„რეალის“ პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა საზოგადოებას!

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა საზოგადაოებას მიმართა...


„ძვირფასო მეგობრებო, პირველ რიგში გისურვებთ კარგად ყოფნას ამ ძალიან რთულ პერიოდში, რომელიც მთელ მსოფლიოშია.“

„ჩვენ მთელი ძალითა და გამბედაობით უნდა ვეცადოთ დაბრკოლებების რაც შეიძლება სწრაფად გადალახვას. მადრიდისტების სახელით, ყველას გიცხადებთ სოლიდარობას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც კორონავირუსულმა ინფექციამ ძალიან დააზარალა.“

„როგორც თქვენ სხვადასხვა საკომუნიკაცია საშუალებიდან შეიტყვეთ, მადრიდის „რეალმა“ დაიცვა კანონით დადგენილი ყველა ნორმა და გაითვალისწინა რეკომენდაციების სრული ნუსხა, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული შემდგომი გართულებები.“

„მადრიდის „რეალმა“ შეწყვიტა სპორტული აქტივობები, როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო დონეზე. დაიხურა ბერნაბეუს ტური, ოფისები და მიღებულ იქნა მაქსიმალური ზომები თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით.“

„118 წლიანი ისტორიის მანძილზე „ბლანკოსი“ ყოველთვის იდგა ფასეულობების სადარაჯოზე და ასე იქნება ახლაც.“

„ახლა განსაკუთრებულად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ხელისუფლების მითითებებზე და პირველ რიგში დავრჩეთ სახლში, ვინაიდან ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.“

„„რეალი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს ერთი გრძნობის ირგვლივ აერთიანებს, ჩვენ თქვენ სრულ სოლიდარობას და თანადგომას გიცხადებთ და გვჯერა, რომ ყველაფერი მალე დასრლდება.“

„ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ უზარმაზარი გამოწვევა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დროულად დავუბრუნდეთ. დიდი იმედი მაქვს, ერთმანეთს მალე შევხვდებით და დაუვიწყარ მატჩებს ვიხილავთ.“

პატივისცემით - ფლორენტინო პერესი! dle 10.1

  • Hala
  • 29 აპრილი 2020
  • 3193
  • 1

1

29 აპრილი 2020 20:53

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ფლორო, გაგვახარე ზაფხულში და გვიყიდე მბაპე რა!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)