ცნობილია ფეხბურთელები, რომლებთანაც „რეალი“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს!

ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, უკვე ცნობილია ფეხბურთელების სია, რომლებთანაც „რეალი“ კონტრაქტს მომდევნო თვეებში გაახანგრძლივებს...


სიის სათავეში ლუკა მოდრიჩია. როგორც სჩანს, ზიდანს ლუკიტას გაშვება არ სურს და მას 1 წლით თანამშომრლობის გახანგრძლივებას შესთავაზებენ.

ასევე იგეგმება ახალი კონტრაქტის შეთანხმება ფედერიკო ვალვერდესთან. ფლორენტინო პერესს მისი „ბლანკოსში“ დატოვება 2025 ან 2026 წლამდე სურს.

კარიმ ბენზემასთან შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია. ფრანგი ფორვარდი „მერენგების“ რიგებს 2022 წლის 30 ივნისამდე გაამაგრებს.

გუნდში ასევე ახალი კონტრაქტით იქნება კაზემირო. „ბლანკოსსა“ და ბრაზილიელ ნახევარმცველს შორის თანამშრომლობა 2023 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლიდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით, კაზეს ხელფასი 1.5 მილიონი ევროთი გაიზრდება.

ზიდანის კატეგორიული მოთხოვნაა ვარანთან თანამშრომლობის გაგრძელებაც. სამეფო კლუბის გეგმის მიხედვით, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კოლექტივში 2026 წლამდე უნდა დარჩეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე საუბარი ნაჩოსთანაც მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული ვადები არ სახელდება.

და ბოლოს, სერხიო რამოსი! კაპიტანს ახალი კონტრაქტი უკვე შესთავაზეს, რომელიც მის „რეალში“ დარჩენას 2022 წლამდე ითვალისწინებდა, თუმაც რამოსს თანამშრომლობის გაგრძელება 2023 წლამდე სურს. ამ საკითხზე შეთანხმება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, მაგრამ არაერთი ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, რომ მხარეები დათმობაზე წავლენ და გარკვეულ შეთანხმებას აუცილებლად მიაღწევენ. dle 10.1

  • Hala
  • 9 მაი 2020
  • 2177
  • 4

1

9 მაი 2020 21:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ver gamigia cazemiros Sam wlians rato stavazoben da ara 5 wlians jer 28-isaa da tavisuflad gaqachavs 5 wels

2

9 მაი 2020 21:25

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ისკოზეც ხო მიდის ბაზარი, მაგასაც უნდა გაუხანგრძლივონ რა. რამოსს კიდე რა მოხდა რომ 2023-მდე გადაუწიონ, ამ უმადურებმა ამათმა !

3

10 მაი 2020 02:53

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეგაა რო ლეგენდები არ ფასდება ჩვენთან. რამოსს სამუდამო კონტრაქრი უნა გაუხანგრძლივონ წესით რეალში უნდა დაამთავროს კარიერა

4

10 მაი 2020 10:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
პერესმა ვერ ისწავლა ჭკუა დავიჯერო? რამოსის წასვლა რამხელა აჟიოტაჟს გამოიწვევს ვინმეს წარმოუდგენია საერთოდ??

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)