვია და სეზონი 98-ის ნაცვლად 96 ქულაზე დააგროვა და ჩემპიონი ბარსელონა გახდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გვარდიოლას გუნდმა ისევე დაიმსახურა ეს ტიტული, როგორც მადრიდის რეალმა.

სამეფო კლუბი სახლში უტიტულოდ დაბრუნდა და გამომცემლობა მარკას თუ დავუჯერებთ ეს პელეგრინის ბოლო მგზავრობა იყო გუნდთან ერთად ოფიციალურ მატჩებზე. ლა როსელდაზე ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ კი თეთრების გენერალური დირექტორი სერიოზულად დაფიქრდა ტრენერის მოხსნის თაობაზე. სავარუდოდ პელეგრინი მადრიდის რეალთან კონტრაქტის გაფორმებისთანავე ფიქრობდა რა ბედი ეწეოდა მას მომავალ წელს. ვალდანო რომ მას მხარს არ უჭერს ეს მისი კომენტარიდანაც ჩანს: "ახალი გზა ცვლილებებზე გადის."

მატჩის დასრულების შემდეგ პელეგრინიმ განაცხადა: "მე არ შემიფასებია ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა, მე ვიფიქრებ ამაზე" შესაძლოა პელეგრინის მიერ წარმოთქმული სიტყვები საბოლოო იყო, მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის რანგში.

მანუელის ყველაზე დიდი დანაშაული იყო წაგებები, რომელიც თეთრებმა მიმდინარე სეზონის განმავლობაში დააგროვეს და ეს მაშინ, როდესაც პელეგრინის გუნდი ვარსკვლავებით იყო გადაჭედილი. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას ჩილელი ვერ გაუმკლავდა ფლორენტინო პერესის პროექტს. ეს სეზონი მადრიდის რეალის გულშემატკივრების დიდ ინტერესს იწვევდა, მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ პელეგრინიმ ყველაფერი გააფუჭა.

მადრიდის რეალის ფანები ყოველთვის თეთრ ბალეტს ითხოვენ, ამიტომ თეთრების ხელმძღვანელობამ უნდა შეარჩიოს ისეთი "რეჟისორი", რომელიც დავალებას თავს 100 % თუ არა 99.9 %-ით მაინც გაართმევს. სია კი ძალიან დიდი, თუმცა მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს თამაშის ხარისხზე მეტად შედეგს უმიზნებს, ამიტომ ყველაზე რთულ მაგრამ ყველაზე რეალურ ამოცანას შეეჭიდა, მათი სურვილია კლუბი ჟოზე მაურინიომ გაწვრთნას.

სავარაუდოდ არც პორტუგალიელი იტყვის უარს თავისი ძალების ესპანურ დივიზიონში მოსინჯვისა. ამ თემასთან დაკავშირებით ინტერის პრეზიდენტმა განაცხადა: "თუ ტრიპლეტის შესრულებას მოახერხებს და შემდეგ კლუბის დატოვებას გადაწყვეტს, მაშინ მისი გზა ხსნილია."

ფინალში ინტერი შეეცდება მოიგოს ჩემპიონთა ლიგა ბერნაბეუზე, ისინი იცხოვრებენ სასტუმროში, რომელიც ირგვლივ თეთრი ფერებით იქნება შემოსილი და იმგზავრებენ მატარებლით, რომელსაც სახელად ვალდებებასი ერქმევა, როგორც ჩანს მადრიდის რეალთან პირველი შეხება მოურინიოს სწორედ ფინალის დღეს ექნება.

ინფორმაციის წყარო: Marca.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)